თეგი: სანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგში საჰაერო განგაშის აპარატურა გატესტეს
სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში საჰაერო განგაშის სიგნალი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუშაობდა. რუსული მედიის ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემის მუშაობა გატესტეს. ქალაქის მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული. „სანქტ-პეტერბურგის მთელ ტერიტორიაზე ელექტრომექანიკური და ელექტრონული სიგნალები ტესტირების მიზნით ჩაირთო,“- განაცხადეს ქალაქის მონიტორინგის ცენტრში.
რუსული მედია: სანქტ-პეტერბურგთან, გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ აფეთქება ბერნგარდოვკასა და კოვალევოს შორის გაზსადენზე მოხდა. „მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ხანძრი არ ვრცელდება საცხოვრებელ ადგილებზე“, - აღნიშნა დროზდენკომ. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციის მასშტაბის, დაზარალებულთა არსებობისა და ინციდენტის შესაძლო მიზეზებზე, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ჰაკერებმა სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის ელექტრონულ დაფებზე, უკრაინის ქალაქ ბუჩის მოვლენებზე ინფორმაცია განათავსეს
ჰაკერებმა სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის ელექტრონულ დაფებზე, უკრაინული ბუჩის მოვლენებზე ინფორმაცია განათავსეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ფონეტიკა“ წერს. შემთხვევა, როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, 29 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. რა ინფორმაცია გავრცელდა ეკრანებზე, არ ზუსტდება. ერმიტაჟის დაცვის თანამშრომლებმა გამორთეს ეკრანები მას შემდეგ, რაც ერმიტაჟზე ჰაკერული შეტევა აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, ჰაკერული შეტევა დისტანციურად განხორციელდა. ახლა საგამოძიებო კომიტეტი მომხდარის კვალიფიკაციას ადგენს. ბუჩა 2022 წლის გაზაფხულზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო. რუსული ჯარების გაყვანისთანავე ბუჩაში ათობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მას შემდეგ ბუჩა ომის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების სიმბოლოდ იქცა.
მედია: სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზა იწვის
სანქტ-პეტერბურგში, პისკარევსკის გამზირზე 800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა რუსულ წყაროზე („Ostorozhno“, Readovka, Fontanka) დაყრდნობით ავრცელებს. რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანია ჩართული. „80x10 მეტრის ზომის ანგარში ცეცხლი მთელ ტერიტორიაზეა მოდებული. ინციდენტის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამინისტრო: 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანი. ხანძარი კრასნოგვარდეისკის რაიონშია," - აცხადებენ უწყებაში. ადგილობრივებმა ნავთობბაზა „რუჩიდან", რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს, აფეთქებების ხმა ისმის.
სანქტ-პეტერბურგში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისთან აფეთქება მოხდა - მედია
სანქტ-პეტერბურგში კრუპსკაიას ქუჩაზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობასთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავენტილაციო შახტში აფეთქდა. შესაბამის ინფორმაციას Nexta ავრცელებს. დამატებითი დეტალები უცნობია. განახლება: გამოცემა Fontanka წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ხმის წყარო მიტოვებული ბომბის თავშესაფრისკენ მიმავალ შახტში იყო. ის სამხედრო აღრიცხვის ოფისიდან 20 მეტრში მდებარეობს. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილები იპოვეს.
„უკრაინული დრონი სამიზნე ტერიტორიაზე დაეცა“ - სანქტ-პეტერბურგში ნავთობის საწარმოზე თავდასხმა იყო - უკრაინული მედია
უკრაინული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის, „ნევსკი მაზუთის“ ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ РБК-Україна უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით წერს. რუსებმა საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400 კომპლექსის გამოყენებით სცადეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება, თუმცა დრონი ნევსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა. „მათ, ჩვენი დრონების გასანადგურებლად S-400 სისტემები გამოიყენეს. საინტერესოა, თუ როგორ მუშაობს ეს რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალება, რადგან მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, დრონი ჩამოაგდეს, ის მაინც ჩვენს სამიზნე ტერიტორიაზე დაეცა,“ - ამბობს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსული Telegram არხების ცნობით, ქარხანაში პირველი აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 04:00 საათისთვის გაისმა. რუსული წყაროების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დრონის ჩამოგდება მოხერხდა, მისმა დაცემამ მაინც დააზიანა რამდენიმე ცისტერნა და მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარიც გაჩნდა. სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაცია იუწყება, რომ „სამრეწველო ზონაში ინციდენტი მოხდა, რომლის გარემოებებსაც სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ადგენენ.“
სანქტ-პეტერბურგში სახლს დრონი დაეცა - მედია
რუსული „ტელეგრამ“ არხის, Mash-ის ცნობით, გვიან ღამით, საჰაერო თავდაცვითი სამუშაოს შედეგად, სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. „მსხვერპლი არ არის. ნაწილობრივ დაზიანდა ორი სახლის შემინული აივნები. მოხდა დაზარალებული ბინების მცხოვრებთა ევაკუაცია,“ - წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი გალექსანდრ ბეგლოვი. მისი ინფორმაციით, კრასნოგვარდეისკის რაიონში მუშაობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჯგუფები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. იკვლევენ შენობის დაზიანების ხარისხს. ბეგლოვი აცხადებს, რომ თავად სპეციალურ ოპერატიულ შტაბს ჩაუდგა სათავეში. გუბერნატორი მიზეზს არ ასახელებს. მედიის ცნობით, კრასნოგვარდეისკის რაიონში, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი უპილოტო საფრენი აპარატის ჩავარდნის შედეგად დაზიანდა. არაერთი ტელეგრამარხი იტყობინება, რომ 2 მარტს, დილით ადრე, ადგილობრივებმა ცაში ორი დრონი შენიშნეს. ვარაუდობენ, რომ საცხოვრებელ სახლს დაეცა მხოლოდ ერთი. მეორე დრონს ეძებენ. შემთხვევის შედეგად ევაკუირებულია ასი ადამიანი.
„სანქტ-პეტერბურგის დიდმა პორტმა“ დრონების თავდასხმების ფონზე, რიგი გადაზიდვები შეწყვიტა - მედია
„სანქტ-პეტერბურგის დიდმა პორტმა“ (BPSPb) თებერვალში დრონების თავდასხმების ფონზე, რიგი ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა შეწყვიტა. მომავალში გადაზიდვა უსტ-ლუგაში ან სხვა დასახლებულ ზონაში გადაიგზავნება, წერს კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით. ოპერაციები შეწყდა ხელისუფლების ბრძანებით და ქალაქგარეთ გადატანის მითითებით, განაცხადეს გამოცემის თანამოსაუბრეებმა. ერთ-ერთი მათგანის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე იანვრის თავდასხმის შემდეგ, გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი შესაძლო დივერსიაზე შიშობს, რამაც ქალაქისთვის შეიძლება, დამანგრეველი შედეგები მოიტანოს, გამომდინარე იქედან, რომ ამონიუმის ნიტრატი პოტენციურად ფეთქებადია. „გადაზიდვის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ტონაა,“ ამბობს გაზეთის თანამოსაუბრე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პორტისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ევროპასთან სავაჭრო ოპერაციების შეჩერების გამო, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმაა. 2022 წლის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო სანქციებით ყველაზე მეტად საზღვაო პორტი „სანქტ-პეტერბურგის დიდი პორტი“ დაზარალდა, ტვირთბრუნვა 37,5%-ით შემცირდა. 2023 წლის ბოლოს ტვირთბრუნვა გაიზარდა 28%-ით, მაგრამ 2021 წლის მაჩვენებელს 20%-ით მაინც ჩამორჩება. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.