აშშ ისრაელს საბრძოლო მასალას და დამატებით აღჭურვილობას გაუგზავნის

შეერთებული შტატების მთავრობა სწრაფად მიაწვდის ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობას და რესურსებს, მათ შორის საბრძოლო მასალის რესურსებს. უსაფრთხოების პირველი დახმარება დღეს დაიწყება და ისრაელში უახლოეს დღეებში ჩავა. ამის შესახებ პენტაგონის განცადებაშია ნათქვამი.

მე და ჩემი გუნდი გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს ისრაელელ კოლეგებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც მათ სჭირდებათ თავიანთი მოქალაქეების დასაცავად და ამ საშინელი ტერორისტული თავდასხმებისგან თავის დასაცავად,“ - ნათქვამია მდივან ოსტინის განცხადებაში.


ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს.

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს, დაშავებულთა რიცხვი კი, ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 დაიჭრა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.