„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ევროკავშირის წარმომადგენლობაში, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული ხანგრძლივი, უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისს ტოვებს და იმედ იტოვებს, რომ პარტიები დაფიქრდებიან. დანიელსონმა აღნიშნა, რომ „კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.
ოპოზიციის შემდეგ მედიასთან კომენტარი „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„იყო საინტერესო პროცესი, იყო ბევრი წინსვლა, თუმცა სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი, შეთანხმების არმიღწევა.
„დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთი, რომელიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია. გამოჩნდა, რომ ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლა თვითმიზანი იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება: იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან და კომპრომისის სურვილი ექნებათ.
ამავე თემაზე: გიგა ბოკერია: ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო
ალეკო ელისაშვილი: შეთანხმება ჩაიშალა
გიორგი ვაშაძე: ქართულ საზოგადოებას მაღალი კულტურა და ღია ევროპული სტანდარტი ვერ ვაჩვენეთ, ამაში „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე
ხათუნა სამნიძე: ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდნენ საერთაშორისო პარტნიორები