რა მიზნით ჩავიდნენ ბაქოში NATO-ს წარმომადგენლები

აზერბაიჯანს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის ბურჩუ სანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანია, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღოს NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამაში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ აკადემიურ კონფერენციაში.


დელეგაციას საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ელჩინ აბდულაევი შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამით (ITPP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება, რომელიც მიჩნეულია NATO-სთან თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ საფუძვლად. ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობაზე საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში.


ამასთან, დისკუსია გაიმართა აზერბაიჯანის არმიის მიერ NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) გაერთიანებულ ძალებში გამოცხადებული სხვადასხვა ტიპის ჯარების წვრთნისა და ალიანსის სხვადასხვა შტაბსა და სტრუქტურებში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეების წვლილის შესახებ.


პარტნიორობის პერსონალის პოსტის კონცეფცია. შეხვედრაზე, რომელსაც NATO-ში აზერბაიჯანის მისიის ხელმძღვანელი ჯაფარ ჰუსეინზადა ესწრებოდა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი NATO-ს საიმედო პარტნიორია და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე აზრები დეტალურად გაცვალეს.


NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.  სამეკავშირეო ოფისი განთავსებულია თბილისში და მას ალექსანდრე ვინიკოვი ხელმძღვანელობს. სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და ასევე NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ერევანსა და ბაქოს ოფიციალური ვიზიტებით ჩვეულებრივ სტუმრობენ, მათ შორის, ასეთ ტურნეს ფარგლებში ყოფილა საქართველოში ხავიერ კოლომინა. 

სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის საკითხზებზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს Europetime-თან ინტერვიუშიც უსაუბრია.