"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გაიმარჯვებს. თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ მონობაზე, ძალადობაზსა და დიქტატურაზე 77 წლის წინ", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა.
„თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ მონობაზე, ძალადობაზსა და დიქტატურაზე 77 წლის წინ. პუტინს სურს, დაიმორჩილოს უკრაინა, გაანადგუროს მისი კულტურა და იდენტობა, თავის ბარბაროსულ, აგრესიულ ომსაც კი აიგივებს ნაციონალ-სოციალიზმთან ბრძოლასთან“, - განაცხადა შოლცმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს
- იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ