ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს

გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერების იდეას მხარს არ უჭერს. 

ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცის თქმით, ეს პუტინის ომია და გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვიზების საკითხზე საუბარი მისთვის რთულია.

„ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა. 

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.