იტალია რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული და პრობლემა არ აქვს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ თხევად ბუნებრივ აირზე სანქციების დაწესებასთან, რომელსაც ევროკომისია განიხილავს. ამის შესახებ იტალიის ენერგეტიკის მინისტრი ჯილბერტო პიჩეტო-ფრატინი აცხადებს.
„იტალია ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია, მთლიანად რუსული გაზის გარეშეც კი დარჩეს,“ - განუცხადა პიჩეტო ფრატინმა POLITICO-ს.
იტალია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს რუსეთიდან იმპორტირებული გაზი, მთლიანი გაზის იმპორტის 5%-ზე ნაკლებს შეადგენდა, რაც 2020 წელს 43% იყო.
„გვაქვს სხვადასხვა წყარო და რეგაზიფიკაციის ტერმინალები, ამიტომ, საკმარისი მომარაგება გვაქვს, რომ მშვიდად ვიყოთ,“ - აღნიშნა პიჩეტო-ფრატინმა.
ასევე წაიკითხეთ
-
იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა
-
იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის
-
იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა
-
ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა