თეგი: დოლარი
ერთი დოლარის ღირებულება სამლარიან ნიშნულს ჩამოსცდა
1 აშშ დოლარი ხვალ 2.9867 ლარი ეღირება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9867 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0312 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 3.4248 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.4042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 5 თებერვალს შევა.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $39 570 000 მილიონი გაყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, 9 მარტს გამართულ აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოიტანეს 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად უფასურდება. 24 თებერვალს, ერთი დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 8 მარტის მონაცემებით, ერთი დოლარი 3,3991 ლარი ღირს.
ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა
დღეს, ბოლო 20 წელიწადში პირველად, დოლარისა და ევროს კურსი გათანაბრდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ევრო, აშშ დოლართან მიმართებით, 1,29%-ით დაეცა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,0056 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2002 წლის დეკემბრის შემდეგ. ევროსთან მიმართებით, გაძვირდა დოლარი - Bloomberg-ის ამჟამინდელი მონაცემით, ერთი დოლარის ღირებულება 0.9928 ევროა.
ევრო ბოლო 20 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
სავაჭრო პლათფორმების მონაცემებით, ევრო დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 0,993 ევროა. Bloomberg-ის ცნობით, ახლა ევრო ვაჭრობისას იმავე დონეზეა, როგორც 2002 წელს, მისი არსებობის პირველ წლებში. „ევროპული ვალუტა სუსტდება იმ ეკონომიკური სირთულეების ფონზე, რომელსაც რეგიონი, ენერგეტიკული კრიზისისა და გვალვის კუთხით აწყდება“, - წერს გამოცემა. ივლისის შუა რიცხვებში ევრო დოლართან მიმართებით დაეცა, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ, მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შეფერხებით იყო გამოწვეული.
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა
23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.04 თეთრით გაუფასურდა და $1 ოფიციალური ღირებულება 2.8000 ლარი გახდა. ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.17 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7793 ლარია. 0.08-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2931 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1541 ლარი შეადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.92 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გაუფასურებაა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7972 ლარი გახდა.2.68-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3199 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1553 ლარი შეადგინა.
ლარი დოლართან 4,38-ით, ევროსთან კი 5,5 თეთრით გაუფასურდა
30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9045 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9126 ლარი გახდა.5.53-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.4029 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1598 ლარი შეადგინა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9002 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9002 ლარი ეღირება, ევრო – 2.8935 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3697 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9045 ლარი ღირდა, ევრო – 2.9126 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4029 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველი სექტემბრისთვის ამოქმედდება.
მედია: ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო 20 წლის მინიმუმზეა
Financial Times-ის ცნობით, ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის მინიმუმზეა. 5 სექტემბრის დილას ევროს კურსი 0.71 პროცენტით დაეცა და ერთი ევრო 0.9883 დოლარი ღირდა. „ეს არის ევროს ყველაზე დაბალი კურსი 2002 წლის დეკემბრის შემდეგ“, - წერს გამოცემა. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროს აშშ დოლართან მიმართებით ვარდნა, ევროპული ეკონომიკის გაურკვევლობით დაზარალდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა Nord Stream-ი სრულად გააჩერა. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.
ლუკაშენკოს ევროს შემდეგ დოლარის „ეპოქის დასრულება“ სურს
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ „დოლარის დომინირების“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ბიშკეკში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ბელორუსმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა „ყოველაფრის ფასად აუცილებელია ჩვენი კავშირის სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუმჯობესება. ფინანსებზე მაქვს საუბარი. დოლარის დომინირების ეპოქა რომ მთავრდება, უკვე ყველასთვის გასაგებია. მომავალი ეკუთვნის სავაჭრო ბლოკებს, რომლებშიც ანგარიშსწორებები განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსი და რუსეთი დოლარს ძირითად ანგარიშსწორებაში უკვე ჩამოშორდნენ. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტნიორები აქტიურად შეუერთდნენ ამ პროცესს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს სჯერა, რომ „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ ბელორუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დაუფიქრებელი ეკონომიკური სანქციების პაკეტის გავლენა ნელდება. „ახლა დროა გააცნობიერონ და შეაფასონ შედეგები. ყველა პლატფორმიდან უკვე ისმის სიტყვები ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისზე“, - აცხადებს ლუკაშენკო.
პირველ თებერვალს ერთი დოლარი 2.6518 ლარი ეღირება
პირველ თებერვალს ერთი დოლარი ლარი 2.6518 ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6410 ლარი იყო. ევრო ხვალ 2.8711 ლარი იქნება, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2673 ლარი. გამყარდა ევრო. მისი კურსი 2.8813 ლარს შეადგენს. ევრო დღეს 2.8745 ლარი ღირდა.
ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში იუანმა დოლარს პირველად გაუსწრო და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვალუტა გახდა
მარტში, იუანი ჩინეთში ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ვალუტა გახდა. იუანმა პირველად გადაუსწრო დოლარს. Reuters-ის ცნობით, ეს ოფიციალურმა მონაცემებმა დაადასტურა, რაც ასახავს პეკინის ძალისხმევას, იუანის გამოყენების ინტერნაციონალიზაციისკენ. იუანში ტრანსსასაზღვრო გადახდები და შემოსავალი მარტში, რეკორდულ 549,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იუანი გამოიყენებოდა ყველა ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციის 48,4%-ში, ხოლო დოლარის წილი 48,6%-დან 46,7%-მდე შემცირდა. ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციები მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე, კაპიტალის ანგარიშებს.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 2.9348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა.