NATO სომხეთს მოუწოდებს, პოლიტიკური უთანხმოებები მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოაგვაროს. განაცხადა ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამის შესახენ NATO პრესსპიკერმა Twitter-ზე დაწერა.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ სიტყვები ან ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია. ნებისმიერი პოლიტიკური უთანხმოება უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად და დემოკრატიულად, სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად", - წერს NATO-ს პრესსპიკერი.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ
ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ერევნის ცაზე საბრძოლო თვითმფრინავები დაფრინავენ.