ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

პრეზიდენტი: მაოცებს, რომ მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი

„გამოსავლის გზა გადის იმაზე, რომ ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა - იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. „ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებული ევროპის მიერ მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ რეალური ომის პარტია ერთია, მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ, რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღშიც, ჩვენ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება. ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა ჩვენი მეგობარი. ხომ ვიცით, ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და არააღიარების პოლიტიკას. ხომ ვიცით, ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი, ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები? ხომ ვიცით, ვინ გვჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში? ხომ ვიცით, ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ? ხომ ვიცით, ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე სტანდარტების მქონდე, ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა? ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გვიკეთა მეგობარმა. ამიტომაა ასახული ჩვენს კონსტიტუციაში საგარეო კურსი, ჩვენი მომავალია უალტერნატივო მომავალი’,’ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „გამოსავლის გზა გადის იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ქვეყნის „განსაბჭოებას“, უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც შავბნელ წარსულს ახასიათებდა - ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს.“ როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა ევროპის გზაა, რომელიც არცერთ ფარულ გარიგებასა და არცერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. „საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა - წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი - დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში.“ პრეზიდენტის შეფასებით, „არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! - ასეთ არჩევანს სახალხო რეფერენდუმი ჰქვია.“ „ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს, ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ.“ სალომე ზურაბიშვილიs  თქმით, „საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში.“  

პრემიერმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა. პრემიერის თქმით, „დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.“ „საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო. გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს. სწორედ, ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა," - განაცხადა პრემიერმა.  

რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტია“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ეს ეს განცხადება ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გააკეთა. რას ნიშნავს ეს ქარტია, პრეზიდენტის შეთავაზებას სრულად გთავაზობთ. „სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით რას ნიშნავს - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე! ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის - ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება - ეს უკვე მე არ მეხება. სხვანაირი არჩევნები - დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავისი სახე, პროგრამა, მეობა. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ,,ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს! სხვანაირი პარლამენტი - ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის, ის, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს. სხვანაირი მთავრობა - ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს   დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავლია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების ეს გზა. ამავე დროს, ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეეთეებამდე, რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს. ახლა უნდა გთხოვოთ ცოტა მოთმინება, რათა წაგიკითხოთ ქარტიის ტექსტი, რომ ყველამ იცოდეს, რა პირობები და ვალდებულებები არის აქ ნაკისრი: ქართული ქარტია ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ეს ნაბიჯებია: ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ“ კანონი, ანუ რუსულ კანონი, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, ე.წ. მოსმენების და ოფშორების  კანონები და სხვა. ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამინისტია. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა   სასამართლოს გათავისუფლება გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის  შემოწმების გზით; ეს შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა  მისი რეპუტაცია; შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს; შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას; სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები; მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.   იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  ძირეული რეფორმა შეეხება:   ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - კერძოდ: დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია; ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება; იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს აეკრძალებათ: სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება; ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.   რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება: პროკურატურას გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით საპროკურორო საბჭო გაძლიერდება სუსი/შსს ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.   ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით რაც დღეს არ გააჩნია სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.  ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.  მარეგულირებელ ორგანოებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო  პირობები: დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და   ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. --------------- ამ გეგმას ვთავაზობ პოლიტიკურ პარტიებს (ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვთ პრეტენზია და ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული, პროდასავლური პარტიები), 1 ივნისამდე გადაწყვიტონ იღებენ თუ არა ამ ძალიან რთულ  პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ამ ნაბიჯების გადადგმასა და შესრულებაზე. შემდეგ უკვე ძალიან მოდის საარჩევნო კამპანიის დრო, სადაც თქვენ წინაშე წარდგებიან ამ ქოლგის ქვეშ, რომელიც გააერთიანებს პროევროპელ პარტიებს (ცალ-ცალაკე თუ ერთად, თუ როგორც მათი ნება იქნება). მე კი ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა.  ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მაგრამ მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება მზად არის იმისთის, რომ  გადავდგათ ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში.“

პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები იქ მმართველი გუნდის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესის პარალელურად შეიკრიბნენ. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. შედარებით მასშტაბური აქცია პარლამენტთან 17:00 საათზეა დაგეგმილი. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა.“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. კანონი პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეცეს, რომელსაც ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. რეესტრის ამოქმედების შემდეგ კი, მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი მმართველი გუნდის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ამ ქვეყნის მომავალს ვერაფერს შეუცვლის.“ მან აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას პასუხი არჩევნებზე უნდა გაეცეს. „ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი, ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია, უნდა იმას მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა? 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არაა, იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო და მეორე, მთავარი საქმე, თქვენ, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები, ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რადგან თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს. და მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ ზოგმა ვერ გაიგო, ვინაა მეგობარი და ვინაა საუკუნოვანი მტერი, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან, შეიძლება, ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, რადგან ქვეყანამ გამოაჩინა, რა არის, სად არის. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენ გევრდში. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე,” განაცხადა პრეზიდენტმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმი შეიძლება, მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ. „რეფერენდუმის შესახებ კანონის“ თანახმად, რეფერენდუმის დანიშვნისას პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თანხმობაც ესაჭიროება. „რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით,“ - წერია ორგანულ კანონში. რეფერენდუმი შეიძლება ასევე მოეწყოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის მიზნით. 2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება: ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად; ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო; გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ; დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

აშშ პარლამენტის მიერ „ანტიდემოკრატიულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას გმობს: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას

შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის მიერ „ანტიდემოკრატიულ კანონზე“ვეტოს გაუქმებას გმობს. შესაბამისი განცხადება უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა. „საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას ანტიდემოკრატიულ უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც კანონპროექტი კანონად აქცია. შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც კვირების განმავლობაში ქუჩაში გამოდიან აღნიშნული კანონის წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების შეფასება, რომლებმაც ნათლად გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი მოახდენს სტიგმატიზირებას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას, ასევე, რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას. გასულ კვირას მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, შესაძლოა, არ მიეცეთ აშშ-ის ვიზების აღების უფლება, ახლად გამოცხადებული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას.  შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას განაცხადა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს წინსვლისთვის დასავლური მიმართულებით, რომელიც მის ხალხს სურს,“ განაცხადა მეთიუ მილერმა, რომელაც ტრადიციული პრესკონფერენცია, კითხვების დასმამდე, საქართველოზე განცხადებით დაიწყო. მეთიუ მილერს ასევე ჰკითხეს, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობის "ქცევა შეიცვალოს" და შეზღუდვები, რომლებიც ცხადდება, იყოს არა "სადამსჯელო", არამედ, სასურველი ცვლილებისკენ ბიძგი. მილერმა განმარტა, რომ სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ - ხუთშაბათს გამოქვეყნდა - თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა, ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. „თუმცა ნათლად განვაცხადეთ, რომ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ხუთშაბათს გამოვაცხადეთ,  არ არის ერთადერთი, რაც საქართველოს ქმედებების შედეგად შეიძლება, შეიცვალოს. როგორც მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] ხუთშაბათს გამოაცხადა, ჩვენ ვაწარმოებთ შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით. როგორიცაა, სამხედრო დახმარება, ეკონომიკური განვითარების პროექტები, ინსტიტუციების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოება. და ეს ყველაფერი უნდა გადავაფასოთ, თუკი საქართველოს მთავრობა ახლა შეერთებულ შტატებს და სხვა დასავლელ პარტნიორებს მიიჩნევს არა პარტნიორებად, არამედ - მოწინააღმდეგეებად," - განაცხადა მილერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. “საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლება. პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა  

აშშ-ში აკრიტიკებენ საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას

ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აკრიტიკებენ. ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯით დაშორდა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას „მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით,“ - აცხადებს სენატორი. "ჩემი [წარდგენილი] "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს," - წერს თავის მხრივ, სენატორი შაჰინი პლატფორმა X-ზე. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ცხადებს, რომ „სამწუხარო დღეა საქართველოსთვის.“ „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ უფლებას არ მისცემს ივანიშვილს, დაანგრიოს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ,“ - წერს სენატორი ბენ კარდინი. გარდა ამისა, USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის. "ჩვენ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ,“ - წერს სამანტა პაუერი X-ზე. პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა ე.წ. "ჰელსინკის კომისიაც". კომისია პლატფორმა "X"-ზე თავმჯდომარე ჯო უილსონისა და კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აქვეყნებს: "საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება, მიუხედავად ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო ნებისა, არის გამიზნული საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და [ქართველი] ხალხის ევროატლანტიკური მომავლისთვის. სინამდვილეში, ეს მიუთითებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო [გზით] იძულება გამოიღებს შედეგებს. ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია, საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს, დაიპყროს თავისი მეზობლები - განსაკუთრებით კი, მასზე ძველი ცივილიზაციები, უკრაინასა და საქართველოში, ვისი ისტორია და კულტურაც წინ უსწრებს მოსკოვს", - წერენ კონგრესმენები უილსონი და კოენი და ხაზს უსვამენ, რომ გმობენ არა მხოლოდ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას, არამედ, "რეპრესიების იმ უფრო ფართო კამპანიასაც, რაც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა." „კონგრესში ველით "მეგობარი აქტის" დაწინაურებას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი მეგობრების, ქართველი ხალხის გვერდით, რათა დაიცვას ის სამუშაო, რაც ქართველთა თაობებმა, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, გასწიეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმ მექანიზმებით, რაც ამ კანონში [მეგობარი აქტში] და სხვაგანაც არის გაწერილი," - ვკითხულობთ "ჰელსინკის კომისიის" განცხადებაში. „კომისია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ ამერიკის მთავრობაში მოქმედი დამოუკიდებელი კომისიაა, რომელიც 57 ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით არსებულ ვითარებაზე მუშაობს. მისმა თავმჯდომარემ და წევრებმა გასულ კვირას "მეგობარი აქტი" დაარეგისტრირეს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრეს საქმიანობაში მხილებულებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს, ქვეყნის მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში კი, თბილისს გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდრება.  

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია

„რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ ჰქონდა, დასწრებოდა ღონისძიებას.   „ამას მე არ ვწყვეტ, ეს არის შსს-ს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც ცდილობდა ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას. ამას გარდა, გახსოვთ, მისი განცხადებები გასული კვირების განმავლობაში პოლიციასთან მიმართებით. ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები. აქედან გამომდინარე, დღეს არაფერი ესაქმებოდა ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე,“ - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ „პოლიციის დღის“ ღონისძიებას ესწრებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.

ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შექმნილ „ქართულ ქარტიას“, რომელზეც ხელმოწერისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მივიდნენ. „ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერენ ხელს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პარტიებისთვის მიღებას მართავს. დოკუმენტს შეუერთდნენ: „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია); „მწვანეთა მოძრაობა“ (გია გაჩეჩილაძე); „დროა“ (ელენე ხოშტარია); „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე); „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა); „კანონი და სამართალი“ (თაკო ჩარკვიანი); „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე); „ახალი“ (ნიკა მელია); „მოქალაქეები“ (ქეთი თურაზაშვილი); „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ (ირაკლი ჯამბურია); „ხალხისთვის“ (კახაბერ დვალიშვილი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ (პაატა მანჯგალაძე); „ევროპული საქართველო“ (გიგა ბოკერია); „რესპუბლიკური პარტია“ (დავით ბერძენიშვილი); „ნაციონალური მოძრაობა“ (თინა ბოკუჩავა); „სახელმწიფო ხალხისთვის“ (ნიკა მაჭუტაძე); "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" (ბაჩუკი ქარდავა); დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი როსტომ ჩხეიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია; დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. „ქართულ ქარტიას“ არ უერთდებიან "საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“.  

პრეზიდენტი: ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, დანის ჩარტყმაა ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან

„ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგებლების მიღებაზე განაცხადა, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში მთელი ფოკუსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე იყო, რის გამოც ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა. „ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის „რუსულ კანონზე“ და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო. მაგალითად, „ოფშორების კანონს“, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის. ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით. მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

"თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს

საქართველოს პრეზიდენტი  ვიდეომიმართვას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს, რომ ისინი "გაურკვევლობაში არიან", როცა "ერთი რამ უნდა თქვან და მეორე რამ სწამთ." საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არ მომეცა საშუალება, რომ არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე მომემართა თქვენთვის და სხვათა შორის, როცა მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით. დღეს ჩავთვალე, რომ საჭირო იყო მომემართა თქვენთვის, რამეთუ თქვენ, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ყველა ელჩი გუშინ და დღეს შეკრებილნი ხართ ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, შუაგულ ევროპაში. იმ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ჩვენი მხარდამჭერია და მთელ ამ გზაზე მოგვყვებოდა და მხარს გვიჭერდა. ქვეყანა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ასოცირების გადაწყვეტილებისას, ასევე, ვიზალიბერალიზაციისა, დაბოლოს, ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. მე ვიმყოფებოდი შვეიცარიაში შაბათ-კვირას, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ თუ რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, ,,მაინც“- რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე. სწორედ, დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა (ერთგვარად თეთრი შურით მშურს მისი) ხელი მოაწერა განკარგულებას, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით ახლა. და ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა. ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული. მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს და მის მომავალს, და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა,“ ამბობს პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში  20 ივნისს განუცხადა, რომ მან შეხვედრა გამართა საქართველოს ელჩებთან. „შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე. და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემაზე,“ - განაცხადა კობახიძემ. მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის  

„აირჩიე ევროპა“ - ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას პრეზიდენტი დაესწრო

თბილისში, „კოკა-კოლა“ ივენთ ჰოლში, ახალი სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე (უსაფრთხოების ექსპერტი), ლელა ჯეჯელავა (თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი), გიორგი რუხაძე (ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში), ლაშა ძებისაშვილი ("საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი) და ივა ჭყონია (ბიზნესმენი). სამოქალაქო მოძრაობამ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო მანიფესტი, რომელშიც წერია, რომ მათი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის ხელშეწყობა. „2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ყველაზე ფასეული შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის მხარდაჭერა, არჩევნებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა და ნებისმიერი ხელისშემშლელი გარემოების მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა და ევროპული არჩევანის გაკეთება,“ - ვკითხულობთ მანიფესტში. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თორემ მასში მონაწილეობას არ მიიღებდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ერთ მხარეს დგას საქართველოს საზოგადოება და მეორე მხარეს - ხელისუფლება. “მივესალმები ამ მოძრაობის დამფუძნებლებსა და ინიციატივის ორგანიზატორებს, ეს აუცილებელი იყო. „ავირჩიოთ ევროპა“ ასე ეწოდება ახალ მოძრაობას - მგონი, უკვე დიდი ხანია ავირჩიეთ ევროპა. საქართველო ყველა თავისი ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია და ამიტომაც ესოდენ გვიადვილდება ევროპისკენ სვლა. სვლა ვახსენე, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. ეს გზა ამ ხელისუფლებამ გაგვიყინა, გადაუხვია კონსტიტუციას და ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი იმ კამპანიის ნაწილი, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში და მერე, არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ყველა ეს კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმართული ყოფილიყო ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. ამ გზას გადაუხვიეს და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება NATO-ს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის დახმარების შეწყვეტაზე, ძალიან სერიოზული საფრთხეა ამ ქვეყნისთვის. ცოტა დროა დარჩენილი - 100 დღე. 100 დღე ცოტაცაა და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში საქართველოს საზოგადოება ერთ მხარესაა და ხელისუფლება მეორე მხარეს, რომელმაც ჩვენი მომავლის უზურპაცია მოახდინა. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭიროა, გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ მოაწერა ხელი, ან თუ არ მოაწერა, ამბობს, რომ ეთანხმება. არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დრო იქნება იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც ქარტიაში წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პარტნიორებს და დავაჯეროთ მათ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანაა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს!“ განაცხადა პრეზიდენტმა. ღონისძიების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, ქორეოგრაფი ნინო სუხიშვილი, მომღერალი ნინო ქათამაძე და მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი.  

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს. მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია. საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადაში განიხილავს სარჩელს პლენუმი. შეგახსენებთ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. ზურაბიშვილი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს  

პრეზიდენტი და პრემიერი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს. „გულითადად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას! თქვენი მტკიცე ლიდერობა ევროკავშირს აძლიერებს. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას,“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე. თავის მხრივ, მილოცვისას, პრემიერი კობახიძე საუბრობს „თანამშრომლობის გაგრძელებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე.“ "ურსულა ფონ დერ ლაიენს ვულოცავ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებას," - წერს ირაკლი კობახიძე X-ზე. დღეს 401 ხმით ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.  

ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რა საკითხებზე ესაუბრა პრეზიდენტი მედიას

„ბევრი მცდელობა შეიძლებოდა“ - პრეზიდენტი პატიმართა გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის იდეას იმეორებს: „არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება“ „თქვენც და მეც არ ვიცით, რაზე ვაწერთ ხელს“ - პრეზიდენტი ანაკლიაში ჩინური კომპანიის შემოყვანაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება, 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გამართა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური პროცესების შესახებ 50 სხვადასხვა მედიასაშუალების შეკითხვებს უპასუხა. საქართვერლოს პრეზიდენტი 2 საათის განმავლობაში ტელევიზიების, რადიოების, ჟურნალ – გაზეთების, ინტერნეტ გამოცემების, უცხოური ბიუროების წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობდა, რომელიც ,,ქართულ ქარტიას“, საქართველოს ევროპულ კურსს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებებს, ასევე აშშ-ის დახმარების შეჩერებას შეეხებოდა. ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. „ქართული ქარტია“ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე „ქართული ქარტიის“ ბევრი დეტალი განმარტა. დოკუმენტს, რომელიც რეფორმების საგზაო რუკას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ტექნიკური მთავრობა შეიქმნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დადაწყებად და 2025 წელს ახალი არჩევნები გაიმათება, ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი. ზურაბიშვილმა უარი თქვა სპეკულაციაზე, თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი ან ვინ იყრის კენჭს ქარტიის წარმატების შემთხვევაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიებმა ახლა რეფორმების განხორციელებაზე უფრო უნდა გაამახვილონ ყურადღება, ვიდრე ხელმძღვანელი პოზიციების დაკავებაზე. მისი თქმით, ყველამ უარი უნდა თქვას პირად პოლიტიკურ ამბიციებზე. კითხვაზე, თუ ვინ უზრუნველყოფს მხარეების მიერ ქარტიაში ასახული დაპირებების შესრულებას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას ის თავად გააკეთებს, თუმცა უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხი ითამაშებს გადამწყვეტ როლს, რათა მხარეებს პასუხისმგებლობა დააკისროს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პრინციპებიდან ნებისმიერი გადახრა, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნდობისა და მხარდაჭერის დაკარგვას გამოიწვევს 2025 წლის არჩევნებზე. ქარტიაში ასახული რეფორმების განხილვისას, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე, სადაც, მისი თქმით, „კლანური მმართველობაა“. მან მკაცრად დაგმო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე და განაცხადა, რომ კლანის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ხელისუფლებაც კი, მისი მძევალია. მოახლოებული არჩევნები პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში მოიცავს „ქართული ქარტიის“ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოების ნდობის გაღვივებას ქარტიისა და მასში ჩართული პარტიების მიმართ, და „ევროპული ფრონტის“ მხარდაჭერას. პრეზიდენტის თქმით, იგი არ არის პარტიული კამპანიის წევრი, არამედ იგი ევროპული კამპანიის ლიდერია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომავალ არჩევნებზე თითოეული ხმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიესალმა რა ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ გაერთიანებას, მან განაცხადა, რომ მცირე პარტიები, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ, დამოუკიდებლად მონაწილეობით არ უნდა დაეხმარონ „ანტიევროპულ“ ქართულ ოცნებას, რომ მათი „დაკარგული ხმებით“ ისარგებლოს. პრეეზიდენტი ასევე შეეხო ემიგრანტების ხმების საკითხსაც და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეთა სხვადასხვა ინიციატივები ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას დაეხმარება. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან არ განუმარტა საზოგადოებას ბოლოდროინდელი ნაბიჯები, როგორიცაა ხელისუფლების ევროპული კურსიდან გადახვევა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება, ქვეყნის „იზოლაცია“ და „დასუსტება“, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე ხალხის სიხარულის „გათელვა“. პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, “რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი [ირაკლი ღარიბაშვილი], რომელიც კორუმპირებული იყო… მაგრამ მერე აბრუნებს, ახალ პოზიციაზე სვამს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] როგორც პრემიერს.” ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას აკლია ივანიშვილის ახსნა-განმარტებები, გარდა ორი გრძელი გამოსვლისა [გულისხმობდა ივანიშვილის 29 აპრილის და 16 ივლისის გამოსვლებს], რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, სავსე იყო სიძულვილით საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხაზი გაუსვა რა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მათ ხელმძღვანელობაზე ივანიშვილის გავლენას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის საზოგადოების წინაშე მართლაც ვალდებულია, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია.“ აშშ-ის დახმარების გაყინვა პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ის განცხადებები და ქმედებები საქართველოს უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სწრაფი და მკაცრი პასუხი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე მოსალოდნელი იყო და არ გააკვირვებდა მას, დახმარების შემცირება „არ შეიძლება“, შეეხოს ქართულ არმიას და ლუგარის ლაბორატორიას. „ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის ამ საკითხის განხილვას ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან გეგმავს, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მალე ეწვევა.

„ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება“ - პრეზიდენტი ერგნეთში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 16 წლისთავზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს ესტუმრა. „ძალიან შთამბეჭდავი და მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა… ეს არის მეხსიერება, რისი დაკარგვა არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება. ეს არ არის მოცემულობა, ეს არის, რასაც არასდროს არ შევეგუებით… არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა ერგნეთში ყოფნისას ხაზი გაუსვა, რომ სოფელი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არის აღდგენილი. „არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია „უცხო აგენტების' ფულით.“ მანამდე, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-შიც დაწერა აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე. „აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!“ ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთში, ომის დროს თითქმის სრულად განადგურებული სახლის სარდაფში, შვიდი წლის წინ გაიხსნა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა  

პრეზიდენტი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვისას, ოკუპაციისგან გათავისუფლება უსურვა. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა, გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ. „დამოუკიდებლობა ყოველ ჩვენგანშია. და გაერთიანებული ძალებით, გამარჯვებას შევძლებთ... ჩვენ მტერს გავუძელით, შევბოჭეთ და ვაიძულეთ უკან დაეხია, და ახლა მისსავე ჭაობისკენ ვდევნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რაოდენ რთულია მისი აღდგენა, რაოდენ რთულია მისი დაცვა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული," - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.