თეგი: დარია დუგინა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს. მისივე თანახმად, უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე იყო დამონტაჟებული. კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს უწყების განცხადებით, დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.
დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო
მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ტელეკომპანია „თებერვლის დილის“ ეთერში ოპოზიციის ლიდერმა ილია პონომარეევმა „ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტი“ წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ აიღო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება. „ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები, უკანონო მეომრები, ყაჩაღები და რუსეთის ხალხების მჩაგვრელები! ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა. ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები - ეს მისი პოლიტიკის არსია. ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ. ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!“, - ნათქვამია „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ მანიფესტში. ამასთან, დაჯგუფება, რუსეთის არმიას მოუწოდებს, რომ სხვა ქვეყნებში, საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს. „მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და აშ. მოვუწოდებთ ყველა რუსს, შემოუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერიანი დროშის ნაცვლად რუსეთის ახალი თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს“, - წერია მანიფესტში. რუსი ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი მხარს უჭერს „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ ქმედებებს. მისი თქმით, დაჯგუფება აე ებრძვის მშვიდობიან მოსხლეობას და არ განახორციელებს აქციებს სამოქალაქო ობიექტებზე. პონომარეევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ასევე შეიქმნა რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და თავისუფალი რუსეთის ლეგიონი, რომლებიც ამ ომის ფრონტებზე იბრძოდნენ პუტინის დამპყრობლებთან და მზად იყვნენ ბოლომდე წასულიყვნენ. ილია პონომარევმა მოუწოდა ყველას, ვისაც სურს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუერთდეს NRA-ს, უზრუნველყოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა და შეინარჩუნოს კავშირი როსპარტიზანთან. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია. დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო უწყების განმარტებით, დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავეა 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა. მან ინფორმაციის შეგროვების მიზნითი ბინა იმ სახლში იქირავა, სადაც დუგინა ცხოვრობდა. ჟურნალისტზე დასაკვირვებლად დამნაშავემ „მინი კუპერი“ გამოიყენა. რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ხოლო 21 აგვისტოს, დუგინას მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado მანქანის აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის რეგიონის გავლით ესტონეთში გადავიდნენ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
დუგინმა შვილის მკვლელობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსი და კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, შვილის, დარია დუგინას მკვლელობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური დუგინმა თქვა, რომ მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად ფესტივალ „ტრადიციიდან“ დაბრუნებისას მოკლეს. „ის იყო შესანიშნავი მართლმადიდებელი გოგონა, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. მას არასოდეს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ, ”- განაცახდა დუგინმა. დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო დუგინმა განაცხადა, რუსი ხალხის გატეხვა შეუძლებელია ასეთი „აუტანელი დარტყმებით“, უკრაინა კი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და ხალხის ნებას „სისხლიანი ტერორით“ ვერ ჩაახშობს. „ჩვენი გულები შურისძიებისაკენ ან შურისძიებაზე მეტისკენ ისწრაფვის. თუმცა ეს ძალიან მცირეა და არარუსულია. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო“, - თქვა დუგინმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
პუტინმა სიკვდილის შემდეგ დარია დუგინა, მამაცობის ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა მამაცობის ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა. განკარგულების ტექსტის მიხედვით, დუგინა დაჯილდოვდა, როგორც „ცარგრადის“ კორესპონდენტი - „პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობისა და თავდადებისთვის“. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია მანამდე 22 აგვისტოს პუტინმა მწუხარება გამოთქვა დუგინას გარდაცვალების გამო. რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც ულტრანაციონალისტური იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილია. უკრაინა უარყოფს მის სიკვდილში მონაწილეობას.
„აზოვის პოლკი“ აცხადებს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს უკრაინელთან, რომელიც რუსეთის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ნატალია ვოვოკს, რომელსაც ფედერალური სამსახური, მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, უკრაუნულ „აზოვის“ პოლკთან დაკავშირებული არ არის. ამის შესახებ, განცხადება „აზოვის პოლკის“ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური „ეგრეთ წოდებული დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში „აზოვის“ მონაწილეობის დადასტურებას ცდილობენ, ფაქტობრივად სხვა არაფერია, თუ არა „იაროშის“ მორიგი სავიზიტო ბარათი. ტერორისტული აქტში დადანაშაულება თავისთავად არის „აზოვის“ ხალხის წინააღმდეგ "ტრიბუნალის" მომზადება. ბოლოს და ბოლოს, ამ გზით რუსეთი თავისი მოქალაქეებში ამკვიდრებს საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლო პროცესის „აუცილებლობის“ შესახებ“, - ნათქვამია „აზოვის“ პოლკის განცხადებაში. მანამდე რუსულმა პროექტმა NemeZida-მ, რომელიც უკრაინის უშიშროების ძალების მონაცემებს აქვეყნებს, გამოაქვეყნა ოფიციალური პირადობის მოწმობის ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, ვოვკს ეკუთვნის. მოწმობაში ნათქვამია, რომ ვოვკი მსახურობდა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში და ეკუთვნოდა მარიუპოლის 3057 სამხედრო ნაწილს, ვიდრე ქალაქი რუსულმა ჯარმა არ დაიპყრო ამ შენაერთში შედიოდა „აზოვის“ პოლკიც. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.
ესტონეთი დარია დუგინას მკვლელობაზე FSB-ს ვერსიას პროვოკაციად მიიჩნევს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ აცხადებს, რომ FSB-ს ვერსია პროპაგანდისტ დარია დუგინას მკვლელობის შესახებ, პროვოკაციაა. უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ზეწოლას მოახდინოს ესტონეთზე უკრაინის მხარდაჭერის გამო. „რატომ განიცდის ესტონეთი ახლა უდიდეს კიბერშეტევებს? რატომ თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ორი კვირის წინ, რომ მათი ბრალია, რომ ესტონეთი ჯერ კიდევ თავისუფალი ქვეყანაა? ვფიქრობ, რომ ყველა ეს მოვლენა და სხვადასხვა ქმედება უფრო ფართო კონტექსტის ნაწილია და ამის მიზანია, სხვადასხვა ინსტრუმენტებით ცალსახა ზეწოლა ესტონეთზე და უკრაინის მხარდამჭერ სხვა ქვეყნებზე. ესტონეთი FSB-ს განცხადებებს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციად მიიჩნევს“, - განაცხადა რეინსალუმ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკი დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილზე - ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე, უკრაინის პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის. ესტონეთი დარია დუგინას მკვლელობაზე FSB-ს ვერსიას პროვოკაციად მიიჩნევს „ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. იგი არ გვაინტერესებს. ის არ იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის არც ოკუპირებულზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა, დარია დუგინას მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე დაასახელა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, (FSB) მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე დაასახელა. უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ ეს არის უკრაინელი ბოგდან ციგანენკო, რომელიც ასევე უკრაინელ ნატალია ვოვკს ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში დაეხმარა და ქალს ყალბი დოკუმენტები გადასცა. FSB-მ მკვლელობის დამნაშავედ ადრე ვოვკი დაასახელა. „დუგინას მკვლელობა ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც რუსეთში ტრანზიტით ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს ჩავიდა და რუსეთის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა“, - ამის შესახებ დღეს FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა (CSP) განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
ვატიკანმა, დარია დუგინასთან დაკავშირებით, რომის პაპის განცხადება განმარტა
მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილ დარია დუგინას შესახებ, რომის პაპის განცახდებაზე კრიტიკის საპასუხოდ, ვატიკანმა განმარტება გააკეთა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის პაპის კომენტარის გამო, სამოციქულო ნუნციო დაიბარა კათოლიკური ეკლესიის განცხადებაში, ნაწილობრივ, ნათქვამია: „რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, წმინდა მამა ფრანცისკეს განცხადებები არის მკაფიო და ცალსახად გმობს ომს როგორც მორალურად უსამართლო, მიუღებელსა და ბარბაროსულს“. „თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ფრანცისკე რისკავს თავისი რეპუტაციით, როდესაც ვლადიმერ პუტინს პირადად არ აკრიტიკებს. ეს არის ვატიკანის მიერ არჩეული პოლიტიკა, რომ არ იყოს მხარე კონფლიქტში, რათა შეინარჩუნოს ეკლესიის კონსტრუქციულობა, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, წერს The New York Times. ამიტომ დღევანდელი განცხადების მიზანია, რომ ვატიკანმა განმარტოს რომის პაპის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც რომის პაპმა თავის ქადაგებაში დარია დუგინას გარდაცვალებაზე ისაუბრა, (რაშიც რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს); უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ვატიკანის ელჩი, რათა გამოეხატა იმედგაცრუება ფრანცისკეს სიტყვებთან დაკავშირებით. 24 აგვისტოს მომლოცველებთან მიმართვაში, როდესაც უკრაინა აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ფრანცისკემ სხვა საკითხებთან ერთად განაცახდა: „მე ვფიქრობ იმ საწყალ გოგოზე, რომელიც მოსკოვში, მანქანაში ბომბის გამო დაიღუპა. ომის ფასს იხდიან უდანაშულო უდანაშაულოები“. თავის განცხადებაში ვატიკანი განმარტავს, რომ ფრანცისკეს ეს განცხადება ასე უნდა იყოს გაგებული: „ეს არის ხმა, რომელიც ამაღლებულია ადამიანის სიცოცხლისა და მასთან დაკავშირებული ფასეულობების დასაცავად და არა როგორც პოლიტიკური პოზიცია“. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.