კანადამ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ახალი სანქციების ქვეშ მოექცა ექვსი თანამდებობის პირი, პროკურატურიდან, ასევე სასამართლოდან. სანქციები დაუწესდა იმ ციხის წარმომადგენლებს, სადაც ნავლნი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.
ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.