თეგი: გაზის ექსპორტი
აზერბაიჯანმა 2022 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა
აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 27 პროცენტით გაზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. მინისტრმა თავის პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გაზის წარმოების მოცულობამ 19,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „ექსპორტმა შეადგინა 9,4 მილიარდი კუბური მეტრი, რაც მთლიანი რაოდენობის 47 პროცენტზე მეტია. გაზის ექსპორტიდან 48 პროცენტი (4,51 მილიარდი კუბური მეტრი) ევროპაში, 38 პროცენტი (3,57 მილიარდი კუბური მეტრი) თურქეთში და 14 პროცენტი (1 32 მილიარდი კუბური მეტრი) - საქართველოში გავიდა. 2022 წლის იანვარ-მაისში გაზის წარმოება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,3 პროცენტით გაიზარდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
ირანმა და თურქეთმა გაზის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს
ირანისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა, თურქეთში ირანული გაზის ექსპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელმა მოჰამად რზა ჯოლაიმ განაცხადა, იუწყება Trend სააგენტო Shana-ზე დაყრდნობით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით თურქეთში კომპანია Botaş-ისა და ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა შედგა. ჯოლაიმ დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, თურქეთში გაზის ექსპორტის პროცესში ყველა ტექნიკური ღონისძიება მხარეების კოორდინაციით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება. ამგვარად, განხორციელდება მილსადენების შეკეთება, კათოდური დაცვა, მილსადენების საფარის განახლება, სადგურის განახლება ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ქალაქ ბაზარგანში. შეგახსენებთ, რომ ირანიდან თურქეთში გაზის ექსპორტი დღეში საშუალოდ 30 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ირანს ექსპორტზე ქვეყანაში წარმოებული გაზის მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით 6%-ი გააქვს. ირანი ყოველდღიურად 900 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს აწარმოებს.
აზერბაიჯანის მიზანია, ხუთ წელიწადში ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგოს - ილჰამ ალიევი
გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკომისიასთან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ და ამ მიზანს ხუთი წლის განმავლობაში მივაღწევთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ეს შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ იქნება. დიახ, აზერბაიჯანი არ არის ბუნებრივი აირის ძალიან დიდი მიმწოდებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზარი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და რაც უფრო მეტ გაზს ვაწარმოებთ მომავალში, მით უფრო გავაფართოვებთ მიწოდების გეოგრაფიას“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტი 4 თვეში 10,5%-ით გაზარდა
აზერბაიჯანმა 4 თვეში ევროპაში 4 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. გაზის ექსპორტი იანვარ-აპრილში 10,5%-ით გაიზარდა. ევროპაში 3,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. გარდა ამისა, თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის - ალიევი
2021 წელს ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში 8 მილიარდი კუბური მეტრი იყო, წელს ის 12 მილიარდი კუბური მეტრი გახდება, 2027 წლისთვის კი, 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწებს. განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვილნიუსში აზერბაიჯანულ-ლიტვის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, იუწყება Trend-ი. მისივე განმარტებით, ეს მინიმუმია, რადგან პოტენციალი არსებობს. „არსებული საბადოებიდან უფრო მეტ ბუნებრივ აირს ვაწარმოებთ. ძალიან მალე გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან წარმოებას კასპიის ზღვის ერთ-ერთი დიდი საბადოდან. ასევე, განახლებად ენერგიაში ინვესტიციები საშუალებას მოგვცემს, დავზოგოთ ბუნებრივი აირი ექსპორტისთვის. აზერბაიჯანი, როგორც ევროპის საიმედო მიმწოდებელი, დღეს ახორციელებს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის ექსპორტს. ვგეგმავთ წყალბადის, მათ შორის მწვანე წყალბადის ექსპორტს. ეს ყველაფერი ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილია და ჩვენ მადლობელნი ვართ ჩვენი ლიეტუველი მეგობრებისა და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც აზერბაიჯანის ძალისხმევისა და ევროკომისიის ძალისხმევის დაახლოებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბულგარეთში ვიზიტისას, გასული წლის მაისში განაცხადა, რომ დაგეგმილია სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოება ევროპაში გაზის დამატებითი ექსპორტისთვის. ასევე წყალბადის ექსპორტი. გარდა ამისა, დაგეგმილი სხვა „მწვანე“ ენერგიის წარმოება და ექსპორტი. აზერბაიჯანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, აბუ დაბიში ქარისა და წყალბადის ოფშორული პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ ფინეთი, პოლონეთი, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები წყალბადის დერეფნის პროექტზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტი გაზარდა
აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპაში, იანვარ-მაისში 9,6%-ით გაიზარდა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა. „ევროპაში ტრანსპორტირდა 4,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში - 4,3 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში - 1,2 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 2,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე. იანვარ-აპრილის მონაცემით, აზერბაიჯანმა 4 თვეში ევროპაში 4 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 10,5%-იან ზრადს ნიშნავს. ევროპაში 3,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა. გარდა ამისა, თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 5,3%-ით გაზარდა
აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი იანვარ-დეკემბერში 5,3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „ევროპაში 11,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა ექსპორტზე, თურქეთში - 9,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველ - 2,5 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 5,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა," - განაცხადა შაჰბაზოვმა.