სამართალი

პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ.გ. თბილისში დააკავეს. ბრალდებული მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა. მათივე ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 1999 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2022 წლის 13 სექტემბერს ვ.გ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, სასამართლოზე საბოლოო სიტყვით წარსდგება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე, დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს. ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს "გვაქვსმოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული", - განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძემ. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.  

ადვოკატი: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის მიმართ გირაოს გამოყენებას მოვითხოვთ

მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით, - ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პროკურატურამ ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ 9 პირს ბრალი წარუდგინა ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი ვახტანგაშვილის პოზიცია უცვლელია და ის მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. "გიორგი ვახტანგაშვილი გამოძიების დაწყების წუთიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.  რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომას, ალბათ უახლოეს ხანებში ჩაინიშნება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას ბატონი გიორგი მიმართ. ჩვენ, ისევ გიორგის პოზიციიდან გამომდინარე, ფაქტობრივ საფუძვლებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ და მხოლოდ არ დავეთანხმებით ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებაში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას - გირაოს სახით“,- განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

პროკურატურამ ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ 9 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ 9 პირს ბრალი წარუდგინა. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე გააკეთდა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა  „გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება  წარედგინათ  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი. პირველი: 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 წლის 26 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები. აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები. ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა. 22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა. „გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული  დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა.  ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "გრინსერვისი+“-ის  დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), "გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით, მეორე ეპიზოდზე  დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს  შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა N2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე. 2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შეასრულა შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება შპს ,,მშენ-ექსპერტთან“ გააფორმა. ,,მშენ-ექსპერტი“-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების  შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. აღნიშნულის შემდეგ, "მშენ - ექსპერტი"-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მოამზადეს დასკვნის პროექტი და 19 აგვისტოს გადაუგზავნეს  ,,გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს, მივიდა შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს ოფისში და აღნიშნული კომპანიის ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი დაითანხმა,  რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სანაცვლოდ კი დაპირდა, რომ მათ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებდნენ. 25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა შეისწავლეს და დაადგინეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა  საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დოკუმენტი ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. აღნიშნულ ეპიზოდზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება "გრინსერვისი+“-ის  დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს - 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ჩატარებულია ასეულობით  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხული არიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური ტრასოლოგიური, სამშენებლო ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, რომლებმაც პასუხი უნდა გასცეს, შეესაბამებოდა თუ არა შედგენილი პროექტი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიერაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება. გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც დამატებით გამოიკვეთება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. პროკურატურა  ცხრავე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.  შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 6 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი ეჭვის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17 802, 39 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.  

ქუთაისში, გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის კაცი სკოლის მოსწავლეებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პირი მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. პირი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სექსუალური ძალადობის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.  

ხულოს მუნიციპალიტეტში, კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცი ხეს ჭრიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ამასთან, ადგილზე მისულ ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.  

შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა

შსს-მ ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე 9 პირი დააკავა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.     გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. 2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.   ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.   ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს - ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის - ლ. ჭ.-სთვის. ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბ. მ.-ს.   2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.   „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.   გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორმა - ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა - დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს - დ. კ.-ს.   ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა - დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.   2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.   შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები.   გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.  2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.    დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.   დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას,   დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,   დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.   შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

შემოსავლების სამსახური: პოლონეთიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში, სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა

პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული საქონელი განადგურდა. „საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის" მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს

ბათუმში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა.   ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (19-109-ე მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს) და 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.  ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.  

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც წუხელ ბათუმის ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა „მედცენტრი“ ადასტურებს.  ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდაა. Europetime-სს შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.  

ადვოკატი: ფურცხვანიძე გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი

ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ დაკავებული კომპანია „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მამუკა ბლიაძემ განუცხადა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა „ფურცხვანიძეს გაუკვირდა მისი დაკავების ამბავი, დღეში სამჯერ მიდიოდა პოლიციის სამმართველოში და თუ დასაკავებელი იყო მივიდოდა და ადგილზე დააკავებდნენ, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს სამსახურის ეზოში. გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს. თითქოს ექსპერტები აიძულა და ზეგავლენა მოახდინა, რომ ყალბი დასკვნები გაეკეთებინათ, ეს ხომ აბსურდია“, - აღნიშნა მამუკა ბლიაძემ.  შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების - დამაკმაყოფილებელი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.  

,,მშენექსპერტის“ დირექტორისა და ინსპექტორის ადოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნას ვერ გასცემდნენ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული ორი ბრალდებულის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორის, ნუგზარ ქიტიაშვილისა და ამავე კომპანიის ინსპექტორის, დავით თუშიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მათ მხოლოდ პროექტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა გააკეთეს, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნა არ გაუციათ. „მათ, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინებათ, დოკუმენტის გაყალბებაზე, რასაც ისინი არ ეთანხმებიან. მათ ჩაატარეს საექსპერტო სამუშაო ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით. რამდენი ბეტონია დასხმული, რამდენი ნათურაა გამოყენებული და ა.შ. მათ უსაფრთხოების ლიცენზია არ აქვთ. ასე რომ, ისინი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვერანაირ ლიცენზიას ვერ გასცემდნენ”, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა. დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.   დაკავებულია „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას,   დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,   დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

შსს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე: გამოძიება გრძელდება, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა და შესაძლოა, ბრალდებულლთა წრე გაიზარდოს - შსს-მ ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე, 9 პირი დააკავა.  ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. "საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე. გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ. გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა და შესაძლოა, ბრალდებულლთა წრე გაიზარდოს", - აცხადებენ შს სამინისტროში.   შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე 9 პირი დააკავა შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

შსს: ვაკის პარკის შადრევანში, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ჩაატარეს

"ვაკის პარკის შადრევანში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა", - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ. შსს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე: გამოძიება გრძელდება, შესაძლოა, ბრალდებულლთა წრე გაიზარდოს შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე 9 პირი დააკავა  „2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში. LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა ანდრია ბასილაია: ვაკის პარკის შადრევანში, ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

პოლიციამ ქუთაისის მერიის შენობიდან ქურდობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები პოლიციამ იპოვა. ქურდობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი შუა ხნის კაცია დაკავებული. როგორც ცნობილია, „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ კუთვნილ აპარატურას უახლოეს დღეებში გადასცემენ. ცნობისთვის, ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე დღეს დილით გაქურდეს. ამასთან, „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კამერა იყო მოპარული.  

LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა

ეჭვის დონეზე მაქვს, რომ პროექტში ცვლილებები, სამუშაოს ჩატარების პროცესში მოხდა. კადრები ვნახეთ, იქ ჩანს კაბელები. პრაქტიკულად მგონია, რომ შპს LMC-ის პასუხისმგებლობა მოიხსნა, - ამის შესახებ შპს LMC-ის წარმომადგენელმა, ზაზა ნაჭყებიამ "ტვ პირველს" განუცხადა. მისივე განცხადებით, LMC-ის გუნდს, რომელიც ვაკის პარკში, შადრევნის პროექტის ავტორია, ყველაფერი გაწერილი ჰქონდა. „პროექტში რამე ცვლილება, რომ შეტანილიყო, უნდა მომხდარიყო მერიიდან ჩვენთან დაკავშირება, რადგან საავტორო ზედამხედველობას ვუწევდით. პირდაპირ გეტყვით, ეჭვის დონეზე მაქვს, რომ შეტანილი იყო ცვლილებები, სამუშაოს ჩატარების პროცესში. კადრები რაც ვნახეთ, იქ არის კაბელები, პრატიკულად მე მგონია, რომ შპს LMC-ის პასუხისმგებლობა მოიხსნა. ჩვენს პროექტში, სხვა რაღაცები იდო", - განაცხადა ნაჭყებიამ. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

პროკურატურა: სასამართლომ 14 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

სასამართლომ 14 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, მათ შორის გამართლდა ე.წ. „ყინწვისის“ სპეცოპერაციის საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული კიდევ 12 პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2007 წელს, სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ დირექტორს ლევან ნემსწვერიძეს გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის 17 548 ლარის მითვისებას, ხოლო ქ. ცაგერის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ნაირა ბერაძეს ამავე თანხის გაფლანგვას ედავებოდა. "იმჟამინდელი გამოძიების მასალების მიხედვით 2001-2002 წლებში, ქ. ცაგერში, სანაპიროს ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე შპს „ცაგერის წყალმომარაგება–კანალიზაციის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტში მითითებული მოცულობები და ღირებულებები, არ იყო შესაბამისობაში რეალურად განხორციელებულ სამუშაოებთან, ხოლო სხვაობამ შეადგინა 17 548 ლარი. 2007 წლის 7 მარტის ცაგერის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ლევან ნემსწვერიძე გასამართლებული იქნა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნაირა ბერაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.ორივე პირს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალათ პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მათვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მათი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მოწმეთა ჩვენებებით და ჩატარებული კომისიური საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება აღემატებოდა ცაგერის გამგეობისგან მიღებულ თანხას და შეადგენდა 71 307 ლარს, რითაც ცალსახად გამოირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 17 548 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტები.აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის თაობაზე და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარიმართა. 2022 წლის 12 ოქტომბერს ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.გარდა აღნიშნულისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. „ყინწვისის“ სპეცოპერაციის საქმეზე, თორმეტი უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმარი გაამართლა. საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე ,,ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, კახაბერ თოდაძე, ზურაბ გელაშვილი, ზურაბ ჩიტრეკაშვილი, ვარლამ ჩარკვიანი, გიორგი ბეროშვილი, გიორგი აღაჯანიშვილი (ამჟამად ციციშვილი), დავით ჩიტრეკაშვილი, თეიმურაზ ცამბაია, ბორის გურული, ბადრი ჩიგოგიძე, მამუკა ბესელია და მიხეილ მაისურაძე დააკავეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2011 წლის 28 მაისს, აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად) წარედგინათ. საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ცალკეულ პირთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ბრალდებულებმა აღიარეს არჩადენილი დანაშაული და დათანხმდნენ არსებითი განხილვის გარეშე საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, აღნიშნული პირები დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.თორმეტივე პირი „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, აღიარებულ იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოში საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და 2022 წლის 23 სექტემბერს თორმეტივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილი იქნა 455 პირი, რომელთაგან 323 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 115 ყოფილი მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 108 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 9 100 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 426 958 ლარს. "ასევე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით 1 650 640 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 - ე და 180 – ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 9 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.