უცხოეთი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია.  სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის სს-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს მისი თქმით, გასულ წელს BTK-ით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა. „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, პირველი ხაზი 2017 წელს ამოქმედდა. 850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა.  ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მშენებლობა სრულად დასრულდა. საქართველოს მხარეს მშენებლობა 86%-ით არის დასრულებული. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

ევროკომისია უკრაინას €2,5 მილიარდს გამოუყოფს

ვევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. „ევროკომისია უკრანას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წელს უკრაინას 18 მილიარდი ევრო გადავცეთ. ეს თანხა მიმართული იქნება სასწრაფო რემონტისთვის და სწრაფი აღდგენისთვის, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ რეკონსტრუქციას. ჩვენ იმდენხანს დავუჭერთ უკრაინას მხარს, რამდენიც დასჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი დაიბარა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს, იბარებს, რათა უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის ქმედებები დაგმოს. კერძოდ, საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე. უკრაინა უნგრული მხარისგან ოფიციალურ ბოდიშს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის უარყოფას ელის. „ვიქტორ ორბანი ფეხბურთის მატჩზე მივიდა აქსესუარით, რომელზეც უნგრეთი იყო გამოსახული უკრაინის ტერიტორიის ნაწილით. უნგრეთში რევიზიონიზმის იდეების პროპაგანდა არ უწყობს ხელს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და არ შეესაბამება ევროპული პოლიტიკის პრინციპებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ. უნგრელი მინისტრი სოჭში ჩაფრინდა Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასასწრებად  

ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, პეკინის „საშიში ქცევის“ გამო შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა  ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, კომუნიკაციების გაუმჯობესების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის „სამხედრო აქტივობის“ გამო. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 90-წუთიან შეხვედრას კამბოჯაში, აშშ-მ „პროდუქტიული და პროფესიული უწოდა". „ოსტინმა გამოთქვა შეშფოთება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში PLA (ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის) თვითმფრინავების მიერ გამოვლენილი მზარდი საშიში ქცევის შესახებ, რაც ზრდის შემთხვევების რისკს“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა. ეს იყო პირველი ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის რანგში ჩავიდა ტაივანში, რასაც ჩინეთის აღშფოთება მოჰყვა. „მდივანმა გაიმეორა, რომ „აშშ რჩება ერთგული ჩვენი დიდი ხნის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ“. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა მის წინააღმდეგობას სტატუს კვოს ცალმხრივ ცვლილებებთან დაკავშირებით და მოუწოდა PRC-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან ტაივანის მიმართ, - განაცხადეს პენტაგონში. პენტაგონის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები. „მდივანმა ოსტინმა განიხილა რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატები და PRC ბირთვული იარაღის გამოყენებას ან მათი გამოყენების მუქარას“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა. გასულ კვირას აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა გამართეს შეხვედრა და ღია საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების მნიშვნელობზე ისაუბრეს. გაეცანით Europetime-ის სტატიას თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ უძლიერესი სახელმწიფოები არიან, რუსეთი მხოლოდ მესამეა  

AP-მ გაათავისუფლა რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

Associated Press-მა გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში, გასულ კვირას მომხდარი „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მან მოამზადა სიუჟეტი, რომელიც ვარაუდობდა, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი ინციდენტზე. 35 წლის ჯეიმს ლაპორტა მოკლე გამოძიების შემდეგ გაათავისუფლეს. პირველი ინფორმაცია სწორედ AP-მ გაავრცელა, რომელიც ათასობით საინფორმაციო გამოცემას მიეწოდა მთელ მსოფლიოში. სააგენტო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ახალი, საშინელი ესკალაციის შესახებ ვარაუდობდა.  ერთი დღის შემდეგ, AP-მ თავისი ინფორმაცია შეცვალა.  განმარტა, რომ მისი ანონიმური წყარო შეცდა და რომ რაკეტები სავარაუდოდ, უკრაინამ თავდაცვის მიზნით გაისროლა. ლაპორტამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, AP-ს 2020 წლის აპრილში შეუერთდა. ის საინფორმაციო სამსახურისთვის სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აშუქებდა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

ლატვია სკოლებში, რუსული ენის სწავლების აკრძალვას გეგმავს

ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, რომ 2026/2027 სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის, მეორე უცხო ენად რუსულის არჩევა გააუქმოს.  გეგმის მიხედვით, მეორე უცხო ენა ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ევროკავშირის მხოლოდ ერთ-ერთი ოფიციალური ენა იქნება. „გამონაკლისი დაიშვება იმ ენებისთვის, რომელთა შესწავლა რეგულირდება ცალკეული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით. ვინაიდან რუსული არ არის ევროკავშირის ენა და არ ფიგურირებს შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს სკოლებში რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლის აკრძალვას. დღემდე ლატვიის სკოლებში პირველი უცხო ენა პირველი კლასიდან ისწავლება და ყველაზე ხშირად ეს ინგლისურია. მეორე უცხოური ენის სწავლება მეოთხე კლასიდან იწყება და მისი არჩევის საკითხი ჯერ კიდევ არ არის კანონით დარეგულირებული. 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარს არჩევანი არ აქვს: 300-ზე მეტ სკოლაში მეორე უცხო ენად მხოლოდ რუსული სთავაზობენ. ლატვიის განათლების სამინისტრო გამომდინარეობს იქიდან, რომ დაგეგმილი ცვლილებები „ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სრულ ჩართვას ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში“, - წერს მედია ლატვიის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.   

გაერო: უკრაინაში 6 595 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის მიერ შეირაღებული თავდასხმის დაწყების დღიდან, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 189 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებიდან 2 575 კაცია, 1767- ქალი, 172 -გოგონა და 206- ბიჭი. "დაღუპულთაგან 37 ბავშვი და 1838 ზრდასრულია, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა. მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა, 9 277 დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაფიქსირდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქეთში უდიდესი და მსოფლიოში მეხუთე „იუსუფელის “მაღალმთიანი წყალსაცავი იხსნება

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დღეს, ქვეყანაში ყველაზე დიდი და მსოფლიოში მეხუთე მაღალმთიანი წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მდინარე ჭორუხზე ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის გახსნის ცერემონიაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან სამხრეთ-დასავლეთით 70 კმ-ში, 2012 წლიდან მიმდინარეობს. წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს აღწევს, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ახალი ჰესი 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს. „იუსუფელის წყალსაცავის“ ექსპლუატაცია ართვინის, დერინერის, ბორჩკასა და მურათლის ხელოვნური რეზერვუარებით დარეგულირდება, რაც ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის.  თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა წყალსაცავის მშენებლობის ზონიდან 5 844 ხე გადაარგეს.  

პუტინმა სოლტანოვსკი, ევროპის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადააყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ივან სოლტანოვსკი, ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან გაათავისუფლა.  რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს „გაათავისუფლეთ ივან დიმიტრიევიჩ სოლტანოვსკი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ევროპის საბჭოში სტრასბურგში, (საფრანგეთის რესპუბლიკა)“, - ნათქვამია დოკუმენტში. რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეუჩერეს. 16 მარტს კი დაჩქარებული წესით ამ ორგანიზაციიდან გარიცხეს.  უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო.  

კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს

კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.  „ეს ღონისძიებები იმართება ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, როგორც უსაფრთხოების სამსახურის სისტემატური მუშაობის ნაწილი. რითაც უწყება უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიულ მოქმედებებს უპირისპირდება. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში“, - იტყობინება უსაფრთხოების რეგიონული სამსახური.  უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და იქ მყოფ პირებს ამოწმებენ.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 85 000; ​ტანკი - 2 895 ჯავშანტექნიკა - ​5 827; საარტილერიო სისტემა - 1 882; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209", - ვკითხხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კატარმა ჩინეთთან, თხევადი გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

კატარის ნავთობისა და გაზის კომპანია QatarEnergy-მა და ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Sinopec-მა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კატარი ჩინეთში, თხევადი გაზის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ხელშეკრულების თანახმად, QatarEnergy ჩინეთს ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა თხევად გაზს 27 წლის განმავლობაში მიაწვდის. „გრძელვადიანი გარიგებები მნიშვნელოვანია როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის“, - განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ. QatarEnergy აღნიშნავს, რომ ეს Sinopec-სთან, ჩინეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე, მეორე გრძელვადიანი შეთანხმება.  პირველი ხელშეკრულება კატართან, ჩინეთისთვის 2 მილიონი ტონა LNG-ის მიწოდებაზე, 2021 წლის მარტში 10 წლის ვადით გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ კატარი ამჟამად, სპარსეთის ყურეში ჩრდილოეთ ველის აღმოსავლეთის გაზის საბადოზე წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. საბადოს ნაწილი ირანის საკუთრებაა.  

ირანის სახელმწიფო არხმა, საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი, პირდაპირ ეთერში არ აჩვენა

ირანის სახელმწიფო არხმა, Irib TV3-მმა საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი პირდაპირ ეთერში არ აჩვენა. ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს ამასთან, არხზე ასევე ხმა ითიშებოდა იმ მომენტებში, როდესაც სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ანტისახელისუფლებო მიმართვებით გაჯერებულ სიმღერებს მღეროდა. Reuters-ი წერს, რომ ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.  ყველა სასტარტო 11-ვე მოთამაშე ჩუმად იყო, როდესაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ჰიმნი ჟღერდა. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი მისცა ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, რაშიც მორალის პოლიციას ადანაშაულებენ.   

რუსული პროპაგანდა ცდილობს, პოლონელები უკრაინელებს დაუპირისპიროს - პოლონეთის მთავრობა

რუსული პროპაგანდა ცდილობს, გამოიყენოს ფშევოდუვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი უკრაინელებსა და პოლონელებს შორის მტრობის გასაღვივებლად. ამის შესახებ პოლონეთის საინფორმაციო კოსმოსური უსაფრთხოების სამთავრობო კომისარმა სტანისლავ ზარინმა განაცხადა. „ბოლო დროს, რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენა ფშევოდუვში განვითარებული მოვლენები, რათა პოლონელებში უნდობლობა და უკრაინელების ზიზღი გამოეწვია, ასევე გააძლიერა კამპანია, რომელიც ეფუძნება ტყუილს, რომ პოლონეთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს გზავნის უკრაინაში“, - განაცხადა ზარინმა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომის დანაშაულების სისტემატური ჩადენა ახლავს თან

რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა, გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა. „არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული. გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ, განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების შეურაცხყოფაზე, უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, რუსეთის ტერიტორიაზე ძალით გადაყვანაზე, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და სექსუალურ ძალადობაზე მიანიშნებს“, - აღნიშნა შააკმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: ოკუპანტები, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს, 13 დასახლებულ ტერიტორიაზე დაესხნენ თავს

რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლებულ ტერიტორიაზე დაესხნენ თავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჩინეთში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დახურეს

პეკინში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა. ბოლო 24 საათში ჩინეთის დედაქალაქში, "კორონავირუსით" სამი ადამიანი გარდაიცვალა.  გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტშია. რაც შეეხება პეკინს, აქ გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.  

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის ელჩი დაიბარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „სტოკჰოლმში ტერორისტული პროპაგანდის გამო“, შვედეთის ელჩი დაიბარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.  მისივე ინფორმაციით, სტაფან ჰერსტრომი სამინისტროში, დედაქალაქ ანკარაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულმა ელემენტებმა საელჩოს კანცელარიის შენობაზე ტერორისტული პროპაგანდის შემცველი განცხადებები და ფოტოები გამოაქვეყნეს. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარი დაგმეს და მისი გამოძიება მოითხოვეს. NATO-ში გაწევრიანებაზე, შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად, ივნისში განაცხადეს. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია. თუმცა, თურქეთმა გააპროტესტა გაწევრიანების წინადადებები და გააკრიტიკა ქვეყნები „ტერორისტული ჯგუფების შემწყნარებლობისა და მხარდაჭერის გამო“. ივნისში, NATO-ს სამიტზე ქვეყნებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.  

ბელგიამ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ოფიციალურად შემოიღო

ბელგიამ ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს 5-ის ნაცვლად, 4 დღის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ივნისში მიიღო. შეთანხმების თანახმად, დასაქმებულებს შეეძლებათ, დამსაქმებლისგან, კვირაში ოთხი დღის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა მოითხოვონ. სისტემა შეიძლება, ექვსი თვის განმავლობაში, დამსაქმებლის თანხმობით გაგრძელდეს. გარიგება შესაძლოა, ორმხრივი შეთანხმებით, პირველი ექვსი თვის ბოლოს განახლდეს. დამსაქმებელს უფლება აქვს, უარყოს ასეთი მოთხოვნა, მაგრამ უარი დასაბუთებულ მიზეზს უნდა ეფუძნებოდეს. ბელგია გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში და მესამე სახელმწიფო მსოფლიოში ისლანდიისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად შემოიღო ოთხდღიანი სამუშაო კვირა, როგორც ვარიანტი თავისი დასაქმებულებისთვის.  

აშშ ინდონეზიასთან თავდაცვის სფეროში კავშირებს აძლიერებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მის ინდონეზიელ კოლეგას შეხვდა, რათა გააძლიეროს თავდაცვის სფეროში კავშირები, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის საზღვაო ძალების მზარდი აქტივობის ფონზე. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ოსტინმა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრ პრაბოვო სუბიანტოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების გზები, მათ შორის თავსებადობის გაფართოებისა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდის გზით. „აშშ ამაყობს თქვენთან პარტნიორობით, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ხედვა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის შესახებ“, - განაცხადა ოსტინმა. თუმცა ამავე დროს, მედიის ცნობით, სუბიანტომ ხაზი გაუსვა ინდონეზიის ნეიტრალურ პოზიციას. „მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდონეზია ყოველთვის იკავებს პოზიციას და ცდილობს შეინარჩუნოს საუკეთესო ურთიერთობები ყველა ერთან, განსაკუთრებით ყველა დიდ ძალასთან,” - განაცხადა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა.