საზოგადოება

სახალხო დამცველი: წინა მანიფესტაციებთან შედარებით, ძალის გადამეტების დინამიკა გაზრდილია

„უკვე 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც დაკავებულთა თითქმის 80%-ია. ეს ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე მედიას, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. „თქვენ თვალ-ყურს ადევნებდით ჩვენს გამოხმაურებას, მათ შორის შეფასებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას, პროპორციულობას ან ძალის გადამეტების შემთხვევებს. გეტყვით, რომ 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%. ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვი, იმიტომ, რომ თუ დავაკვირდებით დინამიკას, მათ შორის წინა მანიფესტაციების, საგანგაშოდ იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს და გამოიყენონ მხოლოდ ლეგიტიმური ძალა მოქალაქეების მიმართ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება,“ - განაცხადა იოსელიანმა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, დაკავებულების მოსანახულებლად დღესაც იზოლატორებში იმყოფებიან. „ეს არის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველო. თითქმის ყველა ქალაქში, სადაც არის იზოლატორები და არიან დაპატიმრებული ადამიანები, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან და ამ წუთშიც აგრძელებენ თავიანთი უფლება-მოსილების შესრულებას. ჩვენ ინფორმაციას ყოველდღიურად ვაწვდით საზოგადოებას მიმდინარე რეჟიმში იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს აპარატი. ამავე დროს, არსებობს ცხელი ხაზი და მოვუწოდებ ყველას, მომართონ ცხელ ხაზს და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ უფლებადარღვევის შესახებ, რაც მათთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, როგორც კი ვადგენთ ჩვენ, ჩვენი მხრიდან დაკავებულების ადგილსამყოფელს, ასევე, ვაწვდით მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ა.შ.“ - განაცხადა იოსელიანმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში მიმდინარე აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა მიიღო. უწყების ცნობით, ჯამურად, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგან 4 სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. დღეს პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“  

შსს: ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. უწყება „აქციის აგრესიულ მონაწილეებს მიმართავს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.“ „საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ, თავდაპირველად ხდება ფანჯრების ჩამსხვრევა ქვებისა და სხვა მძიმე საგნების მეშვეობით, შემდეგ ადვილად აალებადი ნივთიერებების სროლა პარლამენტის შენობის ოთახებში და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ხანძრის გაჩენა. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი. ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაიცვას იგი. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ადგილი არ ჰქონოდა ძალადობრივ ქმედებებს, საზოგადოება მკაფიოდ ხედავს, რომ პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა კანონით გათვალისწინებულ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები. ასევე, ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,” - ნათქვამია განცხადებაში. საიას ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, ორგანიზაციაში შევიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების ინფორმაცია - დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროსა და არასამთავრობოების წარმომადგენლები.  

საპროტესტო აქცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან პროტესტის მეოთხე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტისკენ. თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმის მობილიზებაა - ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმის მობილიზებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც - შენობის ყველა შესასვლელთან საპოლიციო ძალები არიან განლაგებულნი. აქტივისტების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც მართავს აქციას. საპროტესტო დემონსტრაციები იმართება რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორშიც. რუსთავში მოქალაქეები მეგობრობის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. საპროტესტო აქცია გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, სადაც მენეჯმენტის ცვლილებას და ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გზა გადაკეტეს მას შემდეგ, რაც მათ ტელევიზიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი განუცხადეს.  

ომბუდსმენის აპარატი: საგანგაშოა, რომ აქციაზე დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, ამ დროისთვის, 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული/დაშავებული 125 პირი მოინახულა. „81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა. გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა (რეაგირება არ ისურვა 11-მა). 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად, დაზიანებები ხილულად სახის არეში აღენიშნებოდათ. საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც - ავტომობილში ყოფნის დროს. დაკავებულების განმარტებით, აქამდე უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მათ მიმართ ხორციელდებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ხოლო შემდეგ, მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხდებოდა. საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული ფულადი თანხით და სხვა) ჩამორთმევაზე მიუთითებს, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია. სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების დამატებითი ინფორმირება. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ - ნათქვამია განცხადებაში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი: ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 38 თანამშრომელი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას. განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ. ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ: საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა! ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას”,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას უერთდებიან: 1. მაია რაფავა - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 2. მზია სურგულაძე - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 3. ლია ახობაძე - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 4. მაია მაჭავარიანი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 5. თამარ ოთხმეზური - სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 6. ნინო მელიქიშვილი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 7. ნანა ჩიკვატია - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 8. ვასილ თარგამაძე - დიგიტალიზაციის ლაბორატორიის უფროსი. 9. ნესტან ბაგაური - საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი. 10. შალვა გლოველი - სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 11. ლელა გოცირიძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 12. თამარ დვალიშვილი - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 13. ასმათ გვაზავა - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 14. სოფიო ცერცვაძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი 15. თემო ჯოჯუა - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 16. ესმა მანია - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 17. ნათია ხიზანიშვილი - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 18. ნინო კობაური - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი. 19. ნიკოლოზ ჟღენტი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 20. თეა ქართველიშვილი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 21. ქეთევან ტატიშვილი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 22. ნათია ვეკუა - საქმისწარმოების სამსახურის გაციფრებისა და ელექტრონული ბაზის კოორდინატორი. 23. ირინე ლეჟავა - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 24. ქეთევან პატარიძე - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 25. ქეთევან ხითრიშვილი - არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 26. შორენა მურუსიძე - არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 27. ქეთევან პეტრიაშვილი-ცუცქირიძე - არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი. 28. ლანა გრძელიშვილი - საგამომცემლო სამსახურის უფროსი 29. ხათუნა გორდეზიანი - ადამიანური რესურსების მართვისა და მონიტორინგის კოორდინატორი. 30. დიმიტრი გურგენიძე - დიგიტალიზაციის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი. 31. ელენე ჩაგელიშვილი - არქივთმცოდნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 32. ნინო ქავთარია - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 33. ნუცა კვერნაძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის სპეციალისტი, რესტავრატორი. 34. თამარ ჟღენტი - საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი. 35. ეთერ ედიშერაშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 36. ნუცა ციციშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 37. ნათია მიროტაძე - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 38. ირაკლი გელაშვილი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. ცნობისთვის, ანალოგიურ განცხადებებს ავრცელებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საჯარო სექტორის თანამშრომლებიც. პოსტები დატოვეს რიგი ქვეყნების ელჩებმა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, რომელიც მეოთხე დღეა, გრძელდება, მათ შორის, რეგიონებშიც.  

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას (30 ნოემბრის ღამიდან პირველ დეკემბრის დილამდე) 44 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, პირველ დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი კლინიკაში რჩება მედიკოსების მეთვალყურეობით. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 დაშავებული, ხოლო მანამდე, 28-29 ნოემბრის ღამეს - 33.  

სახალხო დამცველი: სამართალდამცველები აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც მისწვდებოდნენ, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 29-30 ნოემბრის აქციების დაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს. „2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მონაწილეების მიმართ რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საპოლიციო ღონისძიებები. სახალხო დამცველმა არაერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს. გარდა ამისა, 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, სამართალდამცველები განურჩევლად ყველას მიმართ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ფიზიკურად მისწვდებოდნენ, ახორციელებდნენ მათ დევნას შეკრების ძირითადი ლოკაციიდან დაშორებით კერძო ობიექტებშიც კი, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული აბსოლუტური უფლების - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას. შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის სახით მკვიდრდება საპროტესტო აქციების დაშლისას მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბური და განმეორებადი ხასიათის ფაქტები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფორმები, მეთოდები და გამოვლენილი სისასტიკის ხარისხი. სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამისა და მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს. მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კლინიკაში ინახულა სპეცრაზმელების შესაძლო ძალადობის შედეგად დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. მისი განმარტებით, საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გაურკვეველი საგანი მოხვდა თავში და დაკარგა გონება. რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს და ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე იზოლატორებში და ასევე, ბათუმის აქციაზე დაკავებული პირების - აჭარასა და გურიაში. გასული ღამისა და დღევანდელი დღის განმავლობაში, რწმუნებულებმა 41 პირი მოინახულეს, რომელთაგან 40 პირს ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სტატუსი აქვს. 28 დაკავებულმა მიუთითა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე (რეაგირება არ სურს 12 მათგანს); დამატებით 2 პირს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, თუმცა, ერთთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, რადგან მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო მეორემ, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფებოდა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა; 18 პირს, ძირითადად, სახის არეში აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება. პირები, რომლებიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ, ძირითადად, მიუთითებდნენ სამართალდამცავების მხრიდან მიზანმიმართულ, მათ მიერ დაფიქსირებული სამოქალაქო პოზიციის გამო ანგარიშსწორების მიზნით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. ზოგიერთი დაკავებულის თქმით, ფიზიკური ძალადობა მათ მიერ ხორციელდებოდა არამარტო უშუალოდ დაკავების პროცესში, არამედ, ავტომობილშიც. სახალხო დამცველის აპარატი ამ დროისთვისაც განაგრძობს დაკავებული პირების მონახულებას სხვადასხვა ქალაქში, რომელთა შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,” - ნათქვამია ინფორმაციაში. პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები.

საპატრიარქო: გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომლებიც გასცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომლებიც გასცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს. „დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს. შექნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს; სახელმწიფომ კი, აუცილებელია, მოახდინოს დარღვევების სწრაფი და დროული გამოძიება, მათი ობიექტური შეფასება და საზოგადოების ინფორმირებულობა. რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც არ უნდა ვიღვწოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში. შევთხოვთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას თავისი წილხვედრი საქართველო მშვიდობით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია, რომ დავუშვათ

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: საქართველო იყო და იქნება ევროპული ქვეყანა. ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ადამიანები და ქვეყნები ერთმანეთს ფასეულობებით არიან შეკავშირებულები. ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია, რომ დავუშვათ. არ მოსულა, ჩვენი შვილების ტოლა გოგო ბიჭებზე და თანამოქალაქეებზე ძალადობა მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი მომავლის ქვეყანა უნდათ  

პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამ და ტელევიზიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შეთანხმება მიაღწიეს. 30 ნოემბერს, 20 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი საპროტესტო აქციის 12-მდე მონაწილეს დაეთმო. მოდერატორი არის ტელევიზიის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფესორ-მასწავლებლები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები 17 საათისთვის შეიკრიბნენ - ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს და გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას. არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.  

Amnesty International-ი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ "პოლიციის ქმედებები თბილისში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე კიდევ ერთ სადამსჯელო თავდასხმად იქცა." „საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო. წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის გამოყენება და დემონსტრანტების სახეებისკენ ახლო დისტანციიდან რეზინის ტყვიების დამიზნება, ისევე, როგორც მათი დევნა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა განუწყვეტელი ცემა, აჩვენებს მთავრობის განზრახვას, რომ შეავიწროოს საწინააღმდეგო აზრი პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენებით. ეს ასევე წარმოაჩენს მათი მხრიდან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების სრულ უგულებელყოფას," - ამბობს კრივოშეევი და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა და დაკავებულებთან მსგავსი მოპყრობა უნდა შეწყდეს. "პოლიციის ძალადობა, მათ შორის დაკავებულებთან ცუდად მოპყრობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ყველა ბრალდება პოლიციის სისასტიკის შესახებ დაუყოვნებლივ და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმების 20-ზე მეტი შემთხვევაც. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პროტესტში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ისინი კი, ვინც გონივრულად იყვნენ ეჭვმიტანილნი საერთაშორისოდ აღიარებულ დანაშაულში, სამართლიანმა სასამართლომ უნდა განსაჯოს," - ამბობს უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი. კრივოშეევი აღნიშნავს, რომ Amnesty International-ი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღებით დააკვირდეს მოვლენათა განვითარებას, კონკრეტულად კი, დემონსტრანტების წინააღმდეგ აღძრულ ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის საქმეებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იურიდიული პროცედურები და მართლმსაჯულება არ იყოს გამოყენებული მათ შეუსაბამოდ ან არაპროპორციულად დასასჯელად, ვინც პროტესტის საკუთარ უფლებას იყენებდა.  

ჯანდაცვის სამინისტრო: 29-30 ნოემბერს, აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 40 ადამიანი გადაიყვანეს. მათივე ცნობით, აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. „არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება. გარდა ამისა, ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ სხვა აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს,” - აღნიშნავენ უწყებაში. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.  

სახალხო დამცველი: ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს

„ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,“ - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც ქალაქის მთავარ სამმართველოში წუხელ დაკავებულები მოინახულა. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ იოსელიანის განცხადებით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ომბუდსმენის თქმით, მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ. „ამ იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთში, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ორის გარდა, უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,“ - განაცხადა ომბუდსმენმა. მან პოლიციელებს მოუწოდა, დაკავების დროს თავის უფლებამოსილებას არ გადაამეტონ. „პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა. შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, სწორედ გამოძიების დაყოვნებამ გამოიწვია ის, რომ წინა აქციების და წინა წელს გამართული აქციებისგან განსხვავებით სულ უფრო მეტი პირი მიუთითებს ფიზიკურ ძალადობაზე. „ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი. ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მეტია”, - განაცხადა იოსელიანმა. ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ყველა იზოლატორში არიან წარმოდგენილები და ფორმდება ოქმები. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ის დაკავებულ ადვოკატს, ბექა ბასილაიასაც ესაუბრა. „ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა იზოლატორში საქართველოს მასშტაბით, სადაც არიან დაკავებულები. შესაბამისად, ყველა მათგანზე ინფორმაციას ჩვენ გავასაჯაროებთ, როგორც გავაკეთეთ წუხანდელ შემთხვევაზე, როდესაც ვნახეთ ეს ადამიანები და ყველას შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, ვის რა დაზიანებები აქვს, როგორ არის და ა.შ. ოქმები შედგა და გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ბექა ბასილაიას გავესაუბრე, ისიც მიუთითებს დაზიანებებზე. ადვოკატია, თავის უფლებებში კარგად ერკვევა, შესაბამისად აპირებს, რომ ამ ყველაფერზე სასამართლოზე ისაუბროს“,- განაცხადა ომბუდსმენმა. იოსელიანის განმარტებით, იზოლატორში მონახულებულ პირებს უკვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება. „აქ ვნახე ადამიანები, რომლებიც კლინიკაში იყვნენ და კლინიკიდან დაბრუნებულები არიან, აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება,“ - განაცხადა ომბუდსმენმა. მას ასევე ჰკითხეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა განცხადებაზეც. ლევან იოსელიანის ინფორმაციით, თანამშრომლები, რომლებიც პარლამენტის პირველ სხდომაზე მის დასწრებას არ ეთანხმებიან, ომბუდსმენის აპარატში მუშაობას აგრძელებენ და მათთან კომუნიკაცია „კორექტული პოლემიკის ფარგლებს“ არ გასცდენია. შსს-ს განცხადებით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს 107 პირია დაკავებული ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში.

თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი: ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას

თბილისის მერიის 130-მდე თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. ამასთან დაკავშირებით ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან. „ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: გიგა სოფრომაძე - თბილისისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ნინო გოგოძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აპარატი. ანნა კომლაძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამთა კაჭახიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი მარიამ გოგიაშვილი - “სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო” - საგზაო მოდელერი გივი თოფურია - მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი თამთა შერგელაშვილი -მომსახურების კოორდინატორი , ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო სალომე მაჭარაშვილი - მომსახურების კოორდინატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ეკატერინე კობიაშვილი-მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გურამ ამაშუკელი - მუნიციპალური ინპექციის თანამშრომელი ანი სონიშვილი - მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ნუკი ნოზაძე - მომსახურების ოპერატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ეთო ზანგალაძე - კოორდინატორი, ცხელი ხაზის დეპარტამენტია(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ილია თოდუა - მომსახურების ოპერატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მაია სახვაძე - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. ნანა ბრეგვაძე - მომსახურების ოპერატორი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ნინო მუმლაძე - ცხელი ხაზის კოორდინატორი შორენა ქევხიშვილი - მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი ლიკა დავითაძე- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი ანა კერესელიძე- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ნათია შონია -მომსახურების ოპერატორი , ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ნინო გვათუა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ზიზი სესიტაშვილი, ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ქეთევან შანიძე - ურბანული განვითარებისა და ტრანსპორტის სააგენტო, სპეციალისტი ქრისტინე თუთბერიძე - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნანა ბულაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ნინო გოგალაძე- სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. მარიამ ფარქოსაძე -სსიპ ქონების მართვის სააგენტო ლელა ინაშვილი-კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი სოფიო ხვადაგიანი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. ნათია ბერიძე- სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თამარ კაპანაძე- მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი ნინო კიკნაძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი. გვანცა ფოცხვერაშვილი კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ელენე გვარაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური. სოფიო ჯიმშელაძე - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო- მომსახურების ოპერატორი დიანა გუგეშაშვილი - არქიტექტურის სამსახური თამარ მახარაშვილი - საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო ნინო ბეგლარიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლალი უნაფქოშვილი ‐ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლანა ქარდავა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო ირაკლი შარაშენიძე, ა(ა)იპ მუნიცპალური სერვისების განვითარების სააგენტო ქეთევან მეძმარიაშვილი-სსიპ ქონების მართვის სააგენტი თეონა ვეფხვაძე - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ბექა კაკაბაძე - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური ია გოგიჩაიშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ხატია გობეჯიშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მარი ფულარია ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იზო მაჭარაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ქალაქგეგმარებითი პოზიციების სამსახური ელზა სამხარაძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო თამარ ფირცხალაიშვილი - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ელენე აბრამიშვილი - მომსახურების ოპერსტორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ალექსანდრე თარგამაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური თეო კაციაშვილი- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მარიამ მექვაბიშვილი- ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო გვანცა წირღვავა-ა(ა)იპ მუნიციპალირი სერვისების განვითარების სააგენტო მარიამ პაპიაშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ui/ux დიზაინერი ლია შავგულიძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური ნიკა დრიაშვილი იურიდიული საქალაქო სამსახურო გიორგი ასლამაზაშვილი -ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თამთა დეკანოიძე- სსიპ ქონების მართვის სააგენტო მარიამი გელენიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ლაშა ნეფარიძე - ბიზნეს ანალიტიკოსი , ა(ა)იპ მუნიციოალური სერვისების განვითარების სააგენტო თეა ბანცაძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო ნინო ბრეგვაძე- თბილისის არქიტექტურის სამსახური ნინო ჩიბურდანიძე ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნინო მეღვინიშვილი - იურიდიული საქალაქო სამსახური სოფო ბართია - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო დეა სტეფანაშვილი ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მარიამ ჩუთლაშვილი ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი რუსუდან ძნელაშვილი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მაია მაღრაძე - დიდუბის რაიონის გამგეობა.. კულტურურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდული განყოფილების უფროსი მარიამ ძიმისტარიშვილი - სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სალომე ქეშელაშვილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი კაპანაძე - ცხელი ხაზის ოპერატორი ლაშა ხუცურაული - სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ცოტნე ომსარაშვილი - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური მარიამ მამულაშვილი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნინო ჩიქოვანი - იურიდიული საქალაქო სამსახური ალექსანდრე იობიძე - სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ირაკლი სებისკვერაძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური ქეთევან ზედგინიძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური თამარ ფალიანი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თამარ დვალი - ქონების მართვის სააგენტო თამთა დვალი - ინფრასტრუქტურის სამსახური ლუკა გოგიჩაშვილი - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური ლილი ხუბულავა ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ზურაბ ქურასბედიანი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო თინათინ უკლება - სსიპ არქიტექტურის სამსახური ხატია ჩხეტიანი - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ნანა წერეთელი - ცხელი ხაზი, უფროსი სპეციალისტი მარიამ ნანავა-ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური ქეთევან მანჯაფარაშვილი - სსიპ არქიტექტურის სამსახური ეთო ხიზამბარელი - იურიდიული სასამართლოებთან ურთიერთობის სპეციალისტი ლიკა ხუბულავა - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მაგდა სანიშვილი- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თამარ ბასარია MSDA მომსახურების ოპერატორი აქსანა შონია - სსიპ ქონების მართვის სააგენტო ანანო ფერაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სალომე გაჩეჩილაძე არქიტექტურის სამსახური სალომე ნოზაძე - არქიტექტურის სამსახური თიინათინ კიკნაველიძე - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ია ფაიქიძე - მუნიციპალური ინსპექცია სოფიო სანაძე- ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ლაშა ბერუაშვილი -ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი თურმანიძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო თამთა ორჯონიკიძე - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ნინო ხულუზაური- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი სოფიკო სილაგაძე- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თინათინ ფიცხელაური - სსიპ არქიტექტურის სამსახური მედეა ქებურია - იურიდიული საქალაქო სამსახური თამარ კვიჟინაძე - იურიდიული საქალაქო სამსახური ანა ყარასაშვილი - იურიდიული საქალაქო სამსახური ეკა გოგია - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მიხეილ კორშია - სსიპ ქონების მართვის სააგენტო თეიმურაზ გაბუნია - სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტო ქრისტინა ჩუბინიძე - იურიდიული საქალაქო სამსახური ელისაბედ არჩვაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ქეთევან მახარაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური ქეთევან სვიანაშვილი - სსიპ არქიტექტურის სამსახური ზაურ ხარატი - იურიდიული საქალაქო სამსახური  

შსს: სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები

შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. უწყების განცხადებაში, რომელიც 00:23 საათზე გავრცელდა, აღნიშნულია, რომ „მიუხედავად, ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, უკვე რამდენიმე საათია აქციის წევრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პიროტექნიკას, შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.“ „აქციის მონაწილეები აზიანებენ და ცეცხლს უკიდებენ ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით, სადაც აღნიშნულმა პირებმა დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სატელევიზიო ეთერებში. სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს,“ ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში.  

NCDC-ის 114 თანამშრომელი: 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 114 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას. განცხადების ავტორების თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. „ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ იშურებს შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით. წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა ცენტრი, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, საფუძველი ჩაეყარა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნას, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულების განვითარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტური იყო COVID-19 პანდემიისას, უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვას და მრავალი სხვა. 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას. მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების და დასავლური ღირებულებების ერთგული!“- ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: გვანცა ბრაჭველი მერი ფანცულაია ანა პაპკიაური ⁠ნინო ბერიშვილი ანა შუბითიძე ეკატერინე ხმალაძე ალექსანდრე გოგოლაძე ⁠ანა მაჩაბლიშვილი თამარ ქუთათელაძე მანანა შანიძე ეკატერინე გაბიტაშვილი ⁠ნიკა ხაჩიძე ⁠ეკატერინე ზანგალაძე დავით ცაგურია ლელა ურუშაძე ნინო საღირიძე მარიამ ზაკალაშვილი გელა მგელაძე მარი გავაშელიძე როენა სუხიაშვილი გვანცა ჭანტურია ლელა სტურუა ლელა კვაჭანტირაძე ნინო ლომია ნინო ბუაძე ნატო დოლიძე დავით ჩახუნაშვილი გიორგი ჩახუნაშვილი მიხეილ გელოვანი თეა თევდორაძე მარიამ ვარდიაშვილი ნადეჟდა ჟღენტი ანი ჯანაშია სოფო ალავიძე ანნა ხოფერია ვერა გეგენავა ქრისტინა ჭანტურიძე ლევან კანდელაკი თამარ სამადაშვილი დავით წერეთელი მარიამ რამიშვილი ქრისტინე ელიოსიძე მერაბ იოსავა ოთარ ცაგარეიშვილი მანანა ჭიჭინაძე ქეთევან ქავთარაძე ეკატერინე ჟღენტი მარიამ ფაშალიშვილი ანა ტატულაშვილი კონსტანტინე ქვათაძე მილენა ბაინდური თამარ ქაშიბაძე ნატალია ადამაშვილი ცირა ნანობაშვილი ცირა მერაბიშვილი ნინო გეგეშიძე სალომე ჯავაშვილი ლალი ებანოიძე იულია ზედგენიძე ნინო ვახანია ზაალ მერაბიშვილი ანი დეკანოსიძე ლაშა დვალი თამარ მანაგაძე თამარ აბულაძე ირინე პეტრიაშვილი მაგდა დგებუაძე ლალი კუდუხოვა ზურაბი ჩხაიძე ფიქრია ავალიანი ელენე კობაიძე მარინა ლაშქარაშვილი რუსუდან ხუციშვილი მარიამ ბაკურაძე თეონა თოდუა ნინო ბაბილუა ნატალია ქაჩლიშვილი ლია სანოძე ლევან ბაკურაძე ნინო სარაშვილი ელენე მარცვალაძე ლიკა ტყეშელაშვილი ლიკა მაისურაძე ლევან ჩიტიაშვილი ქეთევან სტვილია ქეთევან ღამბაშიძე მერაბ კეკელიძე ეკატერინე რუაძე რუსუდან ჭლიკაძე თამარ მამაცაშვილი ნია ხაჩიძე დავით ბიბილაშვილი სოფო გონაძე ხათუნა სოფრომაძე თამარ ჩუბინიძე თეონა ოქროჭელიძე ეკა კუჭავა ლიანა კარიჭაშვილი დავით დიაკვნიშვილი თინათინ სულაძე ლია არველაძე ეკატერინე ქანთარია ციური თუშიშვილი ანა ასლანიკაშვილი ირინა კალანდაძე მაია ჯაფარიძე ანი ბერაია თინათინ მანჯავიძე ნუგზარ მარწყვიშვილი ლია ოშაყმაშვილი ნათია გაზდელიანი ირაკლი ქარსელაძე ნათია ქაქუთია ელზა ნალბანდიშვილი დღესვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის — იუსტიციის სახლის 200-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება პოლიტიკური გემოვნების საკითხს სცდება და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.  

საპატრიარქო: რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს

საპატრიარქო მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ამა წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიით გავრცელებულ არაერთ კადრში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, როგორ ცდილობდნენ შენობებში შეღწევას და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას. თავის მხრივ, ვიხილეთ აგრესიული ქმედებები სამართალდამცველების მხრიდან. ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომელთა უპირველესი სამსახურებრივი მოვალეობა სწორედ ფაქტების დაფიქსირება და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა. სამწუხაროა, რომ დღესაც, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ეს სურათი არ იცვლება. ჩვენ თვალწინ პერიოდულად ვითარდება მძიმე სცენარი. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება. ამ ყოველივეს პარალელურად, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ადამიანებს, აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კურსის მიუხედავად. საზოგადოების წევრები მაინც ორიენტირებული უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებისაკენ, რათა არ გადალახონ ზღვარი.   მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ. მსგავსი უარყოფითი დამოკიდებულებები და ქმედებები კი უცხოა ეკლესიის ხედვისა და ზოგადად ქრისტიანული სულისკვეთებისათვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობისა და კეთილგონიერებისაკენ. „მშვიდობასა ჰყოფდით და ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყავნ თქუენ თანა.“  

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. პროტესტის მონაწილეები შეკრებილნი არიან პარლამენტის შენობის კიდევ ერთ მხარეს - ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების კვეთაზე. პოლიციამ წყლის ჭავლი ამ ადგილზეც გამოიყენა. ძალების გამოყენებამდე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა საგანს ისვრიან. მანამდე, შსს-მ განაცხადა, რომ „აქციაზე შეკრებილთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება, დააზიანეს განათების ფანრები და ინვენტარი, ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას, პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი.“ შსს მოუწოდებდა „აქციის მონაწილეებს, არ განეხორციელებინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დამორჩილებოდნენ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.“ აქციის დაშლის დაწყებამდე, გავრცელდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვაც. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არის „უაღრესად მშვიდობიანი პროტესტი.“ „ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. თქვენ დღეს ძალიან ბევრნი ხართ გამოსულები. გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები უაღრესად მშვიდობიანად. მინდა, მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცავებს, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა, ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მეორე დღეა, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია საქართველოს პარლამენტთან იმართება. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.  

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა. 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიციაც, ადგილზეა საპატრულო პოლიციაც. აქციის მონაწილეები კი, ამ დროისთვის პარლამენტის წინ მთლიან პერიმეტრზე დგანან. მოქალაქეებმა, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ცხრა აპრილის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი: ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს

განათლების სამინისტროს 190-მდე თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. უწყების თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ ხელისუფლების განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. „ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება. ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი" ,- ნათქვამია განათლების სამინისტროს თანამშრომლების განცხადებაში. განცხადებას ხელს ამ დროისთვის 187 თანამშრომელი აწერს. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“