უცხოეთი

ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს - უკრაინის შსს

ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა. "ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მაშველებმა უკვე გაანეიტრალეს 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - აღნიშნა სმირნოვმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Forbes-მა რუსეთის ავიაციის ზარალი დათვალა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა ომზე 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია. Forbes-ის გამოთვლებით, რუსეთი ომში დღეში 10000-დან 50000-მდე ჭურვს იყენებდა, საბჭოთა კალიბრის ჭურვის საშუალო ფასი კი დაახლოებით 1000 დოლარია. მხოლოდ საარტილერიო მიწოდებაზე რუსეთის ხარჯები 5,5 მილიარდ დოლარზე მეტია. რუსეთმა ასევე 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინაში. ერთი რუსული რაკეტის საშუალო ღირებულება 3 მილიონი დოლარია. რუსეთმა ასევე დაკარგა 278 საბრძოლო თვითმფრინავი,  რომელთა საშუალო ღირებულება $18 მილიონია და ასევე, 261 ვერტმფრენი, რომლის ღირებულებაც $10,4 მილიონს შეადგენს. რუსეთის ავიაციის ჯამური ზარალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Forbes-ის შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში წლიური ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა ომზე 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია. Forbes-ის გამოთვლებით, რუსეთი ომში დღეში 10000-დან 50000-მდე ჭურვს იყენებდა, საბჭოთა კალიბრის ჭურვის საშუალო ფასი კი დაახლოებით 1000 დოლარია. მხოლოდ საარტილერიო მიწოდებაზე რუსეთის ხარჯები 5,5 მილიარდ დოლარზე მეტია. რუსეთმა ასევე 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინაში. ერთი რუსული რაკეტის საშუალო ღირებულება 3 მილიონი დოლარია. რუსეთმა ასევე დაკარგა 278 საბრძოლო თვითმფრინავი,  რომელთა საშუალო ღირებულება $18 მილიონია და ასევე, 261 ვერტმფრენი, რომლის ღირებულებაც $10,4 მილიონს შეადგენს. რუსული ავიაციის ჯამური ზარალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: 9 თვეა ვუძლებთ სრულმასშტაბიან ომს და რუსეთმა ვერ იპოვა გზა, რომ გაგვტეხოს

თითქმის ყოველ საათში მომდის ცნობები დამპყრობლების  შესახებ, რომლებიც ხერსონს და სხვა თემებს ურტყამენ. ასეთი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსული არმია იძულებული გახდა, ხერსონის ოლქიდან გაქცეულიყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.  „ეს არის მათი შურისძიება, ვინც წააგო. მათ არ შეუძლიათ ბრძოლა. ერთადერთი რაც ჯერჯერობით შეუძლიათ არის ტერორი, ენერგოტერორი, არტილერიით ან რაკეტებით. სულ ესაა, რის გამოც რუსეთი დეგრადირდა მისი ამჟამინდელი ლიდერების პირობებში. მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს შეუძლია დაიცვას ჩვენი ხალხი ნებისმიერი რუსული ესკალაციისგან. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ პარტნიორებთან. მალე დიდი ამბები გველოდება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას ამ უკიდურესად მძიმე დროს! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის! მე და თქვენ 9 თვეა ვუძლებთ სრულმასშტაბიან ომს და რუსეთმა ვერ იპოვა გზა, რომ გაგვტეხოს და ვერც იპოვის. ჩვენ ასე უნდა განვაგრძოთ როგორც ახლა, ერთიანობით და ერთმანეთის დახმარებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ზელენსკი ხერსონის დაბომბვაზე: ეს არის დამარცხებულების შურისძიება, ენერგოტერორი, არტილერიით ან რაკეტებით

თითქმის ყოველ საათში მომდის ცნობები დამპყრობლების  შესახებ, რომლებიც ხერსონსა და სხვა თემებს ურტყამენ. ასეთი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსული არმია იძულებული გახდა, ხერსონის ოლქიდან გაქცეულიყო. მედია: რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.  „ეს არის მათი შურისძიება, ვინც დამარცხდა. მათ არ შეუძლიათ ბრძოლა. ერთადერთი რაც ჯერჯერობით შეუძლიათ არის ტერორი,  ენერგოტერორი, არტილერიით ან რაკეტებით. სულ ესაა, რის გამოც რუსეთი დეგრადირდა მისი ამჟამინდელი ლიდერების პირობებში. მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს შეუძლია დაიცვას ჩვენი ხალხი ნებისმიერი რუსული ესკალაციისგან. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.   

დანილოვმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმში, ირანელი ინსტრუქტორები მოკლეს

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ირანელი ინსტრუქტორები, რომლებიც რუს სამხედროებს ყირიმში, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას ასწავლიდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს. ოქტომბერში მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიამ გაავრცელა. რუსეთი და ირანი უარყოფენ, რომ ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში იმყოფებიან (ამის შესახებ მანამდე, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა განაცხადეს). „ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია. თუ ისინი ითანამშრომლებენ ტერორისტებთან და მონაწილეობენ ჩვენი ერის განადგურებაში, ჩვენ მათ მოვკლავთ“, - განაცხადა დანილოვმა.  რუსეთი ასევე უარყოფს „შაჰედი 136“-ის უპილოტო საფრენი აპარატების ირანისგან შესყიდვას, რაც თეირანმა ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთს უპილოტო დრონების „მცირე რაოდენობა" უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე მიაწოდეს. „ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი ვერ იფრენს, თუ ადამიანები არ ისწავლიან მათ მართვას. რუსებს არ აქვთ საკმარისი ჭკუა, რომ დამოუკიდებლად გაერკვნენ... თანამედროვე სამყაროში არაფერია დამალული. მალე ყველაფერი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა დანილოვმა.   

გაერო: ირანში 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, 85 ბავშვი კი სიკვდილმისჯილია

მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე, ირანში, 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ თიურქმა 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში, სიკვდილით დასჯილთა რაოდენობამ 400 ადამიანს გადააჭარბა. უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ 2020 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 276 ადამიანი, ხოლო 2021 წელს 330. ფოლკერ თიურქმა დასძინა, რომ ამჟამად 85 ბავშვი სიკვდილმისჯილია და განაჩენის აღსრულებას ელოდება. მისივე თქმით, „წელს ორი ბავშვი სიკვდილით უკვე დასაჯეს“.  

ტოივო კლაარი აზერბაიჯანში ჩავა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ტოივო კლაარმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, ჰქონდა სასარგებლო შეხვედრები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვენაში და ახლა ბაქოში „მნიშვნელოვან შეხვედრებს“ გეგმავს.   

მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

მოლდოვის პარლამენტმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო დეკლარაცია, რომლითაც, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა დოკუმენტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. მოლდოვის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ოლეგ რეიდმანმა, პარლამენტს კენჭისყრამდე, დეკლარაციის დღის წესრიგიდან ამოღება შესთავაზა. კენჭისყრამდე კომუნისტებისა და „შორის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.  

ესტონეთის ხელისუფლება ბომბსაფარებისთვის ადგილებს ეძებს

ესტონეთის მთავრობა ნაჩქარევად ეძებს ობიექტებს, რომლებიც შეიძლება ბომბსაფარებად გამოდგეს. „ეს რუსეთის მხრიდან, შესაძლო თავდასხმის მზარდი შიშის ფონზე კეთდება“, - წერს bloomberg. ხელისუფლება ათვალიერებს საზოგადოებრივ შენობებს, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს, ეძებს ადგილებს, სადაც შეიძლება ბომბებისა და რაკეტებისგან ადამიანების დაცვა უზრუნველყონ. ივნისის შემდეგ, ესტონეთის ქალაქების ქუჩებში, ათობით ნიშანი - ლურჯი სამკუთხედები ნარინჯისფერ ფონზე - გამოჩნდა. ეს თავშესაფრის ნიშანია, სადაც დაბომბვის დროს შესაძლებელია შესვლა.  „ათი წლის წინ გაბატონებული ნარატივი იყო, რომ აღარ იქნება ჩვეულებრივი ბრძოლები, აღარ იქნება რაკეტები. ის, რომ დღეს ომი არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მომზადება უარესისთვის“, - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაენემეცმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ თუ საომარი მოქმედებები დაიწყება, ესტონეთის მოსახლეობა უსაფრთხოდ ვერ იქნება. პოტენციური დაბომბვისას, თავშესაფრად მონიშნულ ათეულ ადგილებს შორისაა მრავალი გვირაბი, რომელიც ციხესიმაგრის ქვეშ გადის.  ბასტიონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა თვითმფრინავებმა არაერთხელ დაბომბეს, ასობით ადამიანის შეფარებას შეძლებს.  

ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, ვითარებას მხოლოდ გააუარესებს

ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის დასახმარებლად, ბელორუსის ჯარების შესვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.    „მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს მითქვამს უარი იმაზე, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ (რუსეთის ფედერაციის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) ბევრ სფეროში. მაგრამ ჩვენ არ ვერევით, არავის ვკლავთ, იქ არ შემოგვყავს ცოცხალი ძალა, რადგან ამის საჭიროება არ არის. ჩვენი შეიარაღებული ძალები თუნდაც 35-40 ათასი, იქ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. დღეს სხვა ტრენდია, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. საჭიროა მოლაპარაკება, გონივრულია მშვიდობაზე საუბარი“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან დასძინა, რომ ბელორუსის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.   

ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა „წარმომადგენლობითმა პალატამ, უკრაინაში ომის გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა“, - ნათქვამია განცხადებაში. მედიის ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა. გარდა ამისა, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკას უკრაინის შესახებ ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და სამხედრო სფეროებში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთში, კრიმსკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციის, ქალაქ კრიმსკის მცხოვრებმა ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის შენობაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი გარეთ გავიდა და გამვლელებს დაუწყო სროლა.  ინფორმაციას რუსული მედია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა სამედიცინო ცენტრის ორი თანამშრომელი და ერთი გამვლელი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც სროლის დროს სამედიცინო ცენტრთან შემთხვევით იმყოფებოდა. 1956 წელს დაბადებულმა კაცმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. პოლიცია მომხდარის გარემოებებს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის მოტივებს იძიებს, განაცხადეს რეგიონის შსს-ს წარმომადგენლებმა. ტელეგრამის არხები, მათ შორის 112 და Mash, წერენ, რომ იარაღიდან ვლადიმერ ჟიროვმა ისროლა, რომელმაც ყოფილ მეუღლესთან  სასამართლო პროცესი წააგო. განაჩენის გამოტანის შემდეგ მან ქალის შევიწროება და მუქარა დაიწყო. ტელეგრამის არხის ცნობით, ქალი სავაჭრო ცენტრში შევარდა და დახმარება სთხოვა, მაგრამ ყოფილმა ქმარმა ცეცხლი გახსნა. შემდეგ შვილთან მივიდა და სახლთან თავი მოიკლა.  

მედია: რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ხერსონი სასტიკად დაბომბეს. ინფორმაცია Unian-სა და ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება.  ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლისა და ხანძრის შესახებ, უკრაინულ მხარეს არ გაუვრცელებია, თუმცა გენშტაბის საღამოს ცნობებში მომხდარზე მცირე ინფორმაცია მაინც მოხვდა.     

უკრაინა: ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დავიბრუნეთ

უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს “დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი”, - წერს ერმაკი. უკრაინა: რუსეთის ტყვეობიდან, კიდევ 36 უკრაინელი გათავისუფლდა 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა

კიევის საქალაქო საბჭომ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს. „ბორისი რამდენჯერმე ეწვია უკრაინის დედაქალაქს - როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსი აგრესორების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა ბევრი გააკეთა და დარწმუნებული ვარ, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთმა და მსოფლიო ლიდერებმა უზრუნველყონ უკრაინისთვის საჭირო დახმარება. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! გელოდებით ისევ კიევში, რათა გადმოგცეთ ეს საპატიო ჯილდო!“, - დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში. ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.

1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა

რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 23 ნოემბერს ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს დეკლარაციას, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს გმობს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუმინეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ერთობლივ სხდომაზე მიღებულია პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც აღიარებს ჰოლოდომორს (1932-1933 წლების მიზანმიმართული შიმშილი უკრაინაში) როგორც დანაშაული უკრაინელი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“, - იუწყება რუმინეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახური. შეხვედრის დაწყებამდე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით -„უკრაინელების დაუსჯელი გენოციდი მეორდება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ გერმანელ პარტნიორებს მოუწოდა, აღიარონ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.

რუმინეთთან და უნგრეთთან უკრაინის საზღვრებზე, საკონტროლო პუნქტები ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო არ მუშაობს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უნგრეთთან და რუმინეთთან საზღვრებზე საკონტროლო პუნქტები ამ დროისთვის არ მუშაობს.  სამსახურის განმარტებით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვაა.  „ხალხისა და მანქანების რეგისტრაცია არ მიმდინარეობს სოლოტვინოს საგუშაგოზე რუმინეთის საზღვარზე და კოსინოსა და ძვინკოვის საგუშაგოებზე უნგრეთის საზღვარზე“, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ აღდგა 16 ოლქში, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შემდეგ, რამაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში $769 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში სულ მცირე 769 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, იუწყება ტელეარხი Al-Sharq-ი. სამეფოში ენერგეტიკის სექტორში მიზნობრივი პროექტების ღირებულება, რომლებიც 2030 წლამდე განხორციელდება, სწორედ 769 მილიარდი დოლარს შეადგენს. ალ საუდის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს, გაზარდოს ნავთობპროდუქტების ტევადობა ჯუბაილში, იანბუსა და რას ალ-ხაირში. ასევე იგეგმება რას ალ-ხაირში ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ახალი პორტის აშენება იგეგმება.    

ერდოღანი: თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება. ერდოღანის თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ ტერორისტულ „ბუდეებს“ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში. „სადაც არიან ტერორისტები, იქ იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების ორგანიზაცია თავისი პოლიციით, სამხედროებით და უსაფრთხოების ძალებით“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა კვირას განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია ტერორისტული ჯგუფის PKK/YPG-ის წინააღმდეგ. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპერაცია შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და ერის თავდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს რეზოლუციებს შეესაბამება.