შუა დერეფნის განვითარებას ყაზახეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გერმანია ხელსაყრელი პარტნიორია - მინისტრი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM, შუა დერეფნის) განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის.

ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრმა კანატ შარლაპაევმა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-გერმანიის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიასთან სტრატეგიული სინერგია, კონტინენტთაშორისი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, ენერგომომარაგების გზების გზაჯვარედინზე მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, აძლიერებს ყაზახეთს, როგორც რეგიონულ საინვესტიციო კერას და ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს გლობალურ ენერგეტიკულ არენაზე.


„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის, როგორც ევროპისთვის ენერგორესურსებისა და სტრატეგიული საქონლის საიმედო მიმწოდებლისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერება ასევე არის გერმანიასთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებში.


„ჩვენი რესპუბლიკისთვის გერმანია, როგორც ინდუსტრიული ძალა თავისი ძირითადი კომპეტენციებით, ყველაზე შესაფერისი პარტნიორია. ყაზახეთის მთავრობა დგას ამოცანის წინაშე, გააუმჯობესოს პირობები დიდი კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის, უზრუნველყოს ბიზნესისთვის ინსტიტუციური გარემო და საკანონმდებლო რეგულირების ჰარმონიზაცია," - განაცხადა შარლაპაევმა.