NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა დაასრულეს ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონის სამიტის მოსამზადებლად გაიმართა. მინისტრებმა განიხილეს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების, ასევე, უკრაინის მხარდაჭერის საკითხები.
უკრაინასთან დაკავშირებით: მინისტრები შეთანხმდნენ გეგმაზე, თუ როგორ უხელმძღვანელებს NATO უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნების კოორდინაციას. „ეს საშუალებას მისცემს ალიანსის ლიდერებს, განახორციელონ დასახული ძალისხმევა ვაშინგტონის სამიტზე ივლისში, და დასახონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი შემდგომი წლების განმავლობაში,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ვისბადენში, გერმანიაში, NATO კოორდინაციას გაუწევს წვრთნებისა და აღჭურვილობის შემოწირულობებს, მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნების თითქმის 700 პერსონალია ჩართული ამ ძალისხმევაში. NATO ასევე ხელს შეუწყობს აღჭურვილობის ლოგისტიკას და მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიან განვითარებას.
„ეს მცდელობები არ აქცევს NATO-ს კონფლიქტის მხარედ, მაგრამ ისინი გააძლიერებენ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისადმი, რათა დაიცვან მისი თავდაცვის უფლება,“ - განმარტა გენერალურმა მდივანმა.
როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრები ემზადებიან ვაშინგტონის სამიტისთვის, თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებით. მოკავშირეები უკრაინას ყოველწლიურად, 40 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას უწევენ.
„ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, გავაძლიერებთ თავდაცვას და ჩვენს მოწინააღმდეგეებს შეკავების ძლიერ გზავნილს გავუგზავნით,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
-
თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
-
„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან