თეგი: ოლენა ზელენსკა
ოლენა ზელენსკა: უკრაინაში არ არსებობს ქალაქები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება, ჩაითვალოს, ხალხი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს
უკრაინაში არ არსებობს ქალაქები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება, ჩაითვალოს, ხალხი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომელიც იტალიურ Porta a Porta-ს ესაუბრა. „უკრაინელი მოზარდები და მათი შვილები ყოველდღე იძინებენ და არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ, რადგან რუსული რაკეტა მათ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხვდეთ, როგორც ეს მოხდა წინა დღეს, ოდესაში, მიკოლაისა და კიევში“, - ამბობს პირველი ლედი ინტერვიუში. პრეზიდენტის მეუღლეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ეშინია თუ არა სიკვდილის. „მეჩვენება, რომ ყველას აქვს ეს (სიკვდილის შიში - რედ.). მე ყოველთვის მეშინოდა ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ სიკვდილის. ეს უბრალოდ არასწორია. „ეს ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. თუ არ გეშინია სიკვდილის, არც სხვისი სიკვდილის გეშინია. მეჩვენება, რომ ეს არის განსხვავება ჩვენსა და რუსებს შორის. ჩვენ განვიცდით თითოეული ჩვენი მოქალაქის გარდაცვალებას და ვაფასებთ თითოეულ სიცოცხლეს, მაშინ, როცა ისინი თავიანთ ჯარისკაცებს ამ ომში ისე რთავენ, რომ არ აფასებენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად აღემატებიან ჩვენს რაოდენობას, ჩვენი სული უფრო ძლიერია, ამიტომ იმედს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ. უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, ბევრმა კოლეგამ და მეგობარმა შესთავაზა დახმარება, მათ შორის, სხვაგან გადაადგილება, მაგრამ უარი თქვა. „არასდროს მინანია, რომ არსად არ წავსულვარ, რადგან მართლა ვერ მოვისვენებდი. აქ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს
ამერიკის შეერთებული შტატების ზედა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისი ოფისის ცნობით, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა კონგრესს მიმართავს. ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს 20 ივლისს, ვაშინგტონის დროით დილის 11:00 საათზე მოუსმენენ.
ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო
უკრაინელი ხალხის სახელით, რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდის (VOC) Twitter გვერდზე განთავსდა. VOC არის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადამიანის უფლებათა არაკომერციული ორგანიზაციააა, რომელიც 1993 წელს აშშ-ის კონგრესის აქტის საფუძველზე დაფუძნდა. ცნობისთვის, უკრაინის პირველი ლედი აშშ-ში იმყოფება ჯილ ბაიდენის მიწვევით. ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს „უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“, - წერდა ოლენა ზელენსკა Facebook-ზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდა
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს „უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“ - წერს ოლენა ზელენსკა Facebook-ზე. უკრაინის პირველი ლედის ინფორმაციით, ის აშშ-ში პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკას მასპინძლობენ
უკრაინის პირველი ლედი ვაშინგტონშია. ოლენა ზელენსკა აშშ-ის პირველ ლედისთან ჯილ ბაიდენთან ოფიციალური შეხვედრისთვის თეთრ სახლში უკვე მივიდა. თეთრი სახლის განცხადებით, ჯილ ბაიდენი და ოლენა ზელენსკა განიხილავენ აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი, რომლებიც დემოკრატიას იცავენ და რუსეთის ომის გავლენებს უმკლავდებიან. ოლენა ზელენსკა ჯი ბაიდენის შემდეგ შეხვდება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის მეუღლეს, ასევე, აშშ-ის ელჩს გაეროში ლინდა თომას-გრინფილდსა და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. მანამდე, უკრაინელი ხალხის სახელით, რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდის (VOC) Twitter გვერდზე განთავსდა. VOC არის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადამიანის უფლებათა არაკომერციული ორგანიზაციააა, რომელიც 1993 წელს აშშ-ის კონგრესის აქტის საფუძველზე დაფუძნდა. ცნობისთვის, უკრაინის პირველი ლედი აშშ-ში იმყოფება ჯილ ბაიდენის მიწვევით. ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს „უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“, - წერდა ოლენა ზელენსკა Facebook-ზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
ოლენა ზელენსკა აშშ-ის კონგრესს: ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს
„მე მოგმართავთ თქვენ, ყველა დაღუპულის სახელით. მათი სახელით ვინც დაკარგა ხელ-ფეხი. იმ ადამიანების სახელით ვინც კიდევ ცოცხალია და უვნებელი. მათი სახელით, ვინც ახლობლებს ფრონტის წინა ხაზიდან ელოდება. ითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს“, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკას მასპინძლობენ მისი თქმით, ის იარაღს იარაღს იმისთვის არ ითხოვს, რომ ომი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიტანოს, არამედ იმისთვის, რომ თავისი ქვეყანა დაიცვას. „იმისთვის, რომ რაკეტები არ კლავდნენ ბავშვებს, არ ანგრევდნენ ბავშვების ოთახებს და ოჯახებს“, - განაცხადა ზელენსკამ. ოლენა ზელენსკამ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელებს, კერძოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და აშშ-ს კონგრესს, უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. „სანამ რუსეთი კლავს, ამერიკა გადაარჩენს. და თქვენ უნდა იცოდეთ ამის შესახებ", - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
კიევში გამართული სამიტის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად $3.2 მილიონი შეაგროვეს
სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების სამიტის მონაწილეებმა სამედიცინო დანიშნულებისთვის $3.2 მილიონი შეაგროვეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ კიევში სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. „დღეს, ჩვენს სამიტზე შევაგროვეთ თანხები უკრაინელი ექიმებისა და პაციენტებისთვის. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენ შევაგროვეთ 3,2 მილიონი დოლარი და ეს არის 32 „სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა“. სიცოცხლე არ დაიკარგება იქ, სადაც მისი გადარჩენა შესაძლებელია“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ. მან მოუწოდა მსოფლიოს, განაგრძოს უკრაინის დახმარება, მათ შორის ფინანსურად, რადგან ქვეყანას ეს ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება. როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.
ოლენა ზელენსკა: მოუთმენლად ველით გამარჯვებას
„ყველაზე საშინელი თვეები ჩემსა და ყველა უკრაინელის ცხოვრებაში“, - ამ სიტყვებით აღწერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა Vogue-თან ინტერვიუში. ოლენა ზელენსკამ ინტერვიუს დროს ხაზი გაუსვა, რომ თანამემამულე უკრაინელების მიერ არის შთაგონებული. „ჩვენ მოუთმენლად ველით გამარჯვებას. ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. ეს არის ის, რაც გამძლეობას გვმატებს“, - ამბობს უკრაინის პირველი ლედი. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის პირველი ლედი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ბაიდენს, პირველ ლედის და სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. მიმართა კონგრესს და განუცხადა დეპუტატთა ორპარტიულ ჯგუფს, რომ საუბრობდა როგორც დედა და ქალიშვილი და არამხოლოდ პირველი ლედი. ზელენსკამ რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაღუპული უკრაინელი ბავშვების ფოტოები წარადგინა და ამერიკელ კანონმდებლებს სთხოვა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ. „ეს არის გზავნილი უფრო გულწრფელი გამოვლინება, რომელსაც მისი ქმარი მთელი ამ ხნის განმავლობაში იმეორებდა: რომ ომი უკრაინაში უფრო მეტს ეხება, ვიდრე უკრაინას - ეს არის ის, თუ ვინ დაიცავს დასავლეთის ღირებულებებს და ომის შემდგომ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. თუ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, სუვერენულ ქვეყანაში შეიჭრას, რათა თავისი ამბიცია დაიკმაყოფილოს და იმპერია აღდგინოს, სად გაჩერდება ის?”, - აღნიშნულია სტატიაში. ოლენა ზელენსკა აშშ-ის კონგრესს: ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს
ოლენა ზელენსკა და დენის შმიგალი ჩარლზ III-ს შეხვდნენ
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდნენ. ინფორმაციას შმიგალი პირად Telegram - გვერდზე ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ლედიმ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის დიდ ბრიტანეთსa და პირადად მეფეს მადლობა გადაუხადეს. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მომავალში უკრაინელი ხალხი სიამოვნებით მიიღებს მეფე ჩარლზ III-ს ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში”, - წერს პრემიერ-მინისტრი.
ოლენა ზელენსკა გერმანიის პირველ ლედისთან შეხვედრისას: ჩვენ უნდა დავხუროთ ცა და შევაჩეროთ რუსეთის სარაკეტო ტერორი
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გერმანიის პირველ ლედისთან, ელკე ბუდენბენდერთან შეხვედრისას, უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, ასევე საბრძოლო იარაღის მიწოდების საკითხზე ისაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება. „იძულებული ვარ, წამოვჭრა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თემა. ეს არ უნდა იყოს პირველ ლედებს შორის საპროტოკოლო კომუნიკაციის თემა. თუმცა, უკრაინის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ იძულებული ვართ, გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ გავიგოთ. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე, ადამიანის უფლებებზე. ჩვენ უნდა დავხუროთ ცა და შევაჩეროთ რუსეთის ეს მიზანმიმართული სარაკეტო ტერორი“, - განაცხადა ზელენსკამ. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალე შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
ოლენა ზელენსკა ბრიტანელებს: შობის დღესასწაულის აღნიშვნისას, უკრაინის ტრაგედია არ დაივიწყოთ
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აშკატა მურტის მეუღლეს შეხვდა. დღეს BBC Radio 4-თან ინტერვიუში ზელენსკამ თქვა, რომ ომი ახლა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის კი არა, არამედ მსოფლმხედველობის დაპირისპირების გამო მიმდინარეობს. „უკრაინელები მზად არიან გაუძლონ ორი ან სამი წელი." უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, ომის დროს ცხოვრებისა და გამარჯვების რწმენის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ხალხი დაიღალა ომით, მაგრამ სთხოვა ბრიტანელებს, არ დაივიწყონ უკრაინა საშობაო დღესასწაულებზე. „ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ მოახლოებული საშობაო არდადეგები არ დაგავიწყებთ ჩვენი ტრაგედიას არ დაივიწყებთ და არ შეგუებით ჩვენს ტანჯვას“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
ოლენა ზელენსკას თქმით, მას პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ვადით არჩევა არ სურს
უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ The Economist-ს განუცხადა, რომ არ სურს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. „არ მინდა, ის (ვოლოდიმირ ზელენსკი) იყოს პრეზიდენტი კიდევ ერთი ან ორი ვადით,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. კითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი, ოლენა ზელენსკამ განაცხადა: „ჩვენი ოჯახი გაერთიანდება. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიცხოვრებთ. შვებულებას ავიღებთ." ზელენსკიმ ნოემბერში განაცხადა, რომ არჩევნებისთვის „არ არის შესაფერისი დრო." უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა
ოლენა ზელენსკა: მსოფლიო თუ დაიღალა უკრაინის დახმარებით, უკრაინელებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე. ზელენსკას თქმით, მსოფლიო თუ დაიღალა უკრაინის დახმარებით, ეს ქვეყნისთვის სასიკვდილო საფრთხე იქნება. BBC წერს, რომ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, პირველმა ლედიმ გამოხატა სერიოზული შეშფოთება დაფინანსების შეფერხების გამო. „ჩვენ ძალიან გვჭირდება დახმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ სიტუაციით დაღლა, რადგან თუ ამას გავაკეთებთ, მოვკვდებით. მსოფლიო თუ დაიღლება, ისინი ჩვენ, უბრალოდ, სასიკვდილოდ გაგვწირავენ. ძალიან მტკივნეულია იმის ნიშნების დანახვა, რომ დახმარების მგზნებარე მზადყოფნა შეიძლება, გაქრეს. ჩვენთვის ეს სიცოცხლის საკითხია. ამიტომ არის მტკივნეული ამის დანახვა,“ - განაცხადა ზელენსკამ. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად