თეგი: გერმანიის კანცლერი
გერმანიის კანცლერი: პარადოქსია, რუსეთმა უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია
რუსეთმა უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის ლიდერის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით. ამასთან, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა „გულუბრყვილობის“ გარეშე.
გერმანიის კანცლერი: უკრაინაზე თავდასხმა აბსოლუტურად გაუმართლებელია, ეს „პუტინის ომია“
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია კოორდინაციას აწარმოებს G7-ისა და ევროკავშირის ლიდერებთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით. „ცხადი გახდება, რომ პუტინმა საშინელი შეცდომა დაუშვა ამ ომის გაჩაღებით. რუსეთი მწარე ფასს გადაიხდის მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის. მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა. მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ოლაფ შოლცი: აუცილებელია, წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხდა, რომ რუსეთის მიმართ ევროპული სანქციები მოკლევადიანი არ უნდა იყოს და მან გრძელვადიანი კონფლიქტის სახე უნდა მიიღოს. მისი თქმით, აუცილებელია წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე და რაც შეიძლება სწრაფად და ინტენსიურად. „ვფიქრობთ ასევე ინსტრუმენტებზე, რომლებიც ასეთივე ეფექტს იქონიებს აგრესორზე, ამასთან მინიმულური გავლენა ექნება ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, რათა ამ სანქციების ზიდვა შევძლოთ“,- განაცხადა შოლცმა. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
გერმანიის კანცლერი: ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მომავალსაც ანგრევს
რუსული ძალები უკრაინაში წინ წაწევას ვერ ახერხებენ, მიუხედავად ქალაქებზე განხორციელებული მძიმე თავდასხმებისა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „პუტინის თავდასხმა შეჩერებულია, მიუხედავად იმ ნგრევისა, რომელიც მას ყოველდღიურად მოაქვს. რუსეთის ლიდერმა სიმართლე უნდა მოისმინოს, ომი შეწყვიტოს და დიპლომატიური გამოსავალი მოძებნოს. ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მომავალსაც ანგრევს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი: აუცილებელია, წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე
გერმანიის კანცლერი: ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც ამჟამად ძალადობას იყენებს
ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც ამჟამად იყენებს ძალადობას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა იმპერიალიზმისკენ დაბრუნებაა. „ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც ამჟამად იყენებს ძალადობას. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ქცევის კოდექსად იქცეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: განვიხილეთ ანტირუსული სანქციების და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხები
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხედრო დანაშაულის ყველა ჩამდენი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. ასევე, განვიხილეთ ანტირუსული სანქციები და უკრაინის თავდაცვის დახმარების და ფინანსური მხარდაჭერის საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
გერმანიის კანცლერი: მთავარი პრიორიტეტია რუსეთთან NATO-ს დაპირისპირების თავიდან აცილება
NATO-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა. შოლც ჰკითხეს, რატომ ფიქრობდა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი, შოლცმა უპასუხა, რომ არ არსებობს წესების სახელმძღვანელო, რომელშიც ეწერება, როდის შეიძლება, ჩაითვალოს გერმანია უკრაინის ომის მხარედ. „ამიტომ მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. NATO-ს მიმართულებით ესკალაციის თავიდან აცილება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მე არ ვარ ფოკუსირებული გამოკითხვებზე, არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, გავღიზიანდე მომაბეზრებელი ზარებით. შეცდომის შედეგები შეიძლება, დრამატული იყოს. Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ინტერვიუს დროს ასევე დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, არ შეწყვიტოს დაუყოვნებლივ რუსული გაზის იმპორტი. აბსოლუტურად არ მესმის, როგორ შეიძლება, გაზის ემბარგომ დაასრულოს ომი. პუტინი რომ ღია ყოფილიყო ღია ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ის არ დაიწყებდა ამ გიჟურ ომს. მეორე მხრივ, თქვენი ქცევით, თითქოს საუბარი ფულზეა, საუბარი კი, დრამატული ეკონომიკური კრიზისის, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვისა და ქარხნების დახურვის თავიდან აცილებაზეა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა გამართა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „კანცლერმა შოლცმა დაურეკა პრეზიდენტს მისალოცად. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ზარი, რაც ფრანკო-გერმანული მეგობრობის ნიშანია“, – წერია ელისეს სასახლის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გაიმარჯვებს. თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ მონობაზე, ძალადობაზსა და დიქტატურაზე 77 წლის წინ", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა. „თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ მონობაზე, ძალადობაზსა და დიქტატურაზე 77 წლის წინ. პუტინს სურს, დაიმორჩილოს უკრაინა, გაანადგუროს მისი კულტურა და იდენტობა, თავის ბარბაროსულ, აგრესიულ ომსაც კი აიგივებს ნაციონალ-სოციალიზმთან ბრძოლასთან“, - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ
გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გაიმართეს
გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გაიმართეს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცთან საუბრისას თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში ნაცისტურ იდეოლოგიას ებრძვის. "რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა ვურჩიე. ასევე, რუსეთის ლიდერის განცხადებები, რომ უკრაინას ნაცისტები ხელმძღვანელობენ, „მცდარია“. მე მას ასევე ვაცნობე რუსეთის პასუხისმგებლობა სურსათის მიწოდების გლობალურ სიტუაციაზე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიის კანცლერი: გერმანული იარაღი, რომელიც უკრაინამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოითხოვა, ქვეყანაში დროულად ჩავა
"გერმანული იარაღი, რომელიც უკრაინამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოითხოვა, ქვეყანაში დროულად ჩავა", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. ოლექსი არესტოვიჩი: ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვაზე, რადგან უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევთ ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად "ჩვენ უკრაინას ანტიბალისტიკურ სისტემას მივაწოდებთ, რომელსაც ოდესის ან კიევის გადარჩენა შეუძლია. ასევე, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება გადავწყვიტეთ". - თქვა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინაში ქვეითი საბრძოლო მანქანები გაგზავნოს - Bild მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში?
გერმანიის კანცლერი: ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში
ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. „27-ჯერ კი! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას! ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში!“,- წერს ოლაფ შოლცი. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გერმანიის კანცლერი: წინ რთული თვეები გველის, მაგრამ უკრაინის მხარეს მტკიცედ ვდგავართ
წინ რთული თვეები გველის, მაგრამ აშკარაა, რომ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა არ შემცირდება, თუნდაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები კიდევ უფრო გაიზარდოს. ”წინ რთული თვეები გველის, მაგრამ აშკარაა, რომ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს და ვდგავართ იმ სანქციების უკან, რომლებზედაც შევთანხმდით ევროკავშირთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა არ შემცირდება, თუნდაცელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები კიდევ უფრო გაიზარდოს”, - განაცხადა შოლციმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს
გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერების იდეას მხარს არ უჭერს. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი შოლცის თქმით, ეს პუტინის ომია და გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვიზების საკითხზე საუბარი მისთვის რთულია. „ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
ოლაფ შოლცი: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის
მოსკოვის ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „მოსკოვის ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა დამოკიდებულია მსოფლიოს ტექნოლოგიურ პროგრესზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის. ევროპის მტკიცე და ერთიანმა პასუხმა გააკვირვა პუტინი, ის ამას არ ელოდა. დასავლური სანქციები ეფექტური და სწორია. ეს არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა ვაიძულოთ მას ომი დაასრულოს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება - შოლცი
დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ განაცხადა. „დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება.მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით“, - განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კანონზე მაღლა არავინ დგას - გერმანიის კანცლერი პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაფერისი ორგანოა. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება”, - აღნიშნა შოლცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე", - განაცხადა შოლციმ. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.