თეგი: მთავრობის ადმინისტრაცია
ელენე ხოშტარია დააკავეს. ვიდეო
„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. „კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“, - აღნიშნულია ხოშტარიას Facebook გვერდზე. პარტიის ცნობით, დაკავებულია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა და პოლიტიკური საბჭოს წევრი შუშანა მაცაბერიძე. შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საქართველომ რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაუშვა რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ამ მოვლენებს აქციის მონაწილეების მხრიდან პერფორმანსის გამართვა უძღოდა წინ, რასაც ხმაური მოჰყვა. „სირცხვილიას“ წარმომადგენლის თქმით, მოძრაობის სამი წევრია დაკავებული. აქციის მონაწილეების მოთხოვნა პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომაა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია, რომელსაც „შინ ევროპისკენ" ორგანიზატორები მართავდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და სამომავლოდ პროტესტის გაგრძელების გეგმაზე იმსჯელებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მორიგი აქცია არ იგეგმება. „იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, არ ვიცი, ამ ხალხს მუშაობის საშუალება რომ მისცენ, კრიმინალი ასეთ დღეში არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" თავიდან ბოლომდე მარტო ძალოვნებზეა ჩამოკიდებული, მეტი არავითარი რესურსი არ დარჩათ. მთელი ღამის განმავლობაში არცერთი სამართალდარღვევა არ ყოფილა, დილითაც მხოლოდ ხმაური იყო ჩვენგან. კიბეებიდანაც ამოგვწიეს პოლიციის ძალით და არ მოგვცეს იქ დადგომის უფლება, რომ შენობაში შესულ ღარიბაშვილს აქციის არცერთი მონაწილე არ დაენახა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროტესტი მტკიცე და მართალია, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად", - განაცხადა მაქარაშვილმა. სამოქალაო მოძრაობის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარეს. ისინი პროტესტს დღეს დილიდან გამოხატავდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აქცია იყო არაძალადობრივი და მათ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. მათი მიზანია, მთავრობას კანონის ფარგლებში დისკომფორტი შეუქმნან. ისინი მთავრობის სხდომის დაწყებას ელოდებოდნენ, რომელიც დღეს, 4 ივლისს იყო დაგეგმილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამ ივლისსაც გაიმართა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ექსპორტის, ტურიზმისა და საბიუჯეტო საკითხები განიხილეს
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. „ხაზი გაესვა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა კვლავ გრძელდება, კერძოდ, 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ – 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. ასევე, განიხილეს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება. აღინიშნა, რომ 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 %-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი – 63.3 %-ით. ტურიზმზე საუბრისას კი ხაზი გაესვა, რომ იანვარ-მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 75.3%-ია და შემოსავლებმა 840.9 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5%-ია. ასევე, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს დადებითი ტენდენციები, რაც ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით 2022 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა. „ხაზი გაესვა, რომ გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი, ასევე, საგადასახადო შემოსავლებიც. ისევე, როგორც ნაერთი ბიუჯეტი, გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც, რომლის მოცულობამ 9,1 მლრდ ლარი შეადგინა. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,3% შეადგინა, რაც აჩვენებს, რომ გრძელდება დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი წლიური მაჩვენებელიც და ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 4,4%-ისა, მისი მაჩვენებელი 3,5 %-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაცია და კიდევ 19 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს, მათ შორის, არიან ისეთი მნიშვნელოვანი უწყებები, როგორებიცაა: მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა, 2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშვებელია „გამოუქვეყნებელი კონტრაქტების“ არსებობა, რადგან ეს კორუფციული შეთანხმებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. „გასულ წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდება, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა. 20-მა სახელმწიფო უწყებამ სხვადასხვა დროს შეწყვიტა გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება ან არასდროს გამოუქვეყნებიათ. ამასთან, ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული. გამოუქვეყნებელი კონტრაქტები რომ არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, ამას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდული, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. 2020-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 338 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება. მთავრობის ადმინისტრაციამ 26 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 41-ზე და ა.შ. შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. შსს-ს და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების ყველა შესყიდვა არ არის დაკავშირებული საიდუმლოებასთან. არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N13-ის მე-9 მუხლით განსაზღვრულია, რომ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა ატვირთოს. მიმდინარე წლის აპრილში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვა, ეცნობებინა, თუ რა არის კონკრეტული უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების არ გამოქვეყნების მიზეზი და რა ღონისძიებები გაატარა სააგენტომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. შესყიდვების სააგენტომ გვაცნობა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა CMR მოდულში ხელშეკრულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური ხარვეზები და სააგენტო ამჟამადაც ახორციელებს ქმედებებს ტექნიკური ხარვეზების სრულად აღმოფხვრის მიზნით. ამასთან ერთად, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რაც კანონში ასახული სიახლეების დანერგვისთვის შესყიდვების ელექტრონული სისტემის სრულ მოდიფიცირებას ისახავს მიზნად. ელექტრონული სისტემის განახლება კი არსებული ტექნიკური ხარვეზების სრულ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა რომ ნაწილობრივ აღმოიფხვრა, ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევებიც ადასტურებს. 2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა, ახლა კი ასეთ უწყებების რიცხვი 20-ია. თუმცა, ეს არ ამართლებს იმას, რომ ჩვენს მიერ ამ პრობლემაზე პირველად დაწერიდან 6 წლის შემდეგაც 20 უწყების, მათ შორის მსხვილი უწყებების კონტრაქტები ისევ არ ქვეყნდება. 6 წელი საკმარისზე მეტი დროა ტექნიკური ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. კონტრაქტების გაუმჭვირვალობა კორუფციული რისკების მონიტორინგს შეუძლებელს ხდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა სამართალდარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.
უმოკლეს ვადაში მოამზადდება პაკეტი დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებულ საუკეთესო და რელევანტურ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს. „ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს რაც იქნება ყველაზე მეტად მისაღები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას, “- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. "აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პროექტების შესწავლის მიზნით, კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე ვიზიტი უკვე განახორციელეს საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში Emaar Properties -ის მხრიდან ინვესტირების სურვილს. Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით და აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 283 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. "პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. გამოითქვა იმედი, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესს. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ამასთან ყურადღება დაეთმო კონკრეტულ მაჩვენებლებს, მათ შორის, აღინიშნა დადებითი ტენდენციები ტურიზმის მიმართულებით. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან EBRD-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, რომელსაც EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია აქციას მართავდა, ერთი პირი დააკავეს. აქციის მსვლელობისას ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტზე წარწერის გაკეთება სცადა, რა დროსაც, ის სამართალდამცავებმა დააკავეს. „ამ წარწერით ირაკლი ღარიბაშვილს უნდა შევახსენოთ, რომ ის არის რუსი“, - განაცხადა ნარმანიამ, რა დროს, ის პოლიციელებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. „ინტერპრესნის“ ცნობით, აქციის მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს. გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. „პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს. სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს: სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება; საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე. არასამთავრობოები: კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება. საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წელს მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყო
დღეს, 8 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის სამუშაოების დაწყებიდან 11 თვის შემდეგ, ღობის დემონტაჟის დაიწყეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ღობის მოხსნის გადაწყვეტილება ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. დემონტაჟის ფარგლებში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტურნიკეტის აღებაც იგეგმება. 2023 წლის 7 აპრილს რეაბილიტაციის ფარგლებში სკვერის მოსაწყობად, მთავრობის ადმინისტრაციასთან სამუშაო დაიწყეს. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, იმჟამად მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ვერ ასახელებდა სამუშაოების დასრულების თარიღს. მისივე თანახმად, ამ დრომდე უცნობია ამ სამუშაოების ხარჯი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინამორბედის რამდენიმე გადაწყვეტილება შეცვალა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟთან დაკავშირებული.
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მოხსნეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ღობე
„მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ,“ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დამონტაჟებული ღობის მოხსნის შესახებ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ღობე, რომელიც მოხსნეს, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა. „რაც შეეხება ღობის საკითხს, იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. ღობესაც აქვს თავისი პლუს-მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს-მინუსები. ბუნებრივია, მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს, ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ. აქედან გამომდინარე. მე ვფიქრობ,რომ უპირატესობა უნდა მიგვენიჭებინა სწორედ ამ გადაწყვეტილებისთვის. ასევე, იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს 200 000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის მონტაჟში და მერე დემონტაჟში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ერთადერთი დამატებითი ხარჯი, რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი, რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას ეს არ დაიკარგება, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 000 ლარის გაფლანგვა არის აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით,“ -განაცხადა კობახიძემ. ირაკლი ღარიბაშვილი: დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან სანაპიროს გავლით მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან „არა რუსულ კანონს“, „საქართველო“ სკანდირებენ. მთავრობის ადმისტრაციასთან შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.