თეგი: საქართველოს რკინიგზა
21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ
21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. საუბარია თბილისი-ოზურგეთის, ოზურგეთი-თბილისის, თბილისი-ქუთაისის, ქუთაისი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდის, ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ბათუმის, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ფოთის და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე. „ძვირფასო მგზავრებო, 21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 აპრილს თბილისი-ფოთისა და 21 აპრილს თბილისი-ბათუმის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. "აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 აპრილს თბილისი-ფოთისა და 21 აპრილს თბილისი-ბათუმის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზა 6-დან 15 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა 6-დან 15 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 6-დან 15 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.
19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა
19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. "გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 19-დან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://ticket.railway.ge/", - ნათქცამია განცხადებაში.
2016 წლის შემდეგ პირველად საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გავიდა
საქართველოს რკინიგზამ 2021 წელი ზარალის ნაცვლად მოგებით დაასრულა. ამის შესახებ bm.ge რკინიგზის ფინანსურ ანგარიშშზე დაყრდნობით წერს, რომელიც კომპანიამ დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელი კომპანიამ 547.9 მილიონი ლარის შემოსავლით და 52.7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.ეს 2016 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რკინიგზა ზარალის ნაცვლად მოგებაზე გავიდა. 2016-2020 წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ჯამური ზარალი 1.4-მილიარდი ლარი იყო. მათ შორის 2020 წელს კომპანიამ 164.6 მილიონი ლარით იზარალა.2021 წლის განმავლობაში რკინიგზის მოგებაზე გასვლა კომპანიის გაზრდილმა შემოსავალმა და შემცირებულმა ფინანსურმა ხარჯებმა განაპირობეს.საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ასე ნაწილდება:● სატვირთო გადაზიდვები - 423.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 9%;● ლოჯისტიკური სერვისები - 69.4 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 28%;● სამგზავრო გადაყვანები - 14.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 32%● ვაგონების გაქირავება - 4.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 47%● ვაგონების სასაზღვრო მომსახურების საკომისიო - 9.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 30%;● სხვა - 25.3 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 115%;● სულ - 547.9 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 12%.რაც შეეხება რკინიგზის საოპერაციო ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები. კომპანია ჯამში 12,000 ადამიანს ასაქმებს, რომელთა ანაზღაურებამაც გასულ წელს 180 მილიონი ლარი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია.რკინიგზის ინფრასტრუქტურის და მოწყობილობების ცვეთის ხარჯმა 58 მილიონი ლარი შეადგინა, ელექტროენერგიის და სახარჯი მასალების ხარჯი 54.5 მილიონი ლარი იყო, “სხვა ხარჯებმა” კი 95 მილიონი ლარი შეადგინა. თავად სხვა ხარჯებში ლოჯისტიკური სერვისების ღირებულებაა 32 მილიონი ლარი, გადასახადები 30 მილიონი ლარი, დაცვის ხარჯები 9.7 მილიონი ლარი.“საქართველოს რკინიგზა” 100%-ით “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაა. კომპანიის აქტივები 2.25 მილიარდ ლარს შეადგენს. სახელმწიფო კომპანიის ვალდებულებები 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც წამყვან პოზიციას $500-მილიონიანი ევროობლიგაცია იკავებს, რომელიც კომპანიამ 2021 წელს გამოუშვა.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 12-დან 13 ივნისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით, დამატებით ღამის რეისს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზა 24-27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. რაც შეეხება მატარებლის მოძრაობის განრიგს, დამატებითი რეისი თბილისიდან 00:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან 00:20-ზე გამოვა. საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება
ექსკლუზივი Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო კომპანია 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი, სარკინიგზო გზით აკავშირებს ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსა და ევროპას. რა არის მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? Europetime-მ ამ საკითხთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზას რამდენიმე შეკითხვით მიმართა. ET: რას ნიშნავს მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რით განსხვავდება სხვა სავაჭრო დერეფნებისგან? აღნიშნული პროექტი 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. 6 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაცია მარშრუტზე - ჩინეთი-თურქეთი-ევროპა და პირიქით (ყირგიზეთის; უზბეკეთის; თურქმენეთის; აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით) საკონტეინერო ბლოკმატარებლების ოპერირებაზე შეთანხმდნენ. მათ საკონტეინერო გადაზიდვების ახალი პირობები შეიმუშავეს და ერთიანი გამჭოლი ტარიფები დააწესეს. ეს არის მულტიმოდალური გადაზიდვები, რადგან მარშრუტი საავტომობილო (ჩინეთიდან ყირგიზეთის სარკინიგზო სადგურამდე) და საზღვაო (კასპიის ზღვა) გადაზიდვებს მოიცავს. ET: რა როლი აქვს ამ პროექტში საქართველოს? აღნიშნული მარშრუტზე, პროექტის შექმნის დღიდან საქართველოს რკინიგზას აქვს გადაზიდვების მზარდი ტენდენცია. საქართველოს რკინიგზა არის მარშრუტის შემადგენელი მხარე და მისი როლია დაიცვას ერთობლივი პირობები/შეთანხმებები და გადაზიდვები შეუფერხებლად აწარმოოს. მეტიც, პროექტის შექმნის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია სწორედ „საქართველოს რკინიგზის“ ინიცირებით ქალაქ თბილისში გაფორმდა. ET: რა უნდა გააკეთოს უშუალოდ „საქართველოს რკინიგზამ“ სამომავლოდ,[რეფორმები, ან ცვლილებები] რომ ეს პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდეს? პროექტი წარმატებით მიმდინარეობს მისი დაარსების დღიდან. აღნიშნული მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება საჭირო არ არის. მონაწილე მხარეების სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან, იმართება სამუშაო შეხვედრები. მხარეები არსებული მოცულობებისა და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, გადაზიდვის პირობების გაუმჯობესების საკითხებს განიხილავენ. ET: როგორია მოლოდინი, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გადაზიდვების სეგმენტის ტრაექტორია შეიცვალა. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტიდან რა სარგებელს მიიღებს „საქართველოს რკინიგზა“ და შესაბამისად სახელმწიფო? საქართველოს რკინიგზის ვარაუდით, ამ მარშრუტზე წლიურად 15 000 ტეუ (პირობითი კონტეინერი) გადაიზიდება, რაც კომპანიისთვის დაახლოებით 4,5 მლნ ლარის შემოსავალია. ამას გარდა, დამატებით შემოსავალს შავი ზღვის პორტებიც მიიღებენ. P.S ივნისიდან მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში ყირგიზეთიც ჩაერთო. ყირგიზეთის ეროვნული კომპანია „ყირგიზ თემირ ჟოლუს“ დირექტორის მოადგილის დასტან უსუბაკუნოვის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს შერეული ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპაში, პროექტში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიების გავლით: „პროექტის თანახმად, ტვირთის უმეტესი ნაწილის მიწოდება საკონტეინერო მატარებლებით, სარკინიგზო გზით იგეგმება“, - აღნიშნა უსუბაკუნოვმა. საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
25 ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება
25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნეს კლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი დღეიდან იზრდება
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. 25 ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება მათივე ცნობით, 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნესკლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
9, 10 და 11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 9,10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ. შეზღუდვა შეეხებათ სატვირთო მატარებლებსაც. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მოძრაობა სრულად 12 აგვისტოდან განახლდება. „შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები. მიგეხსენებათ, რომ იცვლება საკონტაქტო ქსელი, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, მცირედით შემცირდება სამგზავრო მატარებლით გადაადგილების დრო. 12 აგვისტოდან მოძრაობა სრულად განახლდება", - ამბობს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ირინა ხიზანიშვილი.
სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი გლოვოს კურიერს დაეჯახა
სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი გლოვოს კურიერს დაეჯახა. ინფორმაცია Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ „გლოვოს“ კურიერი მატარებლის ლიანდაგზე გადაადგილდებოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მგზავრები მატარებლიდან ჩამოიყვანეს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ მგზავრობა განახლდება.
გადაზიდვები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა - საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ცნობოთ, კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. დღეს გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა.„კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
საქართველოს რკინიგზა: კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული, 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული, 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა საოპერაციო შემოსავლები კი 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „რაც შეეხება, თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ხარჯებს, მათი ჯამური მაჩვენებელი 97 მილიონი ლარია. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის მე-3 კვარტალში კომპანიამ 12,000-ზე მეტ დასაქმებულს ხელფასი გაუზარდა, რაც ბუნებრივია სახელფასო ხარჯებში აისახა, ხოლო საშუალო ხელფასმა 1300 ლარზე მეტი შეადგინა. წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში. ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს – 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს – 40 მილიონი ლარით აღემატება“,- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზა ახალი წლის დღეებში ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა 11 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. „ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა ახალი წლის დღეებში ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ მოცემულ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. „ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. მოძრაობის განრიგი იხილეთ მოცემულ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზა: დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, იქმნება ძაბვის პრობლემები, მგზავრებს ვთავაზობთ ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართვს და განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა, მატარებლების გადაადგილებისას შეფერხებები გამოიწვიოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რკინიგზა მგზავრებს ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს. „დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
რას გულისხმობს რეფორმა, რომელიც „საქართველოს რკინიგზაში“, საპარტნიორო ფონდიდან კომპანიის გასვლის შემდეგ დაიწყება
„საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. გარიგება 2022 წლის ბოლოს დასრულდა. რას ნიშნავს ეს ცვლილება და დაჩქარდება თუ არა ამ ტრანზაქციის შემდეგ დაანონსებული რეფორმა სახელმწიფო კომპანიაში? Europetime-თან ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წლის მთავრობისთვის გადაცემა, კომპანიის საქმიანობაში არსებითად არაფერს ცვლის, თუ ეკონონმიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დაანონსებული რეფორმა რეალურად არ დაიწყო. „გამოითქვა მოსაზრება, რომ იმ ფულად შენატანებს, რაც „საქართველოს რკინიგზას“, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ „საპარტნიორო ფონდში“ მოგებიდან შეჰქონდა, ეს უწყება [საპარტნიორო ფონდი], თავისი მიზნებისთვის განკარგავდა. მაგალითად, ფულს ხარჯავდა სასტუმროების ასაშენებლად ან სხვა პროექტების განსახორციელებლად. ამას „საპარტნიორო ფონდი“ ბუნებრივია, სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს დამოკიდებულება „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ არ იცვლება“, - ამბობს გოჩავა. მისივე თქმით, „საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ევროდირექტივებიც ითვალისწინებს. „ევროდირექტივების ძირითადი მიზანია, რომ რკინიგზა კომერციულად მომგებიანი გახდეს. კომპანიის კომერციალიზაციაა მთავარი მიზანი. ამისთვის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს სატვირთო გადაზიდვები, მგზავრთა გადაყვანა, ინფრასტრუქტურის შეთავაზება. სავაგონო შემადგენლობა უნდა იყოს სრულიად ცალკე. „საქართველოს რკინიგზა კი, ვერტიკალურად ინტეგრირებულია. მონოლითური სტრუქტურაა და კომპანიაში ეს მიმართულებები მხოლოდ ფორმალურადაა გამიჯნული“, - ამბობს დავით გოჩავა. ამასთან, აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვის სქემა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება. „საქართველოს რკინიგზაში“ კერძო გადამზიდავი ვეღარ შედის, რადგან მონოპოლიური და დახურული სისტემაა. კომპანიას რეფორმა სჭირდება, აქ კი, მთავრობის მხარდაჭერა საჭირო. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე, „საქართველოს რკინიგზაში“ ეფექტიანი რეფორმაა საჭირო, რადგან კომპანია გაზრდილი ტვირთბრუნვის შედეგად სარკინისგზო გადაზიდვებზე გაჩენილ მოთხოვნას ვერ პასუხობს “, - აღნიშნავს გოჩავა. როდის დაიწყება „საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმა? „საქართველოს რკინიგზის“ 100%-ის მთავრობისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სამი სახელმწიფო კომპანიიდან ერთ-ერთია, სადაც 2023 წლიდან რეფორმა უნდა განხორციელდეს. თუმცა რას გულისხმობს რეფორმა და არის თუ არა მზად „საქართველოს რკინიგზის“ ტრანსფორმაციისთვის საჭირო შესაბამისი სტრატეგია, ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია. ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიის თანახმად, ეს პროცესი სამ მსხვილ კომპანიაში „საქართველოს რკინიგზაში”, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” უნდა დაიწყოს. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, სამ სახელმწიფო საწარმოში განსახორციელებელი რეფორმისთვის აუცილებელი ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება დასახელდა: ● კორპორაციული მართვა; ● კომერციული მიზნები; ● კონკურენტული ნეიტრალურობა ● ფლობის პოლიტიკა; ● სტრატეგიული მართვა; „სტანდარტების დანერგვისა და მასთან დაკავშირებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მისაღწევად ხუთივე მიმართულება უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიაში. პრიორიტეტული მიმართულება #1. კორპორაციული მართვა - თითოეულ სახელმწიფო კორპორაციას ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლის შემადგენლობაში შემავალ წევრებს ექნებათ შესაბამისი უნარები, ცოდნა, გამოცდილება, დამოუკიდებლობა და დრო კორპორაციის აღმასრულებელი პირების, კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური საქმიანობების დამოუკიდებელი ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ანგარიშვალდებულნი იქნებიან თავიანთი ფუნქციების შესრულებაზე. პრიორიტეტული მიმართულება #2. კომერციული მიზნები - სახელმწიფო კორპორაციების მთავარ მიზნად განისაზღვრება კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. საშუალოდ, დროთა განმავლობაში მათ უნდა მიაღწიონ კერძო სექტორის მსგავსი კომერციული კომპანიების შესადარის ფინანსურ შედეგებს. თუ მეორადი მიზნის სახით, მთავრობა განიზრახავს სახელმწიფო კორპორაციების საშუალებით არაკომერციული საქმიანობების განხორციელებას, რომელიც ასევე ცნობილია კვაზი-ფისკალური აქტივობების სახელით, მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს მათ აღნიშნული აქტივობებზე გაწეული ხარჯები. პრიორიტეტული მიმართულება #3. კონკურენტული ნეიტრალურობა - სახელმწიფო კორპორაციები ოპერირებას კონკურენტული ნეიტრალურობის საწყისებზე მოახდენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ კონკურენტული უპირატესობა და არც არახელსაყრელი მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან მათი ფლობის ან კონტროლის შედეგად. კონკურენტული ნეიტრალურობის პრინციპების გამოყენება უზრუნველყოფს სახელმწიფო კორპორაციების მხრიდან შეზღუდული ეკონომიკური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. პრიორიტეტული მიმართულება#4. ფლობის პოლიტიკა - განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოს ფლობის და დაარსების ობიექტური კრიტერიუმები. უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფო კორპორაციის სტატუსის გადახედვა ამ კრიტერიუმების მიხედვით, მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო კორპორაციების ფლობის პოლიტიკა განხორციელდება ე.წ დუალისტური მოდელის შესაბამისად. აღნიშნული მოდელის მიხედვით, აქციონერთა უფლებების განხორციელების პასუხისმგებლობა გადანაწილებულ იქნება ორ სამინისტროს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. პრიორიტეტული მიმართულება #5. სტრატეგიული მართვა - კორპორაციული განზრახვის განაცხადი. სახელმწიფო კორპორაციებმა ყოველწლიურად უნდა შეიმუშაონ კორპორაციული განზრახვის განაცხადი (კგგ), რომელიც სამეთვალყურეო საბჭომ შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აქციონერებს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს. ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიის თანახმად, სამ სახელმწიფო საწარმოში რეფორმა 2023-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მიერ აქტიური კონსულტაციები განხორციელდა შემდეგ ინსტიტუციებთან: ● საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ● აზიის განვითარების ბანკი (ADB) ● მსოფლიო ბანკი (WB) ● ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community) ● სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ● სს საპარტნიორო ფონდი „საქართველოს რკინიგზაში“ მოსალოდნელ რეფორმის დეტალებზე არ საუბრობენ. Europetime-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ დაგეგმილ რეფორმაზე დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდიან. რა გამოწვევების წინაშეა „საქართველოს რკინიგზა“ „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ ვრცელი კვლევა 2022 წლის გაზაფხულზე აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა. 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს რკინიგზის“ მთავარ გამოწვევად, „ჭარბი მუშახელი, არაეფექტიანობა და ჭარბვალიანობა” დასახელდა. აზიის განვითარების ბანკის კვლევაში გამოხატულ პოზიციას ეთანხმება პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტიც. მისივე თქმით, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა, რომ კომპანია „სოციალურ დაკვეთას ასრულებს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მუშახელის დასაქმებაა“. პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ერთი ტონა ტვირთის გადაზიდვას 7 რკინიგზელი სჭირდება, „საქართველოს რკინიგზაში“ კი ამ ფუნქციას 25 ადამიანი ასრულებს. მატარებლის სიჩქარე დაბალია და ექსპლუატაცია არაეფექტიანი“. რაც შეეხება ჭარბვალიანობის საკითხს, „საქართველოს რკინიგზამ“ ძველი ვალების დასაფარად 2021 წელს $500 მილიონიანი ვალი აიღო. კომპანიამ $500 მილიონის მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7 წლის ვადით განათავსა, რამაც სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიის ნაწილობრივ გასხვისების საკითხი 7 წლით გადაავადდა. ამასთან, 4-წლიანი პაუზის შემდეგ 2021 წელი კომპანიამ ₾52.7 მილიონის მოგებით დაასრულა. საგულისხმოა, რომ 2016 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ წელი ზარალის გარეშე დახურა. დავით გოჩავას შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების ზრდა „შუა დერეფანში“ ტვირთების ტრანსფორმაციამ განაპირობა. „ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ტვირთები ტრანსკასპიური დერეფნისკენ დაიძრა. სწორედ ესაა რკინიგზის შემოსავლების ზრდის მიზეზი“, - აცხადებს გოჩავა. 2016 წელს საქართველოს რკინიგზა 65.1 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, შემდეგი წლების განმავლობაში კი ზარალს აფიქსირებდა: 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ; 2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ; 2019 წელი - ზარალი ₾5.5 მლნ; 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ; 2021 წელს კომპანიის ტვირთბრუნვამ 12 მილიონი ტონა შეადგინა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა და კომპანიამ 547.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება 2022 წელს, „საქართველოს რკინიგზამ“ 9 თვეში 491 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგება კი, 278 მილიონი ლარი იყო.
საქართელოს რკინიგზა: დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, შეფერხებები ჰქონდეთ
საქართველოს რკინიგზა დიდთოვლობის გამო, მოსალოდნელ შეფერხებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. „დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შექმნილი გარემოება – ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზა, 30 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა, 30 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. „ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზა, 30 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. მოძრაობის განრიგი იხილეთ მოცემულ ცხრილში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს დამატებითი რეისებით მოემსახურება
„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განმარტებით, 13 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა. ცაგურიას თქმითვე, ისინი რესურსს არ ზოგავენ, რათა მგზავრებს კომფორტულად მოემსახურონ. „ჩვენ მაქსიმალური რესურსები გვაქვს ჩართული იმისთვის, რომ მგზავრებს მოვემსახუროთ. დამატებითი რეისები დავნიშნეთ თბილისიდან ფოთის მიმართულებით და პირიქით, ფოთიდან თბილისის მიმართულებით 13-დან 18 აპრილის ჩათვლით. გარდა ამისა, ჩვენ დავნიშნეთ 14-დან 18 აპრილის ჩათვლით დამატებითი რეისები თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე და კიდევ დავამატეთ 17 აპრილს 2 რეისი. თუკი, რამე რესურსი არსებობს, თავს არ ვზოგავთ იმისთვის, რომ მგზავრებს მაქსიმალურად მოვემსახუროთ“, - განაცხადა ცაგურიამ.
საქართველოს რკინიგზა ავტომობილების გადაზიდვებს იწყებს
საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია. „აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგიზის ინფორმაციით, თბილისიდან დღის რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:15 საათზე შესრულდება. ასევე ემატება ღამის რეისები. საქართველოს რკინიგზის ცნობით, 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:35 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისში – 00:45 საათზე. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ბილეთების შეძენა შესაძლებელია აღნიშნულ ვებგვერდზე, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა - საქართველოს რკინიგზა
დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. რკინიგზაში აცხადებენ, ლიანდაგების მიმდებარედ ჩამოიშალა ნიადაგი. მათივე ინფორმაციით, ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. „კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაო. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“,- აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. „უამინდობის გამო, შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფა-მოლითის გადასარბენზეც იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო, სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებულია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებული რჩება. „საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას Facebook გვერდზე ავრცელებს. „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #806 თბილისი-ბათუმი 06:30 #805 ბათუმი-თბილისი 14:30 #802 თბილისი-ბათუმი 08:00 #803 ბათუმი-თბილისი 08:10 #808 თბილისი-ბათუმი 10:35 #870 თბილისი-ზუგდიდი 08:40 #12 თბილისი-ოზურგეთი 08:50 #18 თბილისი-ქუთაისი 08:50 #873 ფოთი-თბილისი 07:20 #11 ოზურგეთი-თბილისი 09:00 #17 ქუთაისი-თბილისი 12:25 საგარეუბნო მატარებლები: #6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50 #6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50 „სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
საქართველოს რკინიგზა: სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სადგურ მარელისთან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი, რედ.) ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება რეისები. მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05 #807 ბათუმი-თბილისი 17:15 #801 ბათუმი-თბილისი 18:20 #812 თბილისი-ბათუმი 0:35 #811 ბათუმი-თბილისი 0:45 #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25 #874 თბილისი-ფოთი 17:30
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მესამე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მესამე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა. „დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მესამე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ჯრტ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება. საუბარია მხოლოდ მესამე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა ყველა მესამე ვაგონის მგზავრს აუნაზღაურდება.“
საქართველოს რკინიგზა: ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. განხლება: საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქვათაცვენის ადგილზე მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოს მეთოდოლოგია: „მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის.“
საქართველოს რკინიგზა: თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს უამინდობის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში. „საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს,“ - წერს რკინიგზა.
უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩერდნენ – რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ცნობით, „დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებულები.“ „საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის. ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე,“ - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრამდე შენარჩუნდება - ამინდის პროგნოზი
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა. „ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები – მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუმი № 804; თბილისი-ფოთი 874. ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: ზესტაფონი-ხაშური №6446; ხაშური-ზესტაფონი №6418 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ,“ - აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.
რკინიგზა: სამგზავრო მიმოსვლა ხვალ დილიდან განახლდება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ლიანდაგები გაწმენდილია და 8 თებერვალს დილიდან სამგზავრო მიმოსვლა სრულად განახლდება. 6 თებერვალს ღამით და 7 თებერვალს მთლიანი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უამინდობის, კერძოდ, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ფოთის რეისები გაუქმდა. „ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა,“ წერს საქართველოს რკინიგზა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდა
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ინფორმაცია „გურია TV-მ“ გაავრცელა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. „ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა,” - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში.“
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ „სარკინიგზო შემთხვევას“ მსხვერპლი მოჰყვა
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის დროს დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. მათივე ცნობით, ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. „დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. „საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს,“ - ნათქვამია განცახადებაში.