ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. შესაბამისი განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited წარადგინა. 2023 წლის სექტემბერში ეკონონიმიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გამოაცხადა, რომ პორტის 49%-იანი წილის ფლობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა, მათგან ორი კონსორციუმი კი, ფინალურ ეტაპზე გადავიდა: ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი; შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმი.
„საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არაერთ ადამიანს დაასაქმებს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, შეიქმნა სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოდ იმ ერთობლივი საწარმოს თანამონაწილე იქნება, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს.
„კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სამშენებლო სამუშაოების მიმართულებითაც. ზუსტად ამიტომ ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოდ იქნება თანამონაწილე იმ ერთობლივი საწარმოსი, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს. ამ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და ის საჭირო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც საჭიროა პორტის განვითარებისთვის. გასულ წელს, სამშენებლო სამუშაოების ტენდერის ტექნიკური პირობების მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. განაცხადების მიღება დაახლოებით, ერთი თვის წინ დავასრულეთ. სამი განაცხადია მიღებული. ახლა ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები (ეს არის ბელგიური კომპანია) სწავლობენ სამშენებლო ტენდერის განაცხადებს. ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია და აქაც რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც მყისიერად შეუდგება სამშენებლო სამუშაოს.
რაც შეეხება სახელმწიფოს დაფინანსებებს - ჩვენ ამ ეტაპზე ბიუჯეტში გვაქვს ასიგნებები ამ პროექტის ჩვენი ნაწილის დასაფინანსებლად. ჩვენ მივყვებით გეგმას. იცით რომ რამდენიმე წელი დასჭირდება ამ სამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ წელს დავიწყებთ უკვე მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებას, მაგრამ ყველაზე აქტიურად გაგრძელდება 2025 და 2026 წლებში. შესაბამისად, ამ თანხებს სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღებს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას; საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას; პორტის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას.
- „ანაკლიის ნავსადგური მიმზიდველი იქნება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც – მათ ექნებათ შესაძლებლობა,დასაქმდნენ ანაკლიის პორტში როგორც მშენებლობის, ასევე, ოპერირების სტადიაზე. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გატანილ იქნას ექსპორტზე ანაკლიის პორტის მეშვეობით. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი (7,800,000 ტონა), ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედთავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს.“
- რომელ კომპანიებს გაეგზავნათ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაცია
- ჯეიმს ო'ბრაიენი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ანაკლიის პორტს კანონის შესაბამისად მოქმედი ფირმა გააკონტროლებს
ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ გასული წლის 31 ივლისს განაცხადეს.
შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.
ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ამავე თემაზე გაეცანით:
-
ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
-
ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
-
ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
-
პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
-
ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება
-
კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი