პუტინი უშიშროების საბჭოს იწვევს, განიხილება რუსეთის მეზობელ სახლმწიფოებთან ურთიერთობები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია მოსკოვის მოკავშირეებთან და მეზობლებთან კავშირების განსახილველად, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი 14 სექტემბერს.


უკრაინული მედია წერს, რომ სომხეთი, რომელიც ტრადიციულად იყენებდა რუსეთთან ურთიერთობას აზერბაიჯანელი მეტოქეებისა და მათი თურქი მოკავშირეების დასაბალანსებლად, კავკასიაში მოსკოვის გავლენის მიმართ ნდობას კარგავს.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს

გასული კვირის განმავლობაში სომხეთის ნაბიჯებსმოსკოვის პროტესტი მოჰყვა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ბაქოს მხარდამჭერ განცხადებას მოსკოვის დემარში მოჰყვა.