თეგი: რობინ დანიგენი
ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა წარადგინა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა. ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.
რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია
„მე თვალს ვადევნებდი საქართველოში საპროტესტო გამოსვლებს „უცხოური აგენტების კანონთან“ დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პროტესტი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, მათი მომავალი მჭიდროდ იყოს ინტეგრირებული დასავლეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ამ გზის მიმართ“, - ამის შესახებსაქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტსა“ მომავალ ელჩს სენატორმა ვან ჰოლენმა დაუსვა შეკითხვა. სენატორის შეკითხვა მოიცავდა იმ პროტესტსაც, რომელიც საქართველოში მოჰყვა ხსენებული კანონპროექტის წარდგენას. „ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ გავაგრძელოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ გზაზე. მჯერა, რომ რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, მათ შორის დეზინფორმაციის გზით. ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, არსებითაც მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან მათი დახმარება დემოკრატიული რეფორმების გატარებაში. ევროკავშირმა წარმოადგინა 12 რეფორმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუ დამამტკიცებენ, მჭიდროდ ვიმუშავებ მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭირო მათ ამ რეფორმების შესრულებაში. სენატორო, ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას და დამტკიცების შემთხვევაში, ველოდები, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებ ამ საკითხზე, რადგან ეს არის არსებითი მნიშვნელობის საკითხი რეგიონისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა რობინ დანიგანმა. საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა
რობინ დანიგენი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა
საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მისი სამუშაო ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული. მეოთხე პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტს ეხება. „მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, - განაცხადა დანიგენმა. ამავე მოსმენიდან: საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა
საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მისი სამუშაო ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული. კომიტეტის წევრებო, მადლობას გიხდით დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე და მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც პრეზიდენტმა და მდივანმა ბლინკენმა გამომიცხადეს. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ამ კომიტეტთან, კონგრესის ყველა წევრთან და თქვენს გუნდებთან. დამტკიცების შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ოთხ პრიორიტეტზე. უპირველეს ყოვლისა, ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა დავხმარებოდით ჩვენი საელჩოს გუნდის დაცვას კიევში ძალიან რთულ გარემოში, ვიცი, რომ ეს პასუხისმგებლობა წმინდაა. მეორე - მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, რეალობად აქციონ თავიანთი სურვილი ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისა და მათი დემოკრატიული მომავლის გაღრმავების კუთხით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მჯერა, რომ ეს არის აშშ-ის ინტერესშიც. ჩვენ გვსურს დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე აქტივობებს, მათ შორის რუსული დეზინფორმაციის ზეწოლას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირმა საქართველოს მიაწოდა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც მან უნდა დაასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. მე მოუთმენლად ველი საქართველოს მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებისას. მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის. მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული. ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად. ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების მოსახლეობას. საქართველო იყო NATO-ს მტკიცე პარტნიორი მშვიდობისთვის და ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა. ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა 14 თებერვალს წარადგინა. რობინ დანიგენი ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას
„გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის“, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მის მიერ განსაზღვრულ 4 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთია ინვესტიციები და ვაჭრობა. „მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა
რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზე მუშაობასაც ელჩად დამტკიცების შემთხვევაში აპირებს. მან კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, რუსეთის ამბიციებსა და დასავლეთთან საქართველოს კავშირების გაძლიერების პერსპექტივებზე. „ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების შენების, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე, ეხმარება საზოგადოების გაძლიერებას და ხდის მას უფრო მედეგს რუსეთის მავნებლური ქმედებების ან ჩინეთის მავნებლურ აქტოვობებთან მიმართებით. სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, შუა დერეფანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ნამდვილად ეხმარება საქართველოს, თავისი მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. გავაგრძელებ ამ საკითხის პრიორიტულად ქცევას", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, როდესაც ჰკითხეს, რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა, რომ უპასუხოს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს საქართველოზე. რობინ დანიგენმა აქვე უპასუხა შეკითხვას, უნდა დაიკავონ თუ არა ხისტი პოზივია საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ. „მჯერა, რომ აუცილებელია, ვიყოთ გულწრფელნი საქართველოსთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებსაც ვხედავთ. დანიშვნის შემთხვევაში, გავაგრძელებ გულწრფელ ურთიერთობას მთავრობასთან. მე ვიცი, რომ ამჟამად გვაქვს მთავრობასთან ასეთი საუბარი და გავაგრძელებ მას“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. რაც შეეხება უკრაინას, რობინ დანიგენის შეფასებით, ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში. „ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთიდან ომის დროს გავიდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა კარგად იციან ის საფრთხე, რაც ახლა უკრაინის წინაშეა, რადგან რუსეთს 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. დამტკიცების შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომ რუსეთი გავხადოთ ანგარიშვალდებული, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. სანქციებთან შესაბამისობა დანიგენის შეფასებით, საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და აშშ-ს მიმართავს გარკვეული ტრენინგებისთვისაც. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზეც იმ რეზოლუციების მიღებაში, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას. რობინ დანიგანმა განაცხადა, სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ხსენებული დიალოგის გასაგრძელებლად. „მოგეხსენებათ, ჩვენი, აშშ-ის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციებთან შესაბამისობა და შესრულება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბარი საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს კერძო სექტორთან და საქართველოს საფინანსო სექტორთან. საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგების ჩატარებისთვის, რომ დავეხმაროთ იმის განხორციელებაში, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. საქართველოს აბსოლუტურად უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს არ სურს, გააგრძელოს სანქციების აცილების გზით რუსეთის ომის დაფინანსება სამომავლო აგრესიებისთვის. ეს საუბარი გვაქვს საქართველოსთან. სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად“. მისივე თქმით, საქართველო ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც გაეროში, ასევე ეუთოში უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციების მიღებაში, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას. „ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. ამავე მოსმენიდან: საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია
ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის
28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. Europetime-მა ახალ ელჩთან დაკავშირებული დოსიე სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. დანიგენი 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგენი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგენი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. რობინ დანიგენი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია
სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა
საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგენი იქნება. ახალი ელჩი კელი დეგნანს შეცლის. რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე დანიგენი მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.
აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ფიცი დადო
აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ფიცი დადო. „31 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რობინ დანიგენი მუშაობდა აშშ-ის ინტერესების ხელშესაწყობად მთელ მსოფლიოში. რობინ დანიგენი გამოჩენილი დიპლომატი და ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი მნიშვნელოვანი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება," - ამბობს ვოქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,“ - ამბობს ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. Europetime-მა ახალ ელჩთან დაკავშირებული დოსიე სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. დანიგენი 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგენი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგენი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. რობინ დანიგენი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. „რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებსა და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.“ აშშ-ის ახალი ელჩის 4 პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია
აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგენმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. ,,პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, - აღნიშნა რობინ დანიგანმა. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
პრეზიდენტი: მოუთმენლად ველი საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში აშშ-სთან ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ელჩთან შეხვედრის შემდეგ შტატებთან ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას უსვამს ხაზს. რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად „საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩისგან, რობინ დანიგენისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ე. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩის 4 პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია
აშშ-ის ახალი ელჩის ოთხი პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია
მიმდინარე წლის მარტში, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე რობინ დანიგენს მოუსმინეს. მაშინ ის საქართველოში აშშ-ის ელჩობისთვის ემზადებოდა და იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომლებზეც მისი ვადის განმავლობაში კონცეტრირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას ეხება. მან ორმხრივი ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერების პირობა დადო. „დამტკიცების შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ოთხ პრიორიტეტზე. უპირველეს ყოვლისა, ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა დავხმარებოდით ჩვენი საელჩოს გუნდის დაცვას კიევში ძალიან რთულ გარემოში, ვიცი, რომ ეს პასუხისმგებლობა წმინდაა. მეორე - მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, რეალობად აქციონ თავიანთი სურვილი ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისა და მათი დემოკრატიული მომავლის გაღრმავების კუთხით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მჯერა, რომ ეს არის აშშ-ის ინტერესშიც. ჩვენ გვსურს დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე აქტივობებს, მათ შორის რუსული დეზინფორმაციის ზეწოლას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირმა საქართველოს მიაწოდა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც მან უნდა დაასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. მე მოუთმენლად ველი საქართველოს მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებისას. მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის, ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის. მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული. ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად. ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების მოსახლეობას. საქართველო იყო NATO-ს მტკიცე პარტნიორი მშვიდობისთვის და ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში,“ - განაცხადა დანიგენმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. რობინ დანიგენმა ფიცი ორი დღის წინ დადო. რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. დანიგენი 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგენი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგენი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. Europetime-მა ახალ ელჩთან დაკავშირებული დოსიე სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. ასევე გაეცანით: რობინ დანიგენი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია
რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა. „ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მადლიერი ვარ, რომ მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენის რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემად. მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან და აღნიშნა, რომ ამ გზაზე აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერენ საქართველოს. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას. „დღეს მქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმეღო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგენი, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. დავგეგმეთ ძალიან აქტიური და დინამიკური ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა არის ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტი. გამოვხატეთ მზაობა, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გავხადოთ აქტუალური.“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას. „ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი ელჩის ძალისხმევა, მისი პერსონალური ჩართულობა ამ ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს,“ - აღნიშნა საქართველოს პირველმა დიპლომატმა. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგენს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგენს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზაობა. „ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგენთან საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე − ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ელჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - წერია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე ავრცელებენ ელჩის კომენტარს. „ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი, დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა, გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას,“ - განაცხადა რობინ დანიგენმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში - მარკ ნორდბერგი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე. რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი: მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამის შესახებ ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა, გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას,“ - განაცხადა რობინ დანიგენმა. რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა
რა საკითხებზე ესაუბრა აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. აშშ-ის ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლების და მისი მისია იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება და რომ ამ მხრივ მზად არის საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის. „მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს ფართე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე,“ - წერის გავრცელებულ ინფორმაციაში პარლამენტის პრესსამსახური. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი: მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
სანქციების გვერდის ავლის პრევენცია, აშშ-ის მხარდაჭერა, ისრაელის საკითხი - ამერიკის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებას. რა საკითხებზე ესაუბრა აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს „უაღრესად ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შალვა პაპუაშვილთან, ძალიან ვაფასებ მასთან და მის გუნდთან შეხვედრას. ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უჭერს შეერთებული შტატები მხარს ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან და NATO-სთან ინტეგრაციისთვის. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების, ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების სურვილი, რასაც დიდად ვუჭერ მხარს. მე, ასევე, გამოვხატე ჩვენი ღრმა მადლიერება ამ ურთულეს მომენტში ისრაელისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხარდამხარ დგომისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის ისრაელის მიმართ. მე, ასევე, გამოვთქვი მადლიერება საქართველოს ძალიან ეფექტიანი მოქმედების მიმართ, რომელიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლის პრევენციისკენ და ხელს უშლის რუსეთში იმ საქონლის შეღწევას, რაც დაეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას. ბოლოს ვისაუბრეთ ჩვენს 31-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობაზე, წინ კი მრავალი წელია. ეს ორივე ქვეყნის სურვილია, გავაღრმაოთ ეს მეგობრობა უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობით, უფრო მეტი ვიზიტით შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. მე მოუთმენლად ველი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას, აქ ჩემი ელჩობის განმავლობაში,’’ - აღნიშნა ელჩმა პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი: მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარლგებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. „საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის ახალი ელჩის ოთხი პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები 12 ოქტომბერს გადასცა. ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.