როგორია პარტიების საარჩევნო სიების ათეულები

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიები წარმოადგინეს. მმართველი პარტიის სია 170-კაციანია. „ქართული ოცნების“ ოცელი 10 სექტემბერს გახდა ცნობილი. 

უმრავლესობის დღევანდელი დეპუტატებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის.


დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სიას სათავეში თინა ბოკუჩავა უდგას. ათეულში არიან: გიორგი ვაშაძე; სოფო ჯაფარიძე; კობა ნაყოფია; გია ჯაფარიძე; პეტრე ცისკარიშვილი; გიგი წერეთელი; ირაკლი ხვადაგიანი; თამარ კორძაია; ირაკლი ფავლენიშვილი.


„ძლიერი საქართველოს“, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს აერთიანებს, სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა - დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სიაში არ იქნებიან. ათეული ასეთია: მამუკა ხაზარაძე; ანა დოლიძე; ბადრი ჯაფარიძე; ანა ნაცვლიშვილი; ლევან ცუცქირიძე; ირაკლი კუპრაძე; ქეთევან თურაზაშვილი; საბა ბუაძე; სალომე სამადაშვილი; დავით რაქვიაშვილი.


„კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც ასევე რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს აერთიანებს, საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა - მეორე და მესამე ნომრებს ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე ინაწილებენ. შემდეგ მოდიან: გიგა ლემონჯავა; თენგიზ თევზაძე; ცოტნე კობერიძე; გიორგი კირთაძე; ივანე ჭყონია; ხათუნა სამნიძე; ოქტაი ქაზუმოვი.


პარტიის „საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა. სიაში შემდეგ არიან: ნათია მეზვრიშვილი; დიმიტრი ცქიტიშვილი; კახაბერ ქემოკლიძე; ზვიად ძიძიგური; ზაზა თავაძე; ანა ბუჩუკური; ბერდია სიჭინავა; როინ ქოჩორაშვილი; ბექა ლილუაშვილი.


„ლეიბორისტული პარტიის“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ნომრად შალვა ნათელაშვილია დასახელებული.

სიის დანარჩენი შემადგენლობა ასეთია: გიორგი გუგავა; ლაშა ჩხარტიშვილი; მიხეილ ქუმსიშვილი; ტარიელ კალანდარიშვილი; ნიკოლოზ ვარდოშვილი; ბექა ნათელაშვილი; თემურ წიკლაური;
ირაკლი კიკვაძე; დავით მამალაძე.


„პატრიოტთა ალიანსის“ სიის სათავეში ირმა ინაშვილია. ათეულშია პრორუსული, ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული ალტ-ინფოს ლიდერი ზურაბ მახარაძე, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. სიაში არიან: გიორგი ლომია; გოჩა თევდორაძე; გრიგოლ ხურციძე; გიორგი ქარდავა; ირაკლი მორგოშია; ირაკლი მარტინენკო; ლევან ჩაჩუა; გიორგი კორკოტაშვილი.


საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში სია 19-მა პარტიამ წარადგინა. დანარჩენი კი, რეგისტრაციის პროცესშია.

ცესკო ჯერჯერობით არ აზუსტებს პარტიების ჩამონათვალს. როგორც კომისიაში განმარტეს, სიები დამუშავებას საჭიროებს. არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა, იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი პარტიული სია გატარდა რეგისტრაციაში.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.