უცხოეთი

აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა ისრაელის სოლიდარობის მარშის მონაწილეებს მიმართეს

აშშ-ის კონგრესის ლიდერები ისრაელის სოლიდარობის მარშს შეუერთდნენ. ვაშინგტონში შეკრებილებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა და სენატორმა ჯონი ერნსტმა მიმართეს. „ჩვენ ისრაის გვერდით ვდგავართ,“ - აღნიშნავდა შუმერი. აქციაზე შეკრებილებს ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ვიდე ბმულით მიმართა. მან “ჰამასს“ ტყვეების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა. ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა ისრაელის მიმართ სოლიდარობის მარში გამართა. Reuters-ის ცნობით, მასობრივი აქციის მონაწილეებმა დაგმეს ანტისემიტიზმის ზრდა. ქალაქში მოქმედებდა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. დემონსტრანტები„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 28 ოქტომბერს ისრაელმა ომის მეორე ფაზა დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეჩერებისკენ მოუწოდა, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია მოახერხოს, ღაზის სექტორში კი ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შეძლონ.

სი ძინპინმა 6 წლის შემდეგ, აშშ-ში პირველი ვიზიტი დაიწყო

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა 6 წლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში პირველი ვიზიტი დაიწყო. შეხვედრამდე ერთი დღით დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის დროს, მისი მიზანი ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციების განახლებაა. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს 15 ნოემბერს შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება. ბაიდენმა მედიას განუცხადა, რომ ის ცდილობს, ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს. „მიზანია, რომ შეგვეძლოოს დარეკვა და ერთმანეთთან საუბარი, თუ რაიმე კრიზისი იარსებებს. ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა,“ – აღნიშნა ბაიდენმა.  

ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა ისრაელისადმი სოლიდარობის მარში გამართა

ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა ისრაელის მიმართ სოლიდარობის მარში გამართა. Reuters-ის ცნობით, მასობრივი აქციის მონაწილეებმა დაგმეს ანტისემიტიზმის ზრდა. ქალაქში მოქმედებდა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. დემონსტრანტები„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 28 ოქტომბერს ისრაელმა ომის მეორე ფაზა დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეჩერებისკენ მოუწოდა, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია მოახერხოს, ღაზის სექტორში კი ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შეძლონ.  

ბაიდენის თქმით, აშშ ცდილობს, ჩინეთთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის დროს, მისი მიზანი ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციების განახლებაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს 15 ნოემბერს შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება. ბაიდენმა მედიას განუცხადა, რომ ის ცდილობს, ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს. „მიზანია, რომ შეგვეძლოოს დარეკვა და ერთმანეთთან საუბარი, თუ რაიმე კრიზისი იარსებებს. ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა,“ – აღნიშნა ბაიდენმა.  

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანს, უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა

სლოვაკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო Ukrinform-ი ავრცელებს.   სლოვაკური მხარის განმარტებით, უკრაინას “ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს” სთავაზობენ. სამინისტროს განცხადებით, სლოვაკეთის ახალი მთავრობა მიზნად ისახავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოტენციალის და შესაძლებლობების გაძლიერებას, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოების შენარჩუნებას. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინისთვის $43 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი არ მიიღო. ახალმა პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეწყვეტს სამხედრო დახმარებას უკრაინაში. ეს იყო პოლიტიკოსის ერთ -ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება. რობერტ ფიცოს პარტიამ, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია, 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. „სლოვაკეთის მთავრობა დახმარებას გაუწევს უკრაინას ჰუმანიტარული და „არა სამხედრო გზით. ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი,“ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუს სუტაი ესტოკმა. ფიცომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სლოვაკური კომპანიებისგან იარაღის მიყიდვას ხელს არ შეუშლის. „თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და სადმე ექსპორტი, ამას არავინ შეუშლის ხელს, რა თქმა უნდა," - აღნიშნა ფიცომ.  

ფინეთი რუსეთის საზღვარზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს

ფინეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, რუსეთთან საზღვარზე საგუშაგოების ფუნქციონირების შესაზღუდად, დამატებითი ზომები შემოიღოს, მათ შორის, ზოგიერთის დახურვის ჩათვლით. ეს ბოლო დღეებში მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ, რაც ჰელსინკის შეფასებით, შემთხვევითობა არ უნდა იყოს. ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. „სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. ორპოს განცხადებით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული მანქანებიც აკრძალა.  

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას რუსეთის საჰაერო იერიშების დროს ბომბის თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ MiG-31K-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა სტარტი აიღეს თავიანთ ბაზებზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს სარაკეტო დარტყმების საშიშროება. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის სამხრეთში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, საჰაერო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. შეტევა რუსეთის სამმა დრონმა განახორციელა.  

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა “ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. სანქციების ავტორები ტერორისტული ორგანიზაციისა და მისი ლიდერების ფინანსების შეზღუდვას ისახავენ მიზნად. სასანქციო სიაშია 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ან „ჰამასისა” და “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” სახელით მოქმედებდნენ. „აშშ გააგრძელებს მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან, რათა „ჰამასმა“ ვერ შეძლოს სასტიკი ქმედებებისთვის თანხის მობილიზება. “ჰამასის“ ქმედებებმა გამოიწვია უზარმაზარი ტკივილი და აჩვენა, რომ ტერორიზმი იზოლაციაში არ ხდება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ერთობლივად წინ მივიწევთ “ჰამასის“ ფინანსური ინფრასტურქტურის შესასტუსტებლად და მათთვის დაფინანსების ახალი წყაროების დასაბლოკად,"  - წერია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 28 ოქტომბერს ისრაელმა ომის მეორე ფაზა დაიწყო.

შოლცი ფაშიზმზე, ისრაელის მიმართ ერდოღანის ბრალდებას აბსურდს უწოდებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა. „ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოლაფ შოლცი პარასკევს ბერლინში ერთმანეთს შეხვდებიან. ისრაელს, როელიც „ჰამასთან“ ომშია, ერდოღანი მწვავედ აკრიტიკებს.  

ევროკავშირი უკრაინას დამატებით, $100 მილიონზე მეტის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი დამატებით 100 მილიონ ევროს (107,2 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციებისთვის და 10 მილიონ ევროს (10,7 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად მოლდოვაში. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი. ამით ევროკავშირის ჰუმანიტარულმა დახმარებამ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, 843 მილიონ ევრომდე (904 მილიონი დოლარი) მიაღწია. დაფინანსება გადაეცემა პარტნიორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭიროებებს, როგორიცაა, თავშესაფარი, ჯანდაცვა, საკვები, წყალი, ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება და ფულადი დახმარება. „ევროკავშირი ასევე აგზავნის კიდევ 84 გენერატორს უკრაინაში რუსეთის მიერ ენერგოსისტემაზე თავდასხმების გამო, რითაც უკრაინაში გაგზავნილი გენერატორების საერთო რაოდენობა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით, 5000-ს აღემატება. ევროკავშირი ასევე კოორდინაციას უწევს კერძო სექტორის ენერგეტიკული აღჭურვილობის შემოწირულობას,“ ნათქვამია პრესრელიზში. რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე მასობრივი დარტყმების კამპანია გასულ წელს, 10 ოქტომბერს დაიწყო, რამაც გათბობისა და ელექტროენერგიის ქსელები თითქმის სრულ კოლაფსამდე მიიყვანა. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ამჟამად „ელოდება ტემპერატურის დაცემას ნულს ქვემოთ“, ვიდრე უკრაინის ენერგოსისტემაზე მასობრივ დარტყმებს დაიწყებს.  

ერმაკი ვაშინგტონში: რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მომავალი წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება, გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. ერმაკმა შეერთებულ შტატებსა და ევროპას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ და უკრაინას დამატებითი იარაღის სისტემები, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მიაწოდონ მანამ, სანამ რუსეთი ენერგოსისტემაზე თავდასხმებს დაიწყებს. „ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება,“ - აღნიშნა ერმაკმა ვაშინგტონში ვიზიტისას. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი აქვთ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.  

ერმაკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს მან ამის შესახებ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა. „მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ხიდი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენენ ყირიმის დემილიტარიზაციას. ჩვენ დავფარეთ მანძილის 70% და ჩვენი კონტრშეტევა გრძელდება," - აღნიშნა ერმაკმა.  

მედია: რუსეთის ავიაკომპანიები და აეროპორტები საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშებიან

რუსულ ავიაკომპანიები და აეროპორტები საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ რესურსებზე დაყრდნობით წერს. გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის სერვისების შვეიცარიულმა პროვაიდერმა SITA-მ მიიღო, რომელიც aero დომენის ზონას მართავს. ამ დომენის ზონაში რუსეთიდან 200-ზე მეტი ვებგვერდი რეგისტრირებულია, რომელსაც დაახლოებით, 30 რუსული აეროპორტი (შერემეტევო, ჟუკოვსკი, ყაზანი, კრასნოიარსკი) ასევე, 15 ავიაკომპანია იყენებს. საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონა aero 2002, წელს სპეციალურად ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა. ამ დომენის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, კოსმოსურ და საავიაციო საწარმოებს, საავიაციო კლუბებს, ბილეთების გაყიდვის სისტემებს, თვითმფრინავის ეკიპაჟებს, სახმელეთო სერვისებს და ა.შ. ის ასევე საშუალებას აძლევს კომპანიებს, გააძლიერონ ბრენდის აღიარება და დაამყარონ ნდობა მომხმარებლებთან. ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს.  

სტოლტენბერგი უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ს და სხვა მოკავშირეებისგან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს. „კიევმა უნდა შეინარჩუნოს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი ევროპაში, ამიტომ უკრაინის სათანადო მხარდაჭერა ალიანსის ინტერესებშია. დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა იგეგმება.„მოველით, რომ შეხვედრის დროს განვიხილავთ უკრაინაში არსებულ სიტუაცია, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ვითარება ბრძოლის ველზე მძიმეა და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ გავაგრძელოთ და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - განაცხადა სტოლტებერგმა ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ჟურნალისტებთან.  

გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, მათ შორის 10 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი გადასცა. პაკეტში ასევე შედის სატვირთო მანქანები, სახმელეთო სათვალთვალო რადარი, ცეცხლსასროლი იარაღის 1,4 მილიონი ვაზნა და სხვა აღჭურვილობა. გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა განაცხადა. გერმანიის მთავრობამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM, ასევე რაკეტები. დამატებით ოთხი IRIS-T სისტემა კიევს მანამდე მიეწოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, უკრაინის მოკავშირეების მიერ მოწოდებული სისტემების, მათ შორის, IRIS-T-ის წყალობით ბევრად უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ის წინა წელს იყო.  

ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ნაკლებად ინტრუზიულად იმოქმედებს, როცა საქმე საავადმყოფოებს ეხება. „ჩემი იმედი და მოლოდინი არის, რომ საავადმყოფოებთან შედარებით ნაკლები ინტრუზიული ქმედება იქნება და ჩვენ ისრაელელებთან კონტაქტში ვრჩებით. ასევე, არის მცდელობა, რომ ეს პაუზა ტყვეების გათავისუფლებისთვის იქნას გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე, კატარელებთან, რომ ჩაერთონ. ასე რომ, მე გარკვეულწილად იმედი მაქვს, მაგრამ საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს. „ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და მას სიცრუეს უწოდებენ. საავადმყოფოს ცნობით, შვიდი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა. ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი, თავს დერეფნებს აფარებენ.  

ზელენსკიმ და ზალუჟნიმ ფრონტის ყველაზე რთული მიმართულებები დაასახელეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ფრონტის ის მიმართულებები, სადაც სიტუაცია ყველაზე მძიმეა და აღნიშნა, რომ რთული ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში - ავდეევკის, მარინკის, ბახმუტის, ლიმანის, კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 13 ნოემბერს მოისმინა სამხედრო დაზვერვის და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელების, კირილო ბუდანოვის და ოლექსანდრ ლიტვინენკოს ანგარიშები. ზელენსკის თქმით, უკრაინამ იცის და მომავალშიც ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორი უნდა იყოს სწორი პასუხი როგორც ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში. თავის მხრივ, ფრონტზე არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან. მათი სატელეფონო საუბარი 13 ნოემბერს გაიმართა. ზალუჟნის თანახმად, ყველაზე ცხელ წერტილებად რჩებიან ავდეევკის, კუპიანსკის და მარინკის მიმართულებები, სადაც სიტუაცია რთული, მაგრამ კონტროლირებულია. გენერალი ზალუჟნი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას გარკვეული მიმართულებებით, სადაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. უკრაინის არმიის მთავარსარდალს კონკრეტული მიმართულებები არ დაუსახელებია. ზალუჟნი გენერალ ბრაუნთან განიხილა ზამთრის პერიოდისთვის არსებული გეგმები და უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები, პირველ ყოვლისა ჭურვები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები.  

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. „არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალები ყველგან წინ მიიწევს. „ჰამასის“ ორგანიზაციამ ღაზაში კონტროლი დაკარგა: ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ,“ - აღნიშნა გალანტმა. 13 ნოემბრის საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ღაზის რანტისის საავადმყოფო დაარბიეს და რომ იქ „ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილები. „საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, კომპიუტერები, ფული და ა.შ.,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.  

ენტონი ბლინკენი: უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსს ანდრი ერმაკს ვაშინგტონში შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და ერმაკმა შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და ზამთრისთვის მზადება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდება და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერება. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ერმაკმა მადლობა გადაუხადა თეთრ სახლს, კონგრესის ორივე პალატას და ამერიკელ ხალხს უპრეცედენტო დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს დახმარება გადამწყვეტია უკრაინაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გამარჯვებასთან მიახლოებისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა და უკრაინის აღდგენისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმის შემუშავება. ენტონი ბლინკენ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა. „უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ვაშინგტონში შევხვდი. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ მტკიცეა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის ამჟამინდელ ბრძოლაში და მომავალშიც,“ - აცხადებს ბლინკენი.