თეგი: ბირთვული შეთანხმება
სერგეი ლავროვი: ირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობაზე ვაშინგტონისგან გარანტიები მივიღეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ვაშინგტონისგან თეირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობის შესახებ გარანტიები მიიღო. ამის შესახებ ლავროვმა ჟურნალისტებს მოსკოვში ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გარანტიები ირანის ერთადერთი ბირთვული ობიექტის, ბუშერის რეაქტორის საქმიანობაში რუსეთის მონაწილეობას დაიცავს. აშშ-მ ბირთვული შეთანხმება 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანისთვის სანქციების გაუქმებას და სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა. შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2021 წელს, კვლავ განაახლეს მოლაპარაკებები, რომლებიც შეწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთისგან მოითხოვა გარანტიები, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ვაჭრობას ირანთან არ დააზარალებდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრება
ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. ამის შსახებ თურქული მედია წერს. აბდულაჰიანი ლიბანში სირიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა ბუჰაბიბს შეხვდა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიბანის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ „ბირთვული გარიგება“ მთელი რეგიონის ინტერესშია. „ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან გარიგებისთვის, მაგრამ ამასთან უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი „წითელი ხაზები“, - აღნიშნა მინისტრმა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.
ბორელი: ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ირანი და სხვა მხარეები მზად არიან, აღადგინონ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც მკაცრი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეზღუდავს თეირანის ბირთვულ პროგრამას. ამის შესახებ Reuters წერს. „ახლა ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მიღწეული იქნება,“ - თქვა ბორელმა დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. ამის შსახებ თურქული მედია წერს. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.
მედია: ირანის განცხადებით, ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება ჩიხშია
ირანი აშშ-ს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება, კვლავ ჩიხშია. Figaro-ს ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა საიდ ხატიბზადემ განაცხადა. „აშშ-ს ეკისრება პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების შეფერხებაზე, რადგან პასუხის გაცემას აგვიანებენ“, - აღნიშნა ხატიბზადემ. მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება მიღწეული იქნება უახლოეს კვირებში. ასეთი განცხადება მარტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ირანთან ბირთვული შეთანხმება „რამდენიმე დღეში გადაწყდება“ . Figaro წერს, რომ მხარეებს შორის პროგრესული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა და საკითხი ვერც თეირანში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორას ვიზიტისას გადაწყდა. 26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები. ასევე წაიკითხეთ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია
EU: ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა
ორთვიანი შესვენების შემდეგ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გერმანიაში, G7-ის ქვეყნების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდა“, - განაცხადა ბორელმა. ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელის მოადგილე ენრიკე მორა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს თეირანთან მოლაპარაკებებში, ამ კვირის დასაწყისში თეირანში გაემგზავრა, სადაც ბირთვულ შეთანხმებაზე, დიალოგის წინსვლის გზებზე უნდა ემსჯელა. 26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები. ასევე წაიკითხეთ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა თეირანში ვიზიტისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება. ეს ინფორმაცია ამირ-აბდოლაჰიანმაც დაადასტურა. ლავროვი თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა მედია: ირანის განცხადებით, ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება ჩიხშია „JCPOA-ს გარშემო მოლაპარაკებას განვაახლებთ უახლოეს დღეებში... მე ვგულისხმობ, მალე, დაუყოვნებლივ“- თქვა ბორელმა ირანის დედაქალაქში პრეს-კონფერენციის დროს. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება თეირანისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს. ირანთან მსოფლიოს ექვსი ქვეყნის შეთანხმებას ბირთვულ სფეროში გაუქმების საფრთხე 2018 წელს შეექმნა, როცა აშშ-მ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ირანმა ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენას ემხრობა.
Politico: ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 4 აგვისტოს განახლდება
ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 4 აგვისტოს, ვენაში განახლდება - ამის შესახებ POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, შეხვედრების ძირითადი ნაწილი ვენაში, სასტუმრო Palais Coburg-ში გაიმართება. წყაროების ცნობით, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებების რაუნდები, ამ დროისთვის უცნობია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიის დედაქალაქში ირანის დელეგაცია ალი ბაგერი კანის ხელმძღვანელობით ჩავა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ ენრიკე მორამ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ვენაში ბირთვულ შეთანხმებაზე გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობს. 18 აპრილს, ირანმა განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება, კვლავ ჩიხშია. მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები. ასევე წაიკითხეთ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია
იბრაჰიმ რაისი: ირანი ბირთვულ პროგრამაზე დიალოგს არ გაურბის
თეირანი არ ერიდება დიალოგს ბირთვულ პროგრამაზე, მაგრამ არ დააკავშირებს ქვეყნის პროგრესს დასავლური სახელმწიფოების მოთხოვნებთან. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა განაცხადა. ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია მისი თქმით, ირანი არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდის დატოვებას. „ჩვენ გვითხრეს, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და ირანის პრობლემები მოგვარდებოდა. თეირანმა გამოაცხადა მზადყოფნა გულწრფელი დიალოგისთვის. ჩვენ არ ვტოვებთ მოლაპარაკების მაგიდას, რადგან გვაქვს ლოგიკა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ალ-ზაჰრას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე. რაისის ინფორმაციით, ამ საკითხზე მან ნიუ-იორკში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა გამართა. „მე ვთხოვე მაკრონს და ნიუ-იორკში მყოფ ექსპერტებს, ეთქვათ, ჩვენი რომელი მოთხოვნაა ალოგიკური. მოგვიანებით მათ აღიარეს, რომ ჩვენი სიტყვები შესაძლოა, გამართლდეს. ჩვენ არასოდეს გამოვრიცხავთ პატიოსან დიალოგს, მაგრამ ჩვენს წინსვლას არ ვუკავშირებთ ცბიერებასა და წარბშეკრულ საუბარს“, - ხაზგასმით აღნიშნა რაისმა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.