თეგი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
ლევან იზორია: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დამატებითი შესაძლებლობაა
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა. ელჩის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. „გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას, ასევე გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან. პანელზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროექტები ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთთან და დისკუსიაში ჩართული იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ეუთო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობას. რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი, როგორც გლობალური, რეგიონული, ისე ორმხრივი შეხვედრების ასპექტები, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელი ორმხრივ ურთიერთობებში საიუბილეოა, რამდენადაც საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც კარგი საფუძველია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ ტენდენციას, ასევე იმ პოტენციალს, რომელიც ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მიმართულებით არსებობს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფორმატია სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით ევროპული ინტეგრაციის პროცესში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები
„მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა. ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე დაამატა, რომ უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან.„ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და NATO-ს, გულწრფელი პასუხი გასცეს უკრაინის პოტენციურ წევრობას. „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“, - განაცხადა ზელენსკიმ NATO-ს „ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ. „უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში მიმდინარე ესკალაციაზე, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო.რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები უკრაინულ სოფლებსა და უკრაინული ძალების პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ბომბავდნენ. 19 თებერვალს, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. კრემლის მხარდაჭერილმა პირებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე გასცეს ევაკუაციის ბრძანება. რუსული სახელმწიფო მედია მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებდა, რომ უკრაინული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს ბომბავდნენ და არა პირიქით. მათი ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში გაზსადენი დაიწვა და მასში უკრაინას ადანაშაულებენ. რუსული სახელმწიფო მედია ასევე ამტკიცებდა, რომ ორი ახლად აფეთქებული ჭურვი აღმოაჩინეს რუსეთის როსტოვის რეგიონში, უკრაინის საზღვართან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა განიცადა დაბომბვა უკრაინიდან. და ბოლოს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხიდის ქვეშ ლუგანსკის ოლქში და ადანაშაულებენ უკრაინის ხელისუფლებას ხიდის აფეთქების დაგეგმვაში.„ყველა ასეთი ბრალდება არის „ტყუილი და პროვოკაცია", - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში, CNN-თან ინტერვიუში. მისივე განცხადებით, უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან. „ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა ვოლოდიმირ ზელენსკი: მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი: საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ
ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. შესაბამისი პოსტი ქვეყნის პრემიერის კირილ პეტკოვის Twitter გვერდზე განთავსდა. „სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოგისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, - აღნიშნავს კირილ პეტკოვი.
დავით ზალკალიანი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს შეხვედრა ემსახურებოდა მხარდაჭერის და სოლიდრარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას უკრაინელი მეგობრების მიმართ. „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები აცნობიერებენ ამას. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერნი არიან საქართველოს პოზიციის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან. „აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაინც არსებობს კიდევ საშუალება, რომ დიპლომატიური გზით მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე განვითარება, ანუ ომი და ინტერვენცია და რა თქმა უნდა, ამას ექნება უმძიმესი შედეგები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინისთვის, მაგრამ მთლიანად ევროპული რეგიონისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის და ევროპისთვის და საერთო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უსერიოზულესი გამოწვევა იქნება. ის ფაქტი, რომ მთლიანად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინის თემატიკის ირგვლივ იყო გაერთიანებული, არავის არ გაკვირვებია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა დასავლელი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, NATO, მაქსიმალურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ომი იყოს თავიდან აცილებული და ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება მათი მცდელობები. ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ მიუღებელია დღევანდელ მსოფლიოში საუბარი გავლენის სფეროებზე და იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანას აქვს უპირატესი უფლება, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე. ამაში ყველა თანხმდება და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაჟღერებული, ყველა ჩვენი შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის იქნებოდა, თუ ჩემი შეხვედრა და ასევე ცალკე პანელი, რომელიც საქართველოს დაეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძირითადი პანელი იყო უკრაინაზე ფოკუსირებული, ის, რომ საქართველოს თემატიკაც იყო ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არ არის დავიწყებული, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, სამხრეთ კავკასია, რადგანაც სამხრეთ კავკასიაც გარკვეულწილად მოწყვლადია. ოკუპაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიმდინარე პროცესია და ამიტომ, ყველაფერს აქვს შესაბამისი გავლენები, სწორედ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დღეს უკრაინის გარშემო შექმნილი, ამიტომ, აუცილებელია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარე საფრთხეები და სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი იგივე სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა და ყველა ერთხმად უჭერს მხარს ამ მცდელობებს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება, საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, იმისათვის, რომ ის გარე საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და ქვეყნის, როგორც წარმატებული ფუნქცია და მიმზიდველობა წარმოვაჩინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს
თავდაცვის მინისტრი: ყველა ნაბიჯი და რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში არსებული გამოწვევები იყო. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რომ შევაჯამოთ ჩვენი დელეგაციის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც საერთშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმის კუთხით, ასევე, ის ბიზნეს პოტენციალი, რაც საქართვლოს გააჩნია, აუცილებლად იქნება გამოყენებული მაქსიმალურად ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მთავარი საკითხი, ძირითადად რის გარშემოც ტრიალებდა თემები, ეს იყო რეგიონში არსებული გამოწვევები. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში და ყველა ნაბიჯი და ის რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი: პრიორიტეტული იყო მიუნხენის კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხაზგასასმელად
„ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. ღარიბაშვილის თქმით, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. „ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა მიუნხენში, უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე, სადაც პირადად კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის მიწვევით ვიმყოფებოდი. შეხვედრები გავმართე, როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტის ფარგლებში გამართული ეკონომიკური შეხვედრები, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება, მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავხდეთ რეგიონული ჰაბი“, - წერს პრემიერ-მინისტრი მისივე Facebook გვერდზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება. მან გააკრიტიკა იმ ქვეყნების ამბივალენტური დამოკიდებულება, რომლებიც დუმდნენ და განაცხადა, რომ მათ, ვინც უკრაინის გვერდით არ დგანან, უნდა „იფიქრონ კარმაზე". „ეს არ ეხება ომს უკრაინაში, ეს ეხება ომს ევროპაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები მოითხოვა. „უსაფრთხოების არქიტექტურა განადგურებულია, ახლის ჩამოყალიბების დროა. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ დაამატა, რომ მას სურს უსაფრთხოების ახალი გარანტიები ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერებისგან. მისი თქმით, თუ უკრაინა არ მიიღებს განახლებულ უსაფრთხოების გარანტიებს ხელმომწერი მხარეებისგან - აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან და რუსეთისგან, 1994 წლის შეთანხმების ყველა დებულება ბათილი იქნება. შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ დათმო ბირთვული არსენალი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, მაგრამ რუსეთი მაინც შეიჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია მოახდინა. ზელენსკიმ ასევე შესთავაზა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის მოწვევა უახლოეს კვირებში, უკრაინის, გერმანიისა და თურქეთის მონაწილეობით. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ომისთვის მზადება შეწყვიტოს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარ სიტყვაში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კონფლიქტის რეალური რისკის გათვალისწინებით, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს კურსი, დაიხიოს უკან, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი ეხება უკრაინის მომავალს, მაგრამ ის ასევე ეხება გლობალურ უსაფრთხოებას. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ როდესაც მოსკოვი ცდილობს ისტორიის გადაწერას და მისი გავლენის სფეროს ხელახლა შექმნას, მოკავშირეები დარჩებიან ერთიანნი და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია ერთმანეთის დასაცავად. „NATO, ევროპასა და ამერიკაში ერთად დგომა დაეხმარება მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების წესის დაცვას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, სტოლტენბერგს მიენიჭა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ევალდ ფონ კლაისტის ჯილდო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიღწევებისთვის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა უნდა იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა ფრონტის ხაზი დიდ ძალებს შორის დაპირისპირებისთვის
ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე, ჩინეთის სესიაზე, ონლაინ რეჟიმში წარსდგა. მინისტრმა უპასუხა მოდერატორის შეკითხვებს ჩინეთის დამოკიდებულებაზე NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის გარშემო ვითარების შესახებ. ვან იმ აღნიშნა, რომ ცივი ომი დიდი ხანია დასრულდა და NATO საჭიროებს ადაპტაციას ცვალებად გარემოებებთან მიმართებით. თუ NATO გააგრძელებს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, ეს ხელს შეუწყობს თუ არა გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში? ამ საკითხზე საუბრისას ვან იმ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმა, რომელიც ასახავს გაეროს წესდების მიზნებს. ეს არის ასევე ჩინეთის თანმიმდევრული, პრინციპული პოზიცია და ეს ასევე ეხება უკრაინას. თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ჩინეთის პოზიციის დამახინჯება. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთს მიაჩნია, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება მინსკის II შეთანხმებასთან, ამ საკითხის ამოსავალ წერტილთან. შეთანხმება არის სავალდებულო ინსტრუმენტი, რომელზეც მოლაპარაკებებს მისი მონაწილე მხარეები აწარმოებენ და დამტკიცებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ და წარმოადგენს ერთადერთ ეფექტიან გამოსავალს. სახელმწიფო მრჩეველმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთი და ევროკავშირი მხარს უჭერენ მინსკი II-ს და მის ბოლო სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ამერიკულმა მხარემ ამასთან დაკავშირებით გამოხატა მხარდაჭერა. ამ კონტექსტში, არ უნდა დასხდნენ შესაბამისი მხარეები ერთად, საფუძვლიანი დისკუსიისთვის, რათა შეიმუშაონ შეთანხმების განხორციელების საგზაო რუკა და განრიგი? ის, რაც ახლა ყველა მხარემ უნდა გააკეთოს, არის გულმოდგინედ აიღოს პასუხისმგებლობა და იმუშაოს მშვიდობისთვის, დაძაბულობის გაზრდის, პანიკის გაღვივებისა და ომის გაღვივების ნაცვლად. რაც შეეხება პერსპექტივას, ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა ფრონტის ხაზი დიდ ძალებს შორის დაპირისპირებისთვის. ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველა მხარეს თავისუფლად შეუძლია, გამოხატოს საკუთარი შეშფოთება და რუსეთის გონივრული შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, სერიოზულად იყოს მიღებული და მას პატივი უნდა სცენ. ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე დიალოგის და კონსულტაციებს გზას მიჰყვება, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც ნამდვილად ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოების დაცვას.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას
„მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა. ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში. მანვე დაამატა, რომ უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან.„ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება. უკრაინის ლიდერმა გააკრიტიკა იმ ქვეყნების ამბივალენტური დამოკიდებულება, რომლებიც დუმილს ინარჩუნებენ და განაცხადა, რომ მათ, ვინც უკრაინის გვერდით არ დგანან, უნდა „იფიქრონ კარმაზე". „ეს არ ეხება ომს უკრაინაში, ეს ეხება ომს ევროპაში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და NATO-ს, გულწრფელი პასუხი გასცეს უკრაინის პოტენციურ წევრობას. „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“, - განაცხადა ზელენსკიმ NATO-ს „ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ. „უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები მოითხოვა. „უსაფრთხოების არქიტექტურა განადგურებულია, დროა, ახლის ჩამოყალიბების. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა