NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ 14 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, პრაქტიკულ მხარდაჭერასაც დააფიქსირებენ.
სტოლტენბერგმა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, ალიანსმა ამ ორ პარტნიორთან განაგრძოს მუშაობა, რაც ყველა მხარისთვის კარგია.
,,ვიმედოვნებ, რომ როდესაც NATO-ს ლიდერები, სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები 14 ივნისს ბრიუსელში შეხვდებიან, კიდევ ერთხელ გაიმეორებენ თავიან მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც NATO-ს ძალიან ახლობელ და ძალიან ღირებულ პარტნიორებს.
ასევე ვიმედოვნებ, რომ ისინი მკაფიოდ დააფიქსირებენ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერასაც.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ამ ორ მნიშვნელოვან პარტნიორთან ერთად მუშაობა, იმიტომ, რომ ეს კარგია ყველა ჩვენგანისთვის, NATO-სთვის და როდესაც რუსეთი ცდილობს, დაარღვიოს მათი ტერიტორიული მთლიანობა, დააშინოს ისინი, ალიანსი აჩვენებს, რომ NATO-ს მოკავშირეები ამ ორი ქვეყნის პარტნიორები არიან და მზად ვართ, ორივე მათგანს ძლიერი მხარდაჭერა გავუწიოთ.
ასე რომ, მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ეტაპობრივად შევძელით ჩვენი პარტნიორობის გაღრმავება და განმტკიცება საქართველოსა და უკრაინასთან. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასევე იქნება მკაფიო მესიჯი სამიტისგან, რომელიც ორი კვირაში გაიმართება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.