მას შემდეგ, რაც ესტონეთმა შენგენის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ლიეტუვამ განაცხადა, რომ აფასებს მეზობლის გადაწყვეტილებას და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს უერთდება.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტური იქნება, თუ ის ევროკავშირის დონეზე იქნება მიღებული.
„ლიეტუვა თანმიმდევრულად გამოდის აგრესიული სახელმწიფოების მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით და მხარს უჭერს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი ევროკავშირის დონეზე მოქმედებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.