უკრაინა საერთაშირო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს აუცილებელი ზომები პუტინის რაც შეიძლება მალე დასაკავებლად

ყველა უკრაინელი ბავშვი, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული „ჰუმანიტარული დაცვის“ ყალბი საბაბით, უკრაინის მოქალაქედ რჩება. უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ყველა შესაძლო ზომას მათი კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.


ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ამ განკარგულების რეალური ღირებულება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ეს იქნება შემდგომი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების.


„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ყველა უკრაინელი ბავშვი, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. „ჰუმანიტარული დაცვის“ ყალბი საბაბით, რჩება უკრაინის მოქალაქედ,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.


„მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გაითვალისწინოს რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინელი ბავშვების ერთი ეროვნული ჯგუფიდან მეორეში გადაყვანასთან, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის იძულებით მინიჭებით, რაც გენოციდის ერთ-ერთი ნიშანია.


საერთაშორისო თანამეგობრობამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები პუტინის დასაკავებლად და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემისთვის მის გადასაცემად,“ - უკრაინის საგარეო უწყების კომენტარში.

როგორც ცნობილია, 2024 წლის 4 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „უცხოეთის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის და მოქალაქეობის არმქონე პირების განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც უფლება აქვთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მოითხოვონ.“

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა 2023 წლის 17 მარტს გასცა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.


ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.