Microsoft: რუსეთი ახლო აღმოსავლეთის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

Microsoft-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთის შესახებ აქტიურად დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს იმ ფონზე, როცა რეგიონში ისრაელ - „ჰამასის“ ომის გამო, რადგან რეგიონში დაძაბულობა იზრდება. ამის შესახებ France24 წერს.

ბრედ სმიტის თქმით, Microsoft-ი და მისი კონკურენტები დეზინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებითაც ებრძვიან.


მას მშვიდობის ხელშეწყობაში ტექნოლოგიური გიგანტის როლზე, პარიზში გამართულ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმზე დაუსვეს შეკითხვა.
 
სმიტმა აღნიშნა, რომ Microsoft-ი და სხვა კომპანიები დეზინფორმაციას ებრძვიან „ტექნოლოგიური ხელსაწყოების შექმნით, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული, შეცვლილი შინაარსის გამოვლენას.“
 
„ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებთ რუსული კამპანიის იდენტიფიცირებას, როგორც მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ, ხალხისთვის ეთქვათ, რომ Covid-ის ვაქცინა არ გაეკეთებინათ,” - აღნიშნა სმიტმა. „დღეს ჩვენ ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში,“ - განაცხადა Microsoft-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.