უცხოეთი

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 85 000; ​ტანკი - 2 895 ჯავშანტექნიკა - ​5 827; საარტილერიო სისტემა - 1 882; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209", - ვკითხხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კატარმა ჩინეთთან, თხევადი გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

კატარის ნავთობისა და გაზის კომპანია QatarEnergy-მა და ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Sinopec-მა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კატარი ჩინეთში, თხევადი გაზის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ხელშეკრულების თანახმად, QatarEnergy ჩინეთს ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა თხევად გაზს 27 წლის განმავლობაში მიაწვდის. „გრძელვადიანი გარიგებები მნიშვნელოვანია როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის“, - განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ. QatarEnergy აღნიშნავს, რომ ეს Sinopec-სთან, ჩინეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე, მეორე გრძელვადიანი შეთანხმება.  პირველი ხელშეკრულება კატართან, ჩინეთისთვის 2 მილიონი ტონა LNG-ის მიწოდებაზე, 2021 წლის მარტში 10 წლის ვადით გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ კატარი ამჟამად, სპარსეთის ყურეში ჩრდილოეთ ველის აღმოსავლეთის გაზის საბადოზე წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. საბადოს ნაწილი ირანის საკუთრებაა.  

ირანის სახელმწიფო არხმა, საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი, პირდაპირ ეთერში არ აჩვენა

ირანის სახელმწიფო არხმა, Irib TV3-მმა საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი პირდაპირ ეთერში არ აჩვენა. ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს ამასთან, არხზე ასევე ხმა ითიშებოდა იმ მომენტებში, როდესაც სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ანტისახელისუფლებო მიმართვებით გაჯერებულ სიმღერებს მღეროდა. Reuters-ი წერს, რომ ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.  ყველა სასტარტო 11-ვე მოთამაშე ჩუმად იყო, როდესაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ჰიმნი ჟღერდა. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი მისცა ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, რაშიც მორალის პოლიციას ადანაშაულებენ.   

რუსული პროპაგანდა ცდილობს, პოლონელები უკრაინელებს დაუპირისპიროს - პოლონეთის მთავრობა

რუსული პროპაგანდა ცდილობს, გამოიყენოს ფშევოდუვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი უკრაინელებსა და პოლონელებს შორის მტრობის გასაღვივებლად. ამის შესახებ პოლონეთის საინფორმაციო კოსმოსური უსაფრთხოების სამთავრობო კომისარმა სტანისლავ ზარინმა განაცხადა. „ბოლო დროს, რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენა ფშევოდუვში განვითარებული მოვლენები, რათა პოლონელებში უნდობლობა და უკრაინელების ზიზღი გამოეწვია, ასევე გააძლიერა კამპანია, რომელიც ეფუძნება ტყუილს, რომ პოლონეთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს გზავნის უკრაინაში“, - განაცხადა ზარინმა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომის დანაშაულების სისტემატური ჩადენა ახლავს თან

რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა, გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა. „არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული. გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ, განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების შეურაცხყოფაზე, უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, რუსეთის ტერიტორიაზე ძალით გადაყვანაზე, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და სექსუალურ ძალადობაზე მიანიშნებს“, - აღნიშნა შააკმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: ოკუპანტები, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს, 13 დასახლებულ ტერიტორიაზე დაესხნენ თავს

რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლებულ ტერიტორიაზე დაესხნენ თავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჩინეთში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დახურეს

პეკინში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა. ბოლო 24 საათში ჩინეთის დედაქალაქში, "კორონავირუსით" სამი ადამიანი გარდაიცვალა.  გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტშია. რაც შეეხება პეკინს, აქ გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.  

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის ელჩი დაიბარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „სტოკჰოლმში ტერორისტული პროპაგანდის გამო“, შვედეთის ელჩი დაიბარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.  მისივე ინფორმაციით, სტაფან ჰერსტრომი სამინისტროში, დედაქალაქ ანკარაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულმა ელემენტებმა საელჩოს კანცელარიის შენობაზე ტერორისტული პროპაგანდის შემცველი განცხადებები და ფოტოები გამოაქვეყნეს. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარი დაგმეს და მისი გამოძიება მოითხოვეს. NATO-ში გაწევრიანებაზე, შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად, ივნისში განაცხადეს. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია. თუმცა, თურქეთმა გააპროტესტა გაწევრიანების წინადადებები და გააკრიტიკა ქვეყნები „ტერორისტული ჯგუფების შემწყნარებლობისა და მხარდაჭერის გამო“. ივნისში, NATO-ს სამიტზე ქვეყნებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.  

ბელგიამ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ოფიციალურად შემოიღო

ბელგიამ ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს 5-ის ნაცვლად, 4 დღის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ივნისში მიიღო. შეთანხმების თანახმად, დასაქმებულებს შეეძლებათ, დამსაქმებლისგან, კვირაში ოთხი დღის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა მოითხოვონ. სისტემა შეიძლება, ექვსი თვის განმავლობაში, დამსაქმებლის თანხმობით გაგრძელდეს. გარიგება შესაძლოა, ორმხრივი შეთანხმებით, პირველი ექვსი თვის ბოლოს განახლდეს. დამსაქმებელს უფლება აქვს, უარყოს ასეთი მოთხოვნა, მაგრამ უარი დასაბუთებულ მიზეზს უნდა ეფუძნებოდეს. ბელგია გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში და მესამე სახელმწიფო მსოფლიოში ისლანდიისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად შემოიღო ოთხდღიანი სამუშაო კვირა, როგორც ვარიანტი თავისი დასაქმებულებისთვის.  

აშშ ინდონეზიასთან თავდაცვის სფეროში კავშირებს აძლიერებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მის ინდონეზიელ კოლეგას შეხვდა, რათა გააძლიეროს თავდაცვის სფეროში კავშირები, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის საზღვაო ძალების მზარდი აქტივობის ფონზე. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ოსტინმა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრ პრაბოვო სუბიანტოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების გზები, მათ შორის თავსებადობის გაფართოებისა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდის გზით. „აშშ ამაყობს თქვენთან პარტნიორობით, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ხედვა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის შესახებ“, - განაცხადა ოსტინმა. თუმცა ამავე დროს, მედიის ცნობით, სუბიანტომ ხაზი გაუსვა ინდონეზიის ნეიტრალურ პოზიციას. „მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდონეზია ყოველთვის იკავებს პოზიციას და ცდილობს შეინარჩუნოს საუკეთესო ურთიერთობები ყველა ერთან, განსაკუთრებით ყველა დიდ ძალასთან,” - განაცხადა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა.  

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მოწინავე რაკეტები გაუგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე მაღალტექნოლოგიური რაკეტა Brimstone-ის მეორე თაობის მოდელები გაუგზავნა. Daily Telegraph-ის ცნობით, ერთი რაკეტა Brimstone 2, რომელიც დაახლოებით 175 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს, სახმელეთო სამიზნეების, მათ შორის დიდი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ეს იარაღი მაღალი სიზუსტის რადარის მეშვეობით, თავად არჩევს სამიზნეს ისე, რომ სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებს არ ეხება. გაერთიანებულმა სამეფომ რაკეტა Brimstone-ის პირველი თაობის მოდელები უკრაინას დაახლოებით ნახევარი წლის წინ გაუგზავნა. გასულ კვირას, კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ უკრაინა კიდევ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას მიიღებს.  

ჩინეთში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, ქალაქ ანიანში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 63 სახანძრო მანქანა მუშაობდა როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დაკარგულად, ორი ადამიანი ითვლება. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ვეცდებით, მოვამზადოთ უკრაინელები შესაბამისი პირობებისთვის - ოსტინი

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით, მოვამზადოთ უკრაინელები შესაბამისი პირობებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ინდონეზიაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უკვე ვნახეთ ბევრი წარმატება ბრძოლის ველზე და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით მოვამზადოთ უკრაინელები ზამთრის პირობებისთვის და მივცეთ მათ შესაძლებლობა, განახორციელონ ზეწოლა მოწინააღმდეგეებზე ზამთრის ცივი თვეების დროს“, - განაცხადა მინისტრმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: ხანძრის გამო, ბიზნეს-ცენტრ მოსკოვი-სიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, ბიზნეს-ცენტრ მოსკოვი სიტიდნ, ხანძრის გამო მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.  მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი ბიზნეს-ცენტრთან ახლოს მდებარე შენობაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები.   

ბრიუსელში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს შორის მოლაპარაკება, უშედეგოდ დასრულდა

სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკეებები უშედეგოდ დასრულდა.  NATO კოსოვოში ჯარების რაოდენობას დროებით ზრდის ბელგრადსა და პრიშტინას შორის, მოლაპარაკებების ორგანიზატორი ევროკავშირია. ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია.   „მრავალსაათიანი დისკუსიის შემდეგ, მხარეები დღეს ვერ შეთანხმდნენ საკითხის საერთო გადაწყვეტაზე... ჩვენ შევთავაზეთ წინადადებები, რომლებიც თავიდან აიცილებდნენ ესკალაციას. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მიიღო ისინი, პრემიერ-მინისტრმა კურტიმ კი არა", - თქვა ბორელმა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება პირველ ნოემბერს დაიწყო.  პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს.   

აზერბაიჯანი დასავლეთ ბალკანეთში, გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გაზის შესაძლო, მიწოდებაზე მოლაპარაკებს აწარმოებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, იტყობინება Trend. „რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ რეგიონისთვის გაზის შესაძლო მიწოდების შესახებ. ამ დიალოგში ასევე მონაწილეობს ევროკომისია, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ბუნებრივი ნაწილია. დამატებითი გაზის მიწოდებაზე მოთხოვნა არის სხვა პარტნიორებისგანაც. ცხადია, ზოგჯერ დამატებითი გაზის მცირე რაოდენობაც კი, შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნისთვის უზარმაზარ დივერსიფიკაციას ნიშნავდეს“, -განაცხადა ელნურ სოლტანოვმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის REPower EU-ის გეგმაში და დოკუმენტში „ევროკავშირის გარე საქმიანობა ენერგეტიკულ სექტორში ცვალებად სამყაროში“ აღნიშნულია, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) გაფართოების ფარგლებში, წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანზიტია შესაძლებელი. მისივე თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფაში. დოკუმენტებში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა, SGC-ის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.  

დონორთა კონფერენცია მოლდოვას, €100 მილიონს გამოუყოფს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მოლდოვისთვის, დახმარების ახალი 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მოლდოვას მხარდაჭერის პლატფორმის მონაწილეები პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მაკრონმა თქვა, რომ თანხა გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად და ლტოლვილთა კრიზისის მართვის პროგრამას მოხმარდება. „როგორც ბერლინსა და ბუქარესტში, ჩვენ გადავწყვიტეთ მეტი ფული შეგვეგროვებინა მოლდოვისთვის და კერძო კომპანიებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ 100 მილიონზე მეტს, მათ შორის უკრაინიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, რათა მათ მიიღონ განათლებაზე წვდომა", - განაცხადა მაკრონმა. მოლდოვა, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, დიდ სირთულეებს აწყდება ზამთრის დადგომასთან ერთად. მოსკოვმა კიშინიოვს, ბუნებრივ აირს მიწოდება დაახლოებით 40%-ით შეუმცირა, რაც ზიანს აყენებს მოლდოვას, რომ თავისი მოსახლეობისთვის საკმარისი ელექტროენერგია უზრუნველყოს.  მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმა ამ გაზაფხულზე რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით შეიქმნა. 5 აპრილს პლატფორმის პირველი კონფერენცია გაიმართა ბერლინში, 15 ივლისს კი მეორე კონფერენცია ბუქარესტში ჩატარდა.  მოლდოვას, კონფერენციის ფარგლებში 77 მილიონი ევრო გამოეყო, საიდანაც 40 მილიონი გრანტი იყო.  

მაია სანდუ: კიშინიოვში საპროტესტო აქციებს, რუსეთის ფედერაცია აფინანსებს. ეს შურისძიებაა

კიშინიოვში საპროტესტო აქციები, რუსეთიდან პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერაა ორგანიზებული და ესაა შურისძიება მოლდოვის სოლიდარობისთვის ევროკავშირთან და უკრაინასთან. მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ, პარიზში, მოლდოვის მხარდამჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.    „ამ პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ კრიმინალური ჯგუფები, მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. ჩვენზე თავდასხმები, იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. მაია სანდუ: მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსი ვერ დაიცავს ასეთი ჯგუფები, მათ მხარდამჭერებს ფულს უხდიან, პირდაპირ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად.  კიშინიოვში აქციები, დაფინანსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს მტრული ქმედებები არის შურისძიება მოლდოვის რესპუბლიკის წვლილის გამო ომში, შურისძიება იმის გამო, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროკავშირთან და უკრაინასთან“, - აღნიშნა მაია სანდუმ.  

Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებში თავისი ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტი დაკარგა.  თურქეთი, დეკემბრიდან ტანკერებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 18 ნოემბრამდე, 4 კვირაში რუსეთმა როტერდამში დღეში მხოლოდ 95 000 ბარელ ნავთობი გადაზიდა, თუმცა, თებერვლის დასაწყისში რეგიონის პორტებში დღეში 1,2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იგზავნებოდა. ლიეტუვამ, საფრანგეთმა და გერმანიამ, რუსული ნავთობის იმპორტი რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში კი სამეულს პოლონეთიც შეუერთდა. „ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთის ყოველკვირეული შემოსავალი, 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები თავს იკავებენ ამ ქვეყნის ნედლეულის გადაზიდვისგან. მკვეთრად იზრდება გემების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ ბალტიისპირეთს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი შემდეგი დანიშნულების ადგილია პორტ-საიდია ან სუეცის არხი“, - წერს გამოცემა.   ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.  

დიდთოვლობის გამო ბაიდენმა, ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, აშშ-ის შტატ ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების გამოყოფის ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „წუხელ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 18 ნოემბრიდან ნიუ-იორკის შტატში გადაუღებლად თოვს და ქარბუქია. ჯო ბაიდენმა ასევე საგანგებო სიტუაციებისთვის, ფედერალური სამსახურებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა ბრძანა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.