თეგი: აკრძალვა
საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 1 წლით აკრძალავს
აქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. „ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პრემიერმა საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის განკარგულებას ხელი მოაწერა
2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება - შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 1 წლით აკრძალავს როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა
ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის. ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 მაისს ამოიწურა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ მორატორიუმი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე.
საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის შატო დე ვინსენში შესვლა აიკრძალა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებს, პარიზთან ახლოს მდებარე შატო დე ვინსენში შესვლა აეკრძალათ. შატო დე ვინსენში მდებარე ციხე-სიმაგრეში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს არქივი ინახება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გამოიცა დირექტივა, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს, ისტორიული ძეგლის დათვალიერება აეკრძალათ. ისტორიული ძაგლი პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც თავდაცვის სფეროს ბიბლიოთეკა და არქივია დაცული. მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე სპეციალური წესების დაცვით დაიშვებიან. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „საფრანგეთში, რუსეთის მოქალაქეების სამხედრო ობიექტებზე დაშვება აიკრძალა“. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ მედიას შეუძლია კონკრეტულ დოკუმენტზე შესაბამისი მოთხოვნა გამოგზავნოს. შატო დე ვინსენში ციხე-სიმაგრე საფრანგეთის მეფეებისთვის XIV – XVII საუკუნეებში აშენდა.
რუსეთმა მოლდოვიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა
მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მოლდოვადან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მიზეზები აქვს. „რუსეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები ადრეც დააწესა. მანამდე ეს რეგულარულად ხდებოდა ღვინოზე, ხილსა თუ ბოსტნეულზე. ამავდროულად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ხილ-ბოსტნეული კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე. პროდუქცია ექსპორტირებულია ევროკავშირის ბაზარზე, რომელსაც დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს“, - განაცხადა პოპესკუმ Moldova 1-ზე. 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Rosselkhoznadzor)მოლდოვის 31 რეგიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში იმპორტზე შეზღუდვები გამოაცხადა. Rosselkhoznadzor-ი აცხადებს, რომ აკრძალვის მიზეზი, რომელიც ძალაში 15 აგვისტოს შევა, მოლდოვური ბოსტნეულისა და ხილის პარტიებში აღმოჩენილი მწერები და მავნებლები გახდა. აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებზე და არ ვრცელდება, მაგალითად, დაკონსერვებულ ბოსტნეულზე, ხილზე ან ღვინოზე. რუსეთის სამსახურმა განაცხადა, რომ აკრძალვას არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ აკრძალვის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირმა გადასახადები და კვოტები მოლდოვადან შვიდი სახეობის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დროებით გააუქმა. ევროკავშირის მიზანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების ფონზე, მოლდოვის ეკონომიკას მხარი დაუჭიროს.
ლიეტუვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვაზე მოწოდებებს შეუერთდა
მას შემდეგ, რაც ესტონეთმა შენგენის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ლიეტუვამ განაცხადა, რომ აფასებს მეზობლის გადაწყვეტილებას და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს უერთდება. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტური იქნება, თუ ის ევროკავშირის დონეზე იქნება მიღებული. „ლიეტუვა თანმიმდევრულად გამოდის აგრესიული სახელმწიფოების მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით და მხარს უჭერს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი ევროკავშირის დონეზე მოქმედებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანსა და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს, სომხეთში შესვლა აეკრძალათ
კრემლის პროპაგანდისტი, სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანის თქმით, მას და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს სომხეთში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ, მან ტელეგრამ-არხზე დაწერა. „კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც", – წერს სიმონიანი ტელეგრამზე. მანამდე, 25 ოქტომბერს რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა. წერილში, მან განმარტა, რომ სომხეთისთვის, მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მიუღებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება, სიმონიანს, ის სომხეთში ჩასვლაზე აკრძალვის მიზეზს არ ასახელებს. ამ დრომდე, მარგარიტა სიმონიანისთვის დაწესებულ აკრძალვაზე, სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Warner Bros-მა რუსეთში, თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა
ამერიკულმა კინოკომპანია Warner Bros-მა, რუსულ ჰოლდინგ National Media Group-ის არხებს სტუდიური ფილმების მაუწყებლობა აუკრძალა, თუმცა სალიცენზიო ხელშეკრულებები კიდევ წელიწადნახევარია ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას The Bulletin of the Film Distributor წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. NMG მოიცავს: რუსეთის პირველ არხს, STS-ს, REN TV-ის, Domashny-ის, მეხუთე არხს. ჰოლდინგი ასევე ემსახურება საკაბელო ტელევიზიას, მათ შორის STS Media-ს, ViP Comedy-ის, TV1000 Action-ს, Da Vinci-სა და სხვა. 2016 წლის დეკემბერში, ჰოლდინგის პრეზიდენტი კირილ კოვალჩუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. 2014 და 2022 წლებში NMG-ის ერთ-ერთი აქციონერის, Rossiya Bank-ის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. შეგახსენებთ, რომ უოლტ დისნეიმ, Warner Bros-მა და Sony Pictures-მა რუსეთის კინოთეატრებში ფილმების ჩვენება შეაჩერეს. ასევე, რუსეთში უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-იმ, Sony-იმ, Paramount-მა და Universal Pictures-მა მუშაობა და პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს. ამ კომპანიების ფილმები, რუსული ბაზრის თითქმის 80% შეადგინა.
რადაში, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ეკლესიის საქმიანობის აკრძელვაზე, კანონპროექტი შევიდა
უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა იკრძალება. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია კანონპროექტის ინიციატორია, სახალხო დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი. „კანონპროექტის მიზანია, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა, რადგან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ღია ანტიუკრაინულ, დივერსიულ აქტივობებსა და მხარს უჭერდა კრიმინალური რუსული რეჟიმის ყველა ქმედებას“, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა, ირინა ფრიზმა. კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს მისივე თქმით, მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში, ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიისა და უკრაინის სახელმწიფოსთვის მინიჭებული საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, კიევ-პეჩორის ლავრაში და ეკლესიებში ჩხრეკა ჩაატარა. ლავრის ტერიტორიაზე ჩხრეკისას აღმოჩენილია რუსული პროპაგანდისტული მასალები და ნაღდი ფული. გარდა ამისა, იქ აღმოაჩინეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.