ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Ryanair-ისთვის მიმართულების შეცვლას რეჟიმის მხრიდან უპრეცედენტო საფრთხედ აფასებს და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
„უპრეცედენტო საფრთხე რეჟიმის მხრიდან, რომელმაც Ryanair-ის თვითმფრინავი გაიტაცა მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას. დღეს ჩვენ ევროკავშირის მოკავშირეებთან ერთად კიდევ ცალსახა ზომებზე ვიმსჯელებთ“, - წერს ლანდსბერგისი.
ლიეტუვის პრეზიდენტი ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი, 24-25 მაისს, ბრიუსელში იმართება.
ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების განცხადებით, Ryanair-ის თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა.
მედია: AirBaltic-ი თბილისში დაგეგმილ რეისს ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შეასრულებს