აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, რომ პეკინთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება სახიფათოა.
„მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და, ვფიქრობ, ჩინეთთან ბიზნესში ჩართვა კიდევ უფრო სახიფათოა კანადისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან „ძალიან თბილი, ძალიან კარგი შეხვედრები“ ჰქონდა.
„ჩვენ თბილად ვითანამშრომლეთ და რეალურად მივაღწიეთ გარკვეულ პროგრესს, რადგან დიდ ბრიტანეთს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეკინში, გაერთიანებული სამეფო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმის შეხვედრაზე.
ის უვიზო მიმოსვლისა და ვისკის ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებებს მიესალმა.
„ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი წვდომა, სიმბოლური იმისა, თუ რას ვაკეთებთ ამ ურთიერთობით. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ვაშენებთ ურთიერთნდობას და პატივისცემას, რაც ასე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე, რომელსაც ბრიტანელი და ჩინელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.