ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს. აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის სამიტზე ყოფნა პოლონეთისთვის მიუღებელია.
„ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნას ევროპაში," - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ შინკოვსკი.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.
ლავროვი სკოპიეში ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩავიდა.