ეკონომიკა

თურქეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი სამხედრო-საჰაერო საწარმოს დაარსების საკითხი განიხილება

თურქეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი სამხედრო-საჰაერო საწარმოს დაარსების საკითხი განიხილება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – თურქეთს შორის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი საწარმოს დაარსებას და სამხედრო-საჰაერო მრეწველობის განვითარებას. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სს „თამ“ თბილავიამშენის ტერიტორიაზე საფრენი აპარატების სამწყობრო საწარმო დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შედეგების მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, 21-ე ადგილზეა

მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნებისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, მსოფლიო მასშტაბით კი, 21-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა. როგორც ჭეიშვილი აცხადებს, შარშანდელთან შედარებით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია რვა ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების 100%-იანი სკალით 62% აიღო, რაც ისტორიულად მაქსიმალური შედეგია. „ეს წარმატება საქართველოს მთავრობის ეფექტური საქმიანობის შედეგია. საუბარია, განსაკუთრებით ორ ინდიკატორზე – სახელმწიფო სერვისების გაცემას და ანტიკორფუციულ რეფორმებზე“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, „სერვისების დახვეწა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდა ყოველდღიური პროცესია, ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით კი, გაიზარდა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და დაიხვეწა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა“. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ამ კურსის ერთგულნი და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მონაცემით, საქართველო ლიდერია შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში, მსოფლიო მასშტაბით კი, უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას, ნორვეგიას, შვედეთს, ისრაელს, სინგაპურს, სამხრეთ კორეას და ა.შ. მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა „SolAbility“-მ გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობებს 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს, რომელიც საბოლოოდ ხუთი ფაქტორის 15 კრიტერიუმად ჯგუფდება. რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორებია: თანმიმდევრული მმართველობა (კრიტერიუმები: სახელმწიფო სერვისები, განათლების ბიუჯეტი, სამხედრო ხარჯები), ინფრასტრუქტურა (კრიტერიუმები: ინვესტიციები, გზები და რკინიგზა, საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა), ბიზნესგარემო (კრიტერიუმები: ბიზნესის კეთების სიმარტივე, ბიზნესის რეგისტრაცია, სექტორული განვითარება), კორუფცია (კრიტერიუმები: კორუფციის ინდექსი, მექრთამეობის გავრცელება, ბიუროკრატიზაცია), ფინანსური სტაბილურობა (კრიტერიუმები: ფინანსური მდგრადობა, ფინანსური შოკების გავლენა, ფინანსური რეგულაცია). მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის, გაერო-ს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს ეფუძნება.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა. „საფინანსო განვითარების კორპორაცია (DFC) აშშ-ის მთავრობის ინსტიტუტია, რომელმაც სიამაყით დააფინანსა საქართველოში ამერიკელების მიერ მართული პირველი საავადმყოფო - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ (AHT). ეს ჰოსპიტალი გააძლიერებს ჯანდაცვის მომსახურების სფეროს საქართველოში, მათ შორის კარდიოლოგიის, ნევროლოგიისა და ონკოლოგიის მიმართულებით. ყოველწლიურად, AHT 220,000 პაციენტს მოემსახურება, მათ შორის ბევრს, ვინც სამედიცინო მომსახურებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებას ამჯობინებდა. ამასთანავე, AHT საქართველოში ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ეს პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის ერთგულებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისადმი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ტექსტში. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 183-საწოლია განთავსებული. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის დიდი ნაწილი - დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.

სამხედრო ანალიტიკოსი: ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება, აუცილებელია საზღვაო თავდაცვის გაძლიერება

"ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება. მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლების დაცვის გაძლიერება, რომელიც არის დესანტსაშიში", - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ირაკლი ალადაშვილმა Europetime-ს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის შეფასებისას განაცხადა. როგორც სახმედრო ანალიტიკოსი Euroepetime-თან საუბრისას განმარტავს, 1993 წელს აფხაზეთის ომში და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული დესანტის გადმოსხმის ცუდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ სანაპირო დაცვის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთის. "ჩვენთვის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხელახლა შექმნა რთულია, რომელიც 2008 წლის შემდეგ გავაუქმეთ და გავაერთიანეთ შსს-ს სანაპირო დაცვასთან. ფლოტს ვერ შევინახავდით. ომის დროსაც გამოჩნდა, რომ ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვიყენებდით. საჭიროა ჩვენი სანაპირო დაცვის გაძლიერება. მოწინაღმდეგის საზღვაო დესანტისგან დასაცავად, ასევე პორტების ბლოკირებისგან დასაცავად. თუ ჩვენ ვაძლიერებთ ტანკსაწინაღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, იგივე ჯაველინების შეძენის სახით და იგივე საფრანგეთისგან საზენიტო მისტრალების შესყიდვით, ასევე ლოგიკური იქნება ხომალდსაწინააღმდეგო სანაპირო დაცვის გაძლიერება. სანაპირო დაცვას პატარა კატარღების ტყვიამფრქვევებით ვერ შევძლებთ. აქ არის საუბარი მართვად ხომალდსაწინაღდეგო რაკეტების შეძენის საჭიროებაზე, მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია, მაგრამ შუძლიათ, 100-300 კილომეტრამდე მანძილზე მოწინაღმდეგის ხომალდის დაზიანდება. ამას აკეთებს უკვე უკრაინა, თავისი ნეპტუნის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების წარმოებით. ესტონეთმა ისრაელთან გააფორმა ხელშეკრულება თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო სისტემას ყიდულობს. იგივეს აკეთებს, ლიეტუვა, ლარვია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამივე ქვეყანა NATO-ს წევრი ქვეყნები არიან. მათ იციან, რა არის საზღვაო დესანტის საფრთხე", - განმარტავს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარი რედაქტორი და ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში საქართველო აშშ-ს შორის კონკრეტული შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა ვიზიტის მთავარი თემა მაინც შავი ზღვის აკვატორიაა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით, აშშ-ს და საქართველოს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც „საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას“ ითვალისწინებს. ანალიტიკოსი მოიაზრებს რომ ეს შეთანხმება საქართველოს საზღვაო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასაც გულისხმობს. აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად ლოიდ ოსტინი 3+3 ფორმატზე: ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას ლოიდ ოსტინი: საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები

ლორენს მერედიტი: ევროკავშირი 80 000 მცირე და საშუალო ქართულ საწარმოს დაეხმარება

ევროკავშირის დაფინანსებით ხუთი ახალი პროექტი იწყება. ერთ-ერთი პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება. ამის შესახებ, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა განაცხადა. "პროექტის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა. ლორენს მერედიტი: საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება ევროკომისიის წარმომადგენელი: ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის და ადამიანის უფლებათა სფეროში

ლორენს მერედიტი: საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება, მათ შორი შავზღვასთან დაკავშირებული პროექტი. ამის შესახებ, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა განაცხადა. დღეს ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარაში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს დაათვალიერებენ და სოფლის განვითარებას, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას და გარემოს დაცვით თემებს განიხილავენ. „ჩემი ვიზიტის ფარგლებში დაწყებული პროექტებიდან პირველი ეხება შავ ზღვას, სადაც განვიხილავთ კავშირების განვითარებას. რაც შეეხება ციფრულ წიგნიერებას, ჩვენ დავეხმარებით 1 000 სასოფლო თემს, მიიღოს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მოჰყვება გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს და ამას აკეთებს ინკლუზიურად, მოქალაქეებს ორიენტირებული გზით. კიდევ ერთი პროექტი კი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, რის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა საქართველოში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტების განსავითარებლად ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესხს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს ოპტიმამ მოაწერეს ხელი. სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია. „პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით“,- განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში შანტანუ ჩაკრაბორტიმ. მისივე თქმით, ეს განვითარების პროექტი წარმოადგენს დემონტრირებას, თუ როგორაა შესაძლებელი საქართველოსა და მთელ რეგიონში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სახლების მშენებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის.

BSEC-ის გენერალურ მდივანმა საქართველოში ვიზიტისას შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში უსაფრთხოების გარემო განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და BSEC-ის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის როლზე შავი ზღვის რეგიონში. განიხილეს შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ BSEC-ი სასარგებლო პლატფორმაა შავი ზღვის ქვეყნებისათვის ეკონომიკური პარტნიორობისა და შიდა რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. განიხილეს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლი, ასევე რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო BSEC-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელმძღვანელობს სამ ძირითად მიმართულებას - Covid-19-ის შედეგად დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინების, ინოვაციური რესურსებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობის სფეროებს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიით შექმნილ გლობალურ გამოწვევებს და პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური რეაგირება პანდემიის უარყოფით შედეგებზე.

საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა

17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, ლაზარ კომანესკუ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველო BSEC- ის თავმჯდომარე ქვეყანაა. პენტაგონი: თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, რათა წაახალისოს უფრო ფართო რეგიონული თანამშრომლობა შავ ზღვის რეგიონში

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაცია ოფიციალურად ამოქმედდა

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაცია ოფიციალურად ამოქმედდა, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დიაგონალური კუმულაცია დამატებით სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში მეტი დამატებითი ღირებულების, ახალი საწარმოების, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. „ასევე ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რომ თურქეთიდან მზა პროდუქციის შემოტანის ნაცვლად, მოხდეს ნედლეულის შემოტანა-გადამუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასარგებლოდ სავაჭრო სტრუქტურის გაჯანსაღებას თურქეთთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თურქეთიდან ინვესტიციების შემოდინებასა და ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას წაახალისებს. დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებით მოხდება საქართველოში არსებული სანედლეულო ბაზის გაფართოება - ქართველი მეწარმეები შეძლებენ თურქეთიდან არა მზა პროდუქცია, არამედ ნედლეული შემოიტანონ, ადგილზე თავად მოახდინონ პროდუქციის წარმოება და მისი გატანა ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქტის. შედეგად, გაიზრდება როგორც საწარმოების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა, რაც დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენის ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მეტად განვითარდება სხვადასხვა სამრეწველო სექტორი, მათ შორის ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, მინის, ელექტრომოწყობილობების წარმოების სექტორი, ასევე გაიზრდება იმ პროდუქციის ასორტიმენტი, რომელთა გატანაც ევროკავშირის ბაზარზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება მეტად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც რეგიონალურ სავაჭრო ჰაბს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ელჩის ინფორმციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ახალ სტრატეგიაში საქართველოს ერთ-ერთ პარტნიორად მოიაზრებს

საქართველოს პრეზიდენტი, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარეს, კლაუს შვაბს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები განიხილა. როგორც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა რევაზ ლომინაძემ განაცხადა, ნაყოფიერი და პერსპექტივაზე ორიენტირებული შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და მსოფლიო ეკონომიკური გორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს შორის. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, მათ შორის, პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები. ,,პროფესიული განათლების მხარდაჭერას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკვე დიდი ხანია, ახორციელებს. საუბარი შედგა ამ ძალიან მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო მხარდაჭერაზე, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაში გრძელვადიანი კონტრიბუციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. გარდა ამისა, კლაუს შვაბმა მიმოხილვა გააკეთა მათი ახალი ხედვის შესახებ, რაც ევროპასა და აზიაში ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ამ ახალ სტრატეგიაში საქართველოს ერთ-ერთ პარტნიორად მოიაზრებს. ეს ახალი ხედვა სულ მალე გახდება ცნობილი", - აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.

FAO-ს გენდირექტორი: მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობამ 811 მილიონ ადამიანს მიაღწია

"შიმშილის პრობლემა მსოფლიოში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, მაგრამ ბოლო დროს მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ ავრცელებს. ოფიციალურ წერილს FAO-ს გენერლური დირექტორი მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს, რომელიც დღეს აღინიშნება. „ეს წარმოუდგენელი მონაცემია იმ ფონზე, როდესაც რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება. სამწუხაროდ, მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% წარმოების პროცესში იკარგება, 17% კი - მოხმარებისას. .ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები - და ჩვენ ვხედავთ რამხელა გამოწვევაა მსოფლიო მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, გარემოზე და კლიმატზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის გარეშე. COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, ენით აღუწერელი სირთულეებითა და დანაკარგებით. უკვე აშკარად ვგრძნობთ კლიმატის ცვლილების შედეგებს. ზოგან მოსავალი ნადგურდება, ზოგან სახლები ინგრევა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების გამო. უკვე წლებია, სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა ასეთი მწვავე. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ ვიბრძვით. ვსახავთ ახალ გეგმებს და ვეძებთ ახალ გზებს - საკვების წარმოების, შენახვის, განაწილებისა და მოხმარების გასაუმჯობესებლად. ჩვენ დავიწყეთ პრობლემებთან დაპირისპირება. გასულ თვეში ჩავატარეთ სურსათის სისტემების მსოფლიო სამიტი, სადაც შევთანხმდით, რომ მსოფლიომ უნდა გარდაქმნას აგროსასურსათო სისტემები. ჩავატარეთ ახალგაზრდული ფორუმები და ამ საკითხით ახალგაზრდები დავაინტერესეთ, თუმცა ცხადია, გლობალური სისტემები მხოლოდ ახალგაზრდებმა არ უნდა გარდაქმნან. FAO-მ, როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ლიდერმა ორგანიზაციამ, გარკვეული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, გვჯერა, შევძლებთ ამ კომპლექსური პრობლემების დაძლევას.ჩვენი მიზნები ამ დევიზში გავაერთიანეთ: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე. ჩვენ დავსახეთ მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა, გავწერეთ კონკრეტული ქმედებები, რომ დევიზი რეალობად ვაქციოთ. არსებობს მრავალი დაბალბიუჯეტიანი და მაღალეფექტიანი პროექტი, რომლთა წყალობითაც შესაძლებელია ასობით მილიონ ადამიანს საკვებზე უკეთესი წვდომა ჰქონდეს. FAO-მ გამოითვალა, რომ 40-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდე ყოველწლიური, მიზნობრივი ინვესტიციაა საჭირო, რათა 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბე აღმოვფხვრათ. ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეცნიერები, ფერმერები და მწარმოებლები მარტო ვერაფერს გახდებიან, თუ ამ პროცესში საკუთარ როლს თითოეული მომხმარებელი არ გაიაზრებს. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ - სურსათის შერჩევა და ყიდვა, შეფუთვა, საკვების გაფუჭება და გადაყრა - გავლენას ახდენს აგროსასურსათო სისტემებზე და ჩვენი პლანეტის მომავალზე. ყველა ჩვენგანს შეუძლია გახდეს სურსათის გმირი. ჩვენი ქმედებები ჩვენი მომავალია. აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესი - შიმშილის დამარცხება, უკეთესი კვება, გარემოს შენარჩუნება - თქვენ და მე უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნულია FAO-ს გენერალური დირექტორის წერილში.

ირაკლი კობახიძე: რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, ეკონომიკური ზრდა ნულიდან 12%-ზე ავიდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის“ შესახებ აცხადებს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რაც გახდა, ეკონომიკური ზრდა 12%-იან მაჩვენებელზე ავიდა. „ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მთავარია ეკონომიკური განვითარება, რაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს. აქ გვაქვს კონკრეტული გეგმები და არა მხოლოდ გეგმები. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, დღეს უკვე 9 თვის მონაცემებით, პლუს 12%-ია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ანუ ღარიბაშვილის პირობებში ჩვენ მინუსიდან ავედით პლუს 12%-იან მაჩვენებელზე, რაც არის უპრეცედენტო ზრდა. საზოგადოებისთვის მთავარია, ეკონომიკის სწრაფი განვითარება გაგრძელდეს. პროგნოზებიც ძალიან კარგია. სიღარიბის ნულამდე დაყვანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად - ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

საარსებო მინიმუმი 216 ლარი გახდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 32 ლარით მეტია

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი კაცის საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით, მთელი 32 ლარით მეტია. ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებულ ღირებულებაზე მეტყველებს. საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული. ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სექტემბრის თვეში ყველაზე მაღალი - 12.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს

ჟოზეფ ბორელი: ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ეკონომიკის გაჯანსაღება შეაფერხოს. ამის შესახებ, ბორელის პირად ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი. როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებით, ევროკავშირი და რუსეთი ენერგორესურების საკითხში ურთიერთდამოკიდებული არიან, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ევროპაში გაყიდული ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯზე მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს. „რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ეს ასევე ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში“, – წერს ჟოზეფ ბორელი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს. ბორელის თქმით, ევროპის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ქვანახშირის შემთხვევაში დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს, ბუნებრივი აირის 90 პროცენტი და ნავთობის 97 პროცენტი მესამე ქვეყნებიდანაა იმპორტირებული. სწორედ ამიტომ ევროკავშირისთვის განახლებად და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ფაზაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება მნიშვნელოვანია. ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ აღმოსაველთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სპარსეთის ყურესა და საჰელის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პრიორიტეტული უნდა იყოს. მისივე თქმით, ენერგეტიკული დამოკიდებულება გადამწყვეტია რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებშიც. 13 ოქტომბერს მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. პუტინმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ რუსეთს წვლილი შეაქვს ბუნებრივ აირზე ფასების სარეკორდოდ გაზრდაში. „ეს არაა ჩვენი პრობლემა; ეს ევროპელების ბრალია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე. პუტინის განცხადებამდე ევროპის კომისიამ 13 ოქტომბერს წევრ ქვეყნებს წარუდგინა საშუალებები, როგორ დაიცვან ოჯახები და ბიზნესი ენერგომატარებლებზე ფასების სწრაფი ზრდის პირობებში. ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში გაზის ფასებმა სარეკორდო ნიშნულებს მიაღწია უკანასკნელ კვირებში. ამან გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა ისეთ ქვეყნებში, სადაც გაზი ელექტროსადგურების ძირითადი საწვავია. ოჯახებს მოახლოებული ზამთრის წინ ეზრდებათ ენერგეტიკის ხარჯები. შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი რეკორდულად გაიზარდა, რამაც ელექტროენერგიის გაძვირებაც გამოიწვია. გაძვირდა საწვავიც. ენერგიაზე ფასების ზრდის გამო ევროკომისიამ რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც უნდა დაეხმაროს წევრ ქვეყნებს ენერგეტიკული კრიზისის პერიოდში მოახლოების და ბიზნესის დაცვაში. მათ შორის არის ენერგორესურსებზე გადასახადების შემცირება და სხვა დროებითი ზომები ღარიბი და დაუცველი მომხმარებლების დასახმარებლად. გაზის დეფიციტის გამო კი, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოლდოვას, რომელიც გაზს რუსეთიდან იღებს, კონცერნ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი კონტრაქტი კი, ხელმოწერილი არ არის, რადგან მხარეები მისაღებ ფასზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გარდამავალ პერიოდში ქვეყანა იძულებულია რუსული გაზი დაახლოებით 4-ჯერ უფრო ძვირად შეიძინოს

ვასილ ხორავა: მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი კიდევ გაძვირდება

ბოლო დღეებში საქართველოში საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ, არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავი გააძვირა. დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,81-3,09 ლარი/ლიტრაზე;პრემიუმის ტიპის ბენზინი - 3,07-3,18 ლარი/ლიტრაზე;სუპერის ტიპის ბენზინი - 3,15-3,26 ლარი/ლიტრაზე;ევრო დიზელის საწვავი - 2,87-3,07 ლარი/ლიტრაზე;დიზელის საწვავი - 2,64-2,99 ლარი/ლიტრაზე; როგორც მედიასთან საუბრისას „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, საქართველოში, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი კიდევ გაძვირდება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, S&P Global Platts-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზეც იზრდება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება. "კერძოდ, ბენზინის ფასი 1 ოქტომბრიდან დღემდე ტონაზე დაახლოებით 44.25 დოლარით, ანუ 5.9%-ით გაიზარდა და 791.25 დოლარი შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1 ოქტომბრიდან ტონაზე დაახლოებით 54.5 დოლარით ანუ 8.2%-ით მოიმატა (1 სექტემბრიდან გაზრდილია 130 დოლარით ანუ 22%-ით) 1 ტონა დიზელის ღირებულებამ 722.50 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელში არსებულ ფასებს, სექტემბერში საწვავზე ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მოხდა საწვავის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა საბითუმო ბაზარზე, რამაც განაპირობა ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დაფიქსირდა საწვავის ფასის მატება“, - აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოში, საწვავზე ფასების დინამიკა მზარდია. „საწვავის ფასის ზრდის ტრენდი სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო და საკმაოდ გაიზარდა. წლიურ ჭრილში რომ შევხედოთ, 2020 წლის ოქტომბრის მაჩვენებელი პლაცზე იყო 400 დოლარი და სამწუხაროდ, დღეს 1 ტონა საწვავის ღირებულება 800 დოლარია. ნავთობის და საცალო პროდუქტების ფასის გამოთვლაში ორი კომპონენტია, ამ ორი კომპონენტიდან ძირითადი დღეს ნავთობის საერთაშორისო ფასია, რომელიც კრიტიკულად გაზრდილია.მსოფლიოში არსებული პროგნოზებით ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა 82-82 დოლარიდან 90 დოლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.

ალ კაპონეს პისტოლეტი აუქციონზე 860 000 დოლარად გაიყიდა

ამერიკელი განგსტერის ალ კაპონეს კუთვნილი ნივთები კალიფორნიაში, შაბათ -კვირას გამართულ აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. აუქციონზე წარმოდგენილი იყო 174 ნივთი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი და პირადი ფოტოები, ასევე სამკაულები და ავეჯი. ყველაზე პოპულარული ლოტი ალ კაპონეს საყვარელი პისტოლეტი კი 860 000 დოლარად გაიყიდა. ეს ნივთები ალ კაპონეს ოჯახის მფლობელობაში დაახლოებით 75 წლის განმავლობაში რჩებოდა. იტალიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი 1931 წელს გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს. მას 11 წელი მიუსაჯეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალ კაპონე ციხიდან 1939 წელს გაათავისუფლეს, 1947 წელს კი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ გრანტის ნაწილიც ვერ მიიღო

„ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ გრანტის ნაწილიც ვერ მიიღო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე, როდესაც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჰკითხა ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით. „გრანტი შედარებით ცოტაა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც 5,7,10 მლნ გრანტი სრულდ ვერ მივიღეთ, რადგან გარკვეული რეფორმები ვერ გატარდა. „რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, არა იმიტომ რომ ქვეყანამ გრანტი დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ რეფორმები ვერ მივიყვანეთ ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მანვე დაამატა, რომ ევროკავშირთან გრძელდება თანამშრომლობა, რომ რეფორმებზე დაფუძნებული რესურსი მიიღოს ქვეყანამ. ამავე თემაზე: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე: უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა

ეკონომიკის მინისტრი: ქართული ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა

" პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის სამი მილიარდი დოლარის ექსპორტი გავიდა და მიმდინარე წლის ცხრა თვეში ქართული ექსპორტის ზრდამ 24 პროცენტი შეადგინა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრესმონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, ქვეყანას საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს. „ასევე, თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ცხრაპროცენტიანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე, სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბრის ექსპორტს 22.3 პროცენტით, 68.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება. სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1 პროცენტით გაიზარდა და 1,299.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე: უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. დღის წესრიგში შედიოდა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მოსმენა. მინისტრის მოადგილემ ფრაქციის წევრებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გააცნო. გიორგი კაკაურიძემ ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზეც ისაუბრა, როდესაც დახმარებაზე უარის მიზეზებზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჰკითხა. დეპუტატი დაინტერესდა, რამდენად დამაზიანებელი იყო ეს გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს ურთერთობებისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით. „ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ვალი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით მაღალია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მთლიან ვალში 80% საგარეო ვალის წილია. ეს რომ იყოს საშინაო ვალი, ასეთ შემთხვევაში რისკი ნაკლები იქნებოდა. საგარეო ვალის მაჩვენებელი ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ მაღალია და ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ ეს ვალი შევამციროთ. წელს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში კიდევ რაღაცებზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის წარმოვადგენთ რატიფიცირებული დოკუმენტების ცვლილებას. სადაც პროექტები იყო დაგეგმილი, მისი ან დროში გადავადება მოგვიწევს ან ჩვენი რესურსის გამოყენება და ვალის შემცირება. საგარეო ვალის ნაწილში ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილება - გარკვეული ცვლილებები თითქმის ყველა საფინანსო ინსტიტუტთან გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ ვალს აღარ ავიღებთ. ჩვენ საფინანსო ინსტიტუტებიდან ვალს ყოველწლიურად ავიღებთ, როგორც კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად, ასევე ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებისთვის. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები ყოველთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ რესურსი ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს თანხა რეფორმებს მოჰყვება. რეფორმები მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური და გრძელვადიანი განვითარებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის თანხას, ის იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რეფორმებს მოჰყვებოდა. ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა რეფორმა 10-12 მიმართულებით. პუნქტობრივად რომ გავყვეთ დეტალურად, ყველა მათგანი შესრულებულია. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი. მე სასამართლო სისტემის შემფასებლად ნამდვილად არ გამოვდგები. აქაური ექსპერტები, ვინც პროცესში იყვნენ ჩართული, თვლიან, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ხელშეკრულებაში ეწერა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობა საჯაროდ აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები შესრულებული არ იყო და შინაარსობრივად არ შეიცავდა იმ რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა. ევროკავშირის სესხს (და არა დახმერებას) პირობები ნამდვილად კარგი აქვს, თუმცა არის სესხი და დასაბრუნებელია ეს თანხა. პირობების კუთხით კი, ბევრ სესხთან მიმართებით უკეთესია. ევროკავშირთანაც გვქონდა კომუნიკაცია და მათი ჩართულობით, წმინდად ეკონომიკური და ფინანსთა სამინისტროს ნაწილი რაც იყო გასაკეთებელი, ყველა რეფორმა განხორციელდა, დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა. როდესაც დადგა საკითხი, რომ ამ სესხს რაღაც პრობლემა შეიძლება, ჰქონოდა, შესაბამისად, როცა უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, თუ რომელ სესხზე გვეთქვა უარი, ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ ვერც გრანტის ნაწილი მიიღო. „გრანტი შედარებით ცოტაა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც 5,7,10 მლნ გრანტი სრულდ ვერ მივიღეთ, რადგან გარკვეული რეფორმები ვერ გატარდა. „რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, არა იმიტომ რომ ქვეყანამ გრანტი დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ რეფორმები ვერ მივიყვანეთ ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მანვე დაამატა, რომ ევროკავშირთან გრძელდება თანამშრომლობა, რომ რეფორმებზე დაფუძნებული რესურსი მიიღოს ქვეყანამ. „თქვენ ადასტურებთ, რომ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვით იმიტომ, რომ იცოდით, ისედაც ვერ მიიღებდით ამ დახმარებას?“, - მიმართა საპასუხოდ, სალომე სამადაშვილმა მინისტრის მოადილეს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შინაარსი არის ის, რომ რამდენიმე სესხზე უარი უნდა გვეთქვა და წელს უფრო ნაკლები სესხები აგვეღო, შესაბამისად, ვთქვით იმაზე უარი, რომელზეც რისკი იყო, რომ შეიძლება არ ჩამორიცხულიყო“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია. ამავე თემაზე: კახა გოგოლაშვილი: მომავალში, როდესაც ბევრი სხვა დახმარება დაგვჭირდება, ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მოგვთხოვს რეფორმების შესაბამისობაში მოყვანას რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში