თეგი: პეკინი
FBI სპორტსმენებს მოუწოდებს, პეკინის ოლიმპიადაზე საკუთარი მობილური ტელეფონები არ წაიღონ
სპორტსმენებმა და ვიზიტორებმა, რომლებიც მიდიან პეკინში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ტელეფონები სახლში უნდა დატოვონ და ამის ნაცვლად დროებითი ტელეფონები გამოიყენონ, BBC-ის ცნობით, ეს FBI-ს მოთხოვნაა. მიზეზი კიბერუსაფრთხოება და მოვლენებზე კიბერაქტივობების შესაძლო უარყოფითი გავლენაა. „FBI მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, დატოვონ პირადი მობილური ტელეფონები სახლში და გამოიყენონ დროებითი ტელეფონი თამაშებზე ყოფნისას", - წერია განცხადებაში. FBI-მ აღნიშნა, რომ ოლიმპიადის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოუწოდა პარტნიორებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე გაიმართება. ჩინეთის მთავრობა 3,9 მილიარდ დოლარს (2,9 მილიარდი ფუნტი) ხარჯავს მოახლოებულ თამაშებზე. უფლებადამცველმა ჯგუფებმა ჩინეთში უიღურების მიმართ მოპყრობის გამო, მთავრობებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას განიხილავს
საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ამასთან, ნავთობის იუანში შეძენის კონტრაქტები 6 წლის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საუდის არაბეთის უკმაყოფილებამ რეგიონში და მათ მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ირგვლივ, მოლაპარაკებები დააჩქარა. ცნობისთვის, საუდის არაბეთის უკმაყოფილება იემენის სამოქალაქო ომში ინტერვენციის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის ნაკლებობამ და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გაფორმებიც მცდელობამ გამოიწვია. ამასთან, როგორც საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ამბობენ, აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევმა გაყვანამ ისინი შოკში ჩააგდო.
პეკინის აეროპორტმა საერთაშორისო ფრენები COVID19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველად განაახლა
პეკინის მსოფლიოში უდიდესმა საერთაშორისო აეროპორტმა ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, პირდაპირი ფრენები განაახლა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჩინეთმა საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობა ნაწილობრივ შეამსუბუქა, რომელიც მსოფლიოში ამ დრომდე ყველაზე მკაცრი რჩება. პეკინმა აეროპორტში პირდაპირი ფრენები 2020 წლის დასაწყისიდან COVID19-ის პანდემიის გამო შეაჩერა.
შვეიცარია ჩინეთს სანქციებით ემუქრება, თუ პეკინი ტაივანში შეიჭრება
ტაივანში პეკინის შეჭრის შემთხვევაში, შვეიცარია ჩინეთს სანქციებით ემუქრება. შვეიცარიის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც ეკონომიკურ სანქციებს ახორციელებს, ელის, რომ ქვეყანა ნებისმიერ სადამსჯელო ზომას, რომელსაც ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ წამოიწყებს, თუ ის ტაივანში შეიჭრება. მისივე თქმით, ჩინეთის შემთხვევაში სანქციები ბევრად უფრო მკვეთრი იქნება (ვიდრე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ), რადგან ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. „ამიტომ, ალბათ, უფრო დიდი დისკუსია იქნება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც შვეიცარიაში, ვიდრე იყო რუსეთში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ აქამდე საქმე არასდროს მოვა“, - განაცხადა ფლაიშმა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთი ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობას აძლიერებს, რათა ჩინეთის სუვერენიტეტის გასავრცელებლად, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს. ტაივანის მთავრობა ამბობს, რომ მხოლოდ კუნძულის 23 მილიონ ადამიანს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი და მიუხედავად იმისა, რომ მას მშვიდობა სურს, თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავს. ასევე წაიკითხეთ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
მედია: ჩინეთის მასშტაბით, ფრენები მასობრივად უქმდება, მიზეზები გაურკვეველია
პეკინის აეროპორტმა 6000-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გააუქმა. ამასთან, შანხაის საერთაშორისო აეროპორტებში (Pudong International Airport) ფრენების 50 პროცენტზე მეტი გაუქმებულია. ასევე, ჩქაროსნულ მატარებელზე გაყიდული ყველა ბილეთი გაუქმებულია და რკინიგზის მუშაობა სრულად გაჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე. ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. მედიის ცნობით, რეისების გაუქმების მიზეზი ძირითადად, ჩინეთის ბევრ პროვინციაში ეპიდვითარების გაუარესებას უკავშირდება. გამომძიებელი ჟურნალისტები კი წერენ, რომ „ფრენების ასეთი მასობრივი გაუქმება სამხედრო დირექტივა უნდა იყოს“. „საჰაერო მოძრაობის კონტროლის უფლებამოსილება ჩინეთის სამხედროებს აქვთ, რომლებიც თავის მხრივ, მითითებებს აძლევენ სამოქალაქო ავიაციის მენეჯმენტს. საჰაერო სივრცე გამოყოფილია ისე, რომ სამხედრო თვითმფრინავებს სურვილისამებრ შეეძლოთ ფრენა. ეს არის სამხედრო გეგმის, ან თუნდაც სამხედრო მომზადების ნაწილი“, - წერს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც მისი საგამოძიებო მასალების გამო, დევნის ობიექტი გახდა და ახლა აშშ-ში ცხოვრობს.
პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა
პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უნივერსიტეტში სკულპტურის გახსნას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა კი შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მან საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულების დადასტურაზე ისაუბრა. „ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს. XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლი უდიდესია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღინიშნება. მისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ არამხოლოდ ქართული ლიტერატურის შედევრია, არამედ მეგობრობის, სიბრძნის, ადამიანური ემოციებისა და ღირებულებების უნივერსალურობის დასტურიც არის. ეს არის ნაწარმოები, რომელიც სცილდება საზღვრებს, ენებსა და საუკუნეებს, რომელიც რეზონანსულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის აქაც - ჩინეთში. დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი. „უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის.“ „ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ, ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს - ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. სი ძინპინი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც ისაუბრა. „ჩვენ ვაწერთ ხელს მემორანდუმმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით. ასევე ენების შესწავლის კუთხით და კულტურათა გაცვლის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს ჩვენი და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება, ვინაიდან ეს ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს,“- განაცხადა განათლების მინისტრმა.
პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელს თავს დაესხნენ - ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.დიპლომატის მდგომარეობა სტაბილურია.უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივზე, რომელიც საელჩოზე არ მომხდარა, გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან „ჰამასი“ „მრისხანების დღეს“ აანონსებს.
70 წლის შემდეგ პირველად, პეკინში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში რეკორდული სიცივე გასული კვირის შემდეგ ფიქსირდება. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა - 40 გრადუსს ცელსიუსს უდრის. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურების ინფორმაციით, 11 დეკემბრის შემდეგ 0-ს ქვემოთ ტემპერატურა ზედიზედ 300 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც 1951 წლის რეკორდს მნიშვნელოვნად აღემატება. ამავე პერიოდში პეკინში -10 გრადუსი ზედიზედ 9 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. ჩინეთის პროვინცია ჰენანის მოსახლეობა სახელმწიფოსგან გამათბობლებით მომარაგებას ელოდება.