ტრამპის თქმით, ხუთი ქვეყანა მზადაა, ღაზის სექტორში ჯარები გაგზავნოს

ღაზის სექტორში მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას ხუთ ქვეყანა - მაროკო, ალბანეთი, კოსოვო, ინდონეზია და ყაზახეთი მიიღებს. ამ შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონში გამართული „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობდა.


ტრამპის განაცხადებით, ღაზაში ჯარების გაგზავნას სწორედ ეს ხუთი ქვეყანა დათანხმდა.

„ეგვიპტე და იორდანია ასევე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უზრუნველყოფენ წვრთნებითა და მხარდაჭერით ძალიან საიმედო პალესტინის პოლიციის ძალებისთვის,“ - აღნიშნა ტრამპმა.


სხდომაში მონაწილე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დაადასტურა მზადყოფნა, „მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს“ სამხედრო დანაყოფების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მშვიდობისმყოფელი დამკვირვებლების ღაზაში გაგზავნით.


თოყაევის თქმით, ასტანა ასევე გამოყოფს დაფინანსებას, საკვებსა და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის და მონაწილეობას მიიღებს დანგრეული შენობების აღდგენაში.

საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს ევალებათ ღაზის სექტორში წესრიგის დაცვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ზედამხედველობა და მტკიცე მშვიდობის დამყარებისთვის ხელშეწყობა.

ISF-ის განთავსება დაიწყება რაფაში განლაგებით, სადაც პოლიციას მოამზადებენ და სექტორების მიხედვით გაფართოვდებიან.

გრძელვადიანი გეგმა 20,000 ISF-ის ჯარისკაცის გამოყენებას და 12,000 პოლიციელის მომზადებას გულისხმობს. 


ტრამპის თქმით, „მშვიდობის საბჭოს” გაეროს “შეფასების” ფუნქცია ექნება და უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას. ტრამპმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის საბჭო“ დააბრუნებს გაეროს.


19 თებერვალს ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა ტრამპის მიერ დაარსებული “მშვიდობის საბჭოს” პირველი შეხვედრა, რომელსაც 47 ქვეყნის ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეებს შორის არ იყვნენ გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი ოთხი მუდმივი წევრის - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და რუსეთის - წარმომადგენლები.


ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მშვიდობის საბჭოში“ ათ მილიარდ დოლარს შეიტანს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ქუვეითი ღაზის სექტორისთვის შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს შეიტანენ.