NATO-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შოლც ჰკითხეს, რატომ ფიქრობდა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი, შოლცმა უპასუხა, რომ არ არსებობს წესების სახელმძღვანელო, რომელშიც ეწერება, როდის შეიძლება, ჩაითვალოს გერმანია უკრაინის ომის მხარედ.
„ამიტომ მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. NATO-ს მიმართულებით ესკალაციის თავიდან აცილება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მე არ ვარ ფოკუსირებული გამოკითხვებზე, არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, გავღიზიანდე მომაბეზრებელი ზარებით. შეცდომის შედეგები შეიძლება, დრამატული იყოს.
Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ინტერვიუს დროს ასევე დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, არ შეწყვიტოს დაუყოვნებლივ რუსული გაზის იმპორტი.
აბსოლუტურად არ მესმის, როგორ შეიძლება, გაზის ემბარგომ დაასრულოს ომი. პუტინი რომ ღია ყოფილიყო ღია ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ის არ დაიწყებდა ამ გიჟურ ომს. მეორე მხრივ, თქვენი ქცევით, თითქოს საუბარი ფულზეა, საუბარი კი, დრამატული ეკონომიკური კრიზისის, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვისა და ქარხნების დახურვის თავიდან აცილებაზეა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.
ასევე წაიკითხეთ
- ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
- მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
- მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
- ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
- როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს