ნორვეგიული F-16-ები დანიაში ჩაფრინდნენ

ნორვეგიის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დანიაში უკრაინელი პერსონალის მომზადების პროგრამის მხარდასაჭერად დაეშვა. ამის შესახებ ნორვეგიის საჰაერო ძალების განცხადებაშია ნათქვამი.


სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება.

უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის.

ნორვეგიის შემდეგ, ბელგიამაც განაცხადა, რომ მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს განათავსებს.