უკრაინაში მოკავშირეთა ჯარების გაგზავნის იდეა განხილვას იმსახურებს - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგის შეფასებით, უკრაინაში მოკავშირეების სახმელეთო ჯარების განლაგების იდეა განხილვის ღირსია.

„ევროპის ბედი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება. ასეთ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან საჭიროა პოლიტიკური ლიდერობა, ამბიცია და არატრადიციულად აზროვნება. პარიზში გუშინდელ შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა იმსახურებს ყურადღებას,“ – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში.


სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში.


შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.

ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.