ტრამპი: აშშ-მ ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძლიერი დარტყმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა“ განახორციელა.


მან ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტული ნაგავი უწოდა და დაჯგუფება „უდანაშაულო ქრისტიანების მიზანში ამოღებასა და სასტიკ მკვლელობაში“ დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა „მრავალი იდეალური დარტყმა განახორციელეს“.


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ნიგერიის მთავრობის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლიერია.

აშშ-ის აფრიკის სარდლობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დარტყმები სოკოტოს შტატში ნიგერიასთან კოორდინაციით განხორციელდა. 

ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსუფ მაიტამა ტუგარმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს ერთობლივი ოპერაცია იყო.