თეგი: იზიუმი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეოკუპირებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა.  უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ „დეოკუპირებულ იზიუმში ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს. ასე იქნება ყველა უკრაინულ ქალაქსა და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ. ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, დღეს, ზემოთ ახედვისას მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენ სახელმწიფო დროშას - ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა, გაიქცა“, - განაცხადა ზელენსკიმ.   ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალაკლეიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს  

გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს სურს გაგზავნოს ჯგუფი იზიუმში, რათა გადაამოწმოს უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარისგან გათავისუფლების შემდეგ, იზიუმში, მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს „ჩვენს კოლეგებს უკრაინაში ესმით ეს ბრალდებები და აპირებენ მოაწყონ მონიტორინგის ვიზიტი იზიუმში ამ ადამიანების გარდაცვალების გარემოებების გარკვევის მიზნით“, - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტროსელმა.  15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.  

იზიუმში, ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს - უმაღლესი რადას წარმომადგენელი

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ იზიუმში, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ საფლავებთან ერთად, ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს.  გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის ლუბინეცმა იზუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან თავად ნახა უკრაინელი ჯარისკაცების ოცამდე ცხედარი, რომლებიც ზურგზე მიბმული ხელებით აღმოაჩინეს. ლუბინეცის თქმით, დახვრეტამდე ისინი აწამეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს ლუბინეცის სიტყვების დამადასტურებელი ფოტოები, ვიდეო ან სხვა მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, მაგრამ მან, შუადღისას ისაუბრა იზიუმში ჩასულ ჟურნალისტთა დიდ ჯგუფთან. მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ყველაფრის გადამოწმებას ისინი თავად შეძლებდნენ.  15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.  

ენტონი ბლინკენი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსეთის სიმხეცეები, შესაძლოა, ომის დანაშაული აღმოჩნდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ახლახან, დეოკუპირებულ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის დამადასტურებელია. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის ბლინკენმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „უნდა შეიქმნას მტკიცებულებების ბაზა და მომხდარი სიმხეცეები დოკუმენტებში უნდა აისახოს“. მისი თქმით, „ხშირ შემთხვევაში ჩადენილი სისასტიკე ომის დანაშაულად ჩაითვლება." ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს  ამასთან ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, რადგან ამას შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს და ვაშინგტონი უკვე დგამს შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.  

იზიუმში ოკუპაციის დროს დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია მიმდინარეობს

ხარკოვის ოლქის პროკურორის ალექსანდრ ფილჩაკოვის განცხადებით, იზიუმში მშვიდობიანი მოქალაქის 445 საფლავია აღმოჩნილი და ერთი მასობრივი სამარხი, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან დაკრძალული. „დაახლოებით 20 ადამიანი“, - აცხადებს ფილჩაკოვი.  გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის „ექსჰუმაციის დროს, აღმოჩენილია წამების კვალი“, - აცხადებს ფილჩალჩაკოვი. მისი თქმით, ერთ-ერთ ცხედარს კისერზე თოკი ჰქონდა შემოხვეული და აღენიშნება მოტეხილობები. ეს შესაძლოა, ადასტურებდეს ძალადობრივ სიკვდილს“.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს  ახლა ექსჰუმაცია გრძელდება, საერთო საფლავში დაკრძალულთა შორის, პროკურორის თქმით, შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპნენ. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.  

Bild-ის ჟურნალისტი: იზიუმის ოკუპაციის დროს, წამების მტკიცებულებები არსებობს

გერმანული გამოცემის Bild-ის ჟურნალისტმა პაულ რონცჰაიმერმა, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, გადაღებულია ოთახი, რომელსაც რუსი სამხედროები იზიუმში, ადამიანების წამებისთვის იყენებდნენ.  Maxar Technologies-მა იზიუმის მასობრივი სამარხების სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა „კაცმა, რომელიც აქ იჯდა, გვითხრა, რომ „შეუერთეს ელექტროდები და გაუკეთეს ელექტროშოკი. გაზის ნიღაბიც გამიკეთეს“, - წერს ჟურნალისტი თავის Twitter-ზე და აცხადებს, რომ მალე დეტალურ რეპორტაჟს გაავრცელებს. მანამდე, კუპიანსკის მცხოვრებმა, რომელიც ასევე ახლახან გაათავისუფლეს უკრაინულმა ძალებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს განუცხადა, რომ ის FSB-ის თანამშრომლებმა აწამეს. ესროლეს ტრავმატული პისტოლეტიდან და სხეულზე ჯვრები ამოუწვეს.  უკრაინულმა ძალებმა, ქალაქი იზიუმი გასულ კვირას გაათავისუფლეს. 15 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იზიუმთან აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი.   

იზიუმში ვითარება „აპოკალიფსთან ახლოსაა" - ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

იზიუმში, რომელიც განთავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან, „ვითარება აპოკალიფსურს უახლოვდება", -ამის შესახებ მერის მოადგილემ ვლადიმერ მაცოკინმა განაცხადა. Bild-ის ჟურნალისტი: იზიუმის ოკუპაციის დროს, წამების მტკიცებულებები არსებობს „[ქალაქის] ცენტრალური ნაწილი, მაღლივი კორპუსები 90% არის დანგრეული. საცხოვრებელი სექტორი, კერძო, ერთსართულიანი, ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ რეალური ვითარების დასადგენად ჯერ კიდევ უნდა ჩატარდეს კვლევითი სამუშაოები. ხალხი დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ ცხოვრობს, იქ ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ყველაფერი დანგრეულია“, - განაცხადა მაცოკინმა. იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს - უკრაინული მედია ქალაქში დენი არ არის, წყალმომარაგება და კანალიზაცია არ მუშაობს. გაზი ქალაქის მხოლოდ ერთ უბანს მიეწოდება.   მაცოკინი თვლის, რომ ზამთრამდე ქალაქის მცხოვრებთა ევაკუაციას გარდაუვალია. ქალაქში 17 ათასამდე ადამიანია დარჩენილი, აქედან 1500 ბავშვია.   

უკრაინა: ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, ჯამში, 447 ცხედარია ნაპოვნი

სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, ჯამში, 447 ცხედარია ნაპოვნი. იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს - უკრაინული მედია 16 სექტემბერს, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ იზიუმის მახლობლად, მშვიდობიანი მოქალაქეების, დაახლოებით 445 საფლავი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნებოდა. უკრაინულმა ძალებმა, ქალაქი იზიუმი დაახლოებით, ორი კვირის წინ გაათავისუფლეს. Maxar Technologies-მა იზიუმის მასობრივი სამარხების სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა    

ვოლოდიმირ ზელენსკი: იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

ხარკოვის რეგიონში, ახლახან დეოკუპირებულ იზიუმში, კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ასობით ცხედარია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.  ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: იზიუმში აღმოჩენილი, მასობრივი სამარხიდან ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს „წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღის წინ იქ ვიყავი. იზუმში აღმოაჩინეს დიდი მასობრივი საფლავი. დღეს მე მივიღე მეტი ინფორმაცია. ჩვენ ვიპოვეთ კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავი, სადაც ასობით ადამიანის ცხედარია. გარდა იმისა, საიდანაც 447 გარდაცვლილის ცხედარი ამოასვენეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.