კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი

კატარის კომპანიებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინვესტიციებით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დოჰაში, ყაზახეთ-კატარული საინვესტიციო მრგვალი მაგიდის დროს.


„ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს აქტაუს პორტს, კასპიის ზღვის ერთ-ერთ უდიდეს კერას, ასტანასა და ალმათის საერთაშორისო აეროპორტებს, მრავალ დინამიკურად განვითარებად სარკინიგზო და საგზაო ქსელებს, ასევე, მაღალი ხარისხის ლოგისტიკური კვანძებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების.


გვჯერა, რომ კატარის კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, მიიღონ მნიშვნელოვანი სარგებელი ამ სფეროში ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოკვლევით. დღეს ჩვენ ვაფორმებთ სხვადასხვა კომერციულ დოკუმენტს, რომელთა საერთო ღირებულებაა 18 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ასახავს ჩვენს ვალდებულებას საიმისოდ, რომ განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა,“ - განაცხადა თოყაევმა.


როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანთან შეხვედრისას თოყაევმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი ენიჭება ყურის ძირითად ბაზრებზე წვდომის გაფართოებასა და ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესწავლას. ამასთან, თოყაევმა მოუწოდა კატარის კომპანიებს, ითანამშრომლონ ყაზახეთში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში.