თეგი: უილიამ ბერნსი
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: პუტინი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა. ამის შესახებ BBC წერს. „ვფიქრობ, ახლა პუტინი გაბრაზებული და გაღიზიანებულია. სავარაუდოდ ძალისხმევას გააორმაგებს და უკრაინის სამხედრო ძალის განადგურებას შეეცდება და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლზე არც იფიქრებს“, - აღნიშნა ბერნსმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: მოვუწოდებ კონგრესს, დაამტკიცოს $12-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის
CIA-ს დირექტორი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს
CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს. აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა გლობალური საფრთხეების შესახებ ყოველწლიურ მოსმენაზე განაცხადა, რომ რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში 2000-4000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. „პუტინს გადაწყვეტილი აქვს დომინირება და კონტროლი უკრაინაში, რათა ჩამოაყალიბოს თავისი კურსი. ის ამას აკეთებს წყენისა და ამბიციების აალებადი კომბინაციით მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ბერნსმა. ბერნსის თქმით, პუტინი „სამხედრო ოპერაციების“ ესკალაციას აპირებს. „ვფიქრობ, პუტინი ახლა გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. ის, სავარაუდოდ, გაორმაგებული ძალებით შეეცდება, გაანადგუროს უკრაინელი სამხედროები. პუტინი თავის ომს ოთხ ცრუ ვარაუდზე აყალიბებდა: მას სჯეროდა, რომ უკრაინა სუსტი იყო, სჯეროდა, რომ ევროპა განადგურდა და არ მოახდენდა ძლიერ რეაგირებას, ფიქრობდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მზად იყო, გაეძლო სანქციებისთვის და თვლიდა, რომ რუსეთის არმია მოდერნიზებული იყო და ეფექტიანად იბრძოდა“. „პუტინი ყველა ამ მიმართულებით შეცდა”, - განაცხადა ბერნსმა, რომელიც 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში. CIA-ს დირექტორი აცხადებს, რომ ახლა მოელის პუტინის „სამხედრო ოპერაციების“ ესკალაციას, ხოლო უკრაინელები გააგრძელებენ სასტიკ წინააღმდეგობას. სავარაუდო შედეგი, მისი თქმით, არის უკრაინის ქალაქების, მათ შორის დედაქალაქის, კიევის კონტროლისთვის ბრძოლის „საშინელი მომდევნო რამდენიმე კვირა". იმავდროულად, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ პუტინის გრძელვადიანი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია. „ამ ეტაპზე გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა რუსეთი გეგმის განხორციელებას უკრაინის მთელი ან უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდების მიზნით, რაც, ჩვენი შეფასებით, მეტ რესურსს მოითხოვს“, - განაცხადა ჰეინსმა. „თუ ისინი გეგმის მაქსიმუმს განახორციელებენ, „ჩვენი შეფასებით, რუსებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება უკრაინის ტერიტორიის დაკავება, კონტროლი და კიევში „მდგრადი პრორუსული რეჟიმის დასმა“, - დაამატა ჰეინსმა. ბერნსი მას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, პუტინს არ აქვს განსაზღვრული გეგმა, თუ რას გააკეთებს, თუ რუსული ძალები უკრაინას გააკონტროლებენ. „გამოწვევა, რომელსაც ის აწყდება, და ეს არის ყველაზე დიდი კითხვა, მას არ აქვს საბოლოო, მყარი ფინალური ფაზა უკრაინელების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის ფონზე“,- განაცხადა უილიამ ბერნსმა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა
CIA-ს დირექტორის თქმით, პუტინის აზროვნება ომის მეორე ფაზას უფრო სარისკოს აქცევს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომის მეორე ეტაპზე ბევრი რამ დადო სასწორზე. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, პუტინის ეს აზროვნება აქცევს შეტევის მეორე ფაზას სულ მცირე სარისკოს და შესაძლოა, უფრო სარისკოსაც კი, ვიდრე ომის პირველ ეტაპს. CIA-ს დირექტორი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს „მას არ სჯერა, რომ წაგების უფლება აქვს. ვფიქრობ, ის ახლა დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული ძალების გაორმაგება მაინც მისცემს პროგრესის მიღწევის საშუალებას“, - განაცხადა ბერნსმა პუტინის შესახებ ვაშინგტონში Financial Times-ის ღონისძიების დროს. ბერნსმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის ბირთვულ ომში გადაყვანის რისკი სათანადოდ უნდა შეფასდეს მეორე ფაზაში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვა ამ ეტაპზე ვერ ხედავს „პრაქტიკულ მტკიცებულებებს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების დაგეგმვის შესახებ“. „ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელძღვანელობის კომენტარები - არ შეგვიძლია, რომ მსუბუქად მივიღოთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ფსონები ძალიან მაღალია პუტინის რუსეთისთვის და ასეთი რისკები (ბირთვული ომის) კონფლიქტის მეორე ეტაპზე სერიოზულია და ის უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა ბერნსმა. ბერნსმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის კონფლიქტმა უკრაინაში გავლენა მოახდინა ჩინეთის გათვლებზე, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ „როგორ და როდის“ აპირებს ტაივანზე კონტროლის მცდელობას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
CIA-ს დირექტორი უკრაინაში ომზე, რუსეთსა და ჩინეთზე
CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ისევე როგორც მათი საწყისი გეგმის ჩავარდნა და შემდგომი ბირთვული რიტორიკა, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეშფოთება გამოიწვია. უილიამ ბერნსის თქმით, „საინტერესო იყო ჩინეთის ხელმძღვანელობის რეაქცია უკრაინაში ომზე“, რადგან უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეხვდნენ, სადაც „უსაზღვრო მეგობრობის“ შესახებ გამოაცხადეს. თუმცა როგორც ბერნსმა აღნიშნა, ამ პარტნიორობის საზღვრები რამდენიმე კვირაში გამოიკვეთა - პეკინი არ აწვდის იარაღს რუსეთს. „აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ამ პარტნიორობას რეალურად აქვს გარკვეული შეზღუდვები“, - ამბობს CIA-ს დირექტორი. კითხვაზე, რა იქცევს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობის ყურადღებას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ბერნსმა უპასუხა, რომ ეს არის კრემლის ბირთვული რიტორიკა. „ვფიქრობ, მოხდა ძალიან საშიში „ბირთვული აფეთქება“, რომელიც პუტინმა და მის გარშემო მყოფებმა მოახდინეს”, - აღნიშნა ბერნსმა. ბერნსის თქმით, მოსკოვი ცდილობს, დააშინოს დასავლეთი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის ამერიკული დაზვერვის ანალიტიკოსები „ვერ ხედავენ რაიმე ნათელ მტკიცებულებას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმების შესახებ“. CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევს 15 ნოემბერს ეწვია. ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დაზვერვის საზოგადოების ხელმძღვანელებს.
CIA-ს დირექტორის შეფასებით, მომდევნო 6 თვე უკრაინის ომის შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება
შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, მომდევნო 6 თვე უკრაინის ომის შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება. CIA-ს დირექტორის შეფასებით, პუტინს სჯერა, რომ უკრაინის განადგურება შეუძლია მაშინ, როდესაც ევროპას პოლიტიკური დაღლილობა სძლევს და შეერთებული შტატებიც დაკარგავს კოორდინირებულად მოქმედების უნარს. „გასაღები როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე უახლოეს ექვს თვეში გვექნება“, - ციტირებს CNN ულიამ ბერნსის სიტყვებს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბერნსი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. უილიამ ბერნსი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. Washington Post-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ვიზიტი უკრაინის კონტრშეტევის ფონზე განხორციელდა. „ვიზიტის დროს რუსული აგრესიისგან უკრაინის დახმარებასა და სადაზვერვო მონაცემებით ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს“, - წერს გამოცემა. „ვიზიტის მიზანი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგულების დადასტურება - „აშშ მიზნად ისახავს, დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში“, აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
CIA-ის დირექტორის თქმით, შეიარაღებული ამბოხება მიუთითებს ზიანზე, რომელიც პუტინმა რუსეთს მიაყენა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეიარაღებული აჯანყება იმ ზიანზე მეტყველებს, რომელიც პუტინმა რუსეთს მოუტანა. ბერნსმა ხაზი გაუსვა, რომ „პრიგოჟინის აჯანყება“ „შეიარაღებული გამოწვევაა რუსული სახელმწიფოსადმი“, მაგრამ ეს „რუსეთის შიდა საქმეა, რომელშიც შეერთებული შტატები არ იღებდნენ და არ მიიღებენ არანაირ მონაწილეობას“. „პრიგოჟინის მარში“ ჰგავდა „რენტგენოგრამას“, რომელმაც პუტინის დანაშაულებრივი ქცევის შედეგები გამოააშკარავა - პოლ გობლი „გასაოცარია ის, რომ თავის ქმედებებამდე პრიგოჟინი გამანადგურებელი ბრალდებებით გამოდიოდა კრემლის მიმართ, უკრაინაში შეჭრის ყალბი მიზეზებისა და რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ომის მართვის შესახებ… ამ სიტყვებისა და ქმედებების გავლენა კიდევ გარკვეულ ხანს იქნება საგრძნობი, როგორც მკაფიო შეხსენება პუტინის ომის გამანადგურებელი გავლენის შესახებ მის საკუთარ საზოგადოებასა და მის საკუთარ რეჟიმზე“, - განაცხადა ბერნსმა.
CIA-ს დირექტორი: პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, უილიამ ბერნსს სჯერა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამჟამად მინსკში, ბელორუსში იმყოფება, როგორც ეს მის ბოლო ვიდეოში ჩანს. „ის ცოტათი გადაადგილდა. ვფიქრობ, ბოლო დროს მინსკში იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ მინსკის გარეუბანში პენსიაზე გასვლას გეგმავს, მაგრამ მან დრო რუსეთშიც გაატარა", - განაცხადა ბერნსმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე. ბერნსი ხაზს უსვამს, რომ გაკვირებული იქნება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას, რადგან პუტინი, „ანგარიშსწორების უკანასკნელი მოციქულია.“ „პრიგოჟინი რომ ვიყო, ჩემს საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი," - აღნიშნა ბერნსმა. ბერნსის განცხადებით, რუსეთის ელიტაში და მის ფარგლებს გარეთ ახლა ბევრი უკმაყოფილებაა და დაზვერვის სამსახური არ კარგავს შესაძლებლობას, რომ ამით ისარგებლოს.
CIA-ს დირექტორის თქმით, რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში გემებზე თავდასხმის ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს. „ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, რომ რუსები განიხილავენ ცრუ დროშის ოპერაციებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეძებენ გზებს, რომ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმები განახორციელონ და შემდეგ შეეცადონ, უკრაინა დაადანაშაულონ,“ - განაცხადა უილიამ ბერნსმა. CIA-ს დირექტორი პრიგოჟინზე, უკრაინის კონტრშეტევასა და რუსეთის „თავდაცვის სისუსტეებზე“ ინფორმაციისთვის, „ცრუ დროშის" ოპერაცია გულისხმობს პოლიტიკურ ან სხვა სახის ქმედებას, როდესაც ერთი მხარე საკუთარ მოქმედებას ნიღბავს მოწინააღმდეგის დადანაშაულების მიზნით. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას დეზინფორმაციით ნიღბავს შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ სტრატეგიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, აშშ შავი ზღვის რეგიონს უსაფრთხო, წარმატებულ და ეკონომიკური ზეწოლისგან თავისუფალ ადგილად მოიაზრებს. როგორც Europetime-სთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხსენებული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს უკვე წარუდგინა. აშშ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. „როგორც წესი, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს“, - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. რაც შეეხება სტრატეგიას, ის მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
CIA-ს დირექტორი პრიგოჟინზე, უკრაინის კონტრშეტევასა და რუსეთის „თავდაცვის სისუსტეებზე“
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა სადაზვერვო ინფომაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ის კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივის მიმართ. CIA-ს დირექტორმა აღნიშნა, რომ რუსეთი აწყდება მნიშვნელოვან „სტრუქტურულ სისუსტეებს“, მათ შორის დაბალ მორალს, ცუდ მეთაურობას და „არეულობას“ ხელმძღვანელობას შორის, საუბარია როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ხელმძღვანელობაზე. მანვე აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის „ამბოხებამ“ პუტინის მიერ შექმნილი სისტემის ზოგიერთი მნიშვნელოვანი სისუსტე გამოავლინა. ბერნსმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინი სავარაუდოდ შეეცდება არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ „ამბოხზე“ ზედმეტად რეაგირებდა. ბერნსის შეფასებით, პუტინს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ მოექცეს ევგენი პრიგოჟინს. CIA-ს დირექტორის ვარაუდით, რომ პუტინი ცდილობს, პრიგოჟინი დააშოროს „ვაგნერს“ და ამის შემდეგ დაგეგმოს მასთან ანგარიშსწორება. ბერნსმა მისი კოლეგების მსგავსად ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ წინასწარ იცოდა „ვაგნერის“ აჯანყების შესახებ. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ 20 ივლისს სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსებს მარკ მილის, რომ უკრაინის დამცველების კონტრშეტევისა და გარკვეული წარმატებების შესახებ აცნობა. CIA-ს დირექტორი: პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი
CIA-ს დირექტორი: უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აშშ-სთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა
„პუტინის მიერ წარმოებული ომი, რუსეთისთვის მრავალ დონეზე უკვე მარცხია. მისი თავდაპირველი მიზანი კიევის დაპყრობა და უკრაინის დამორჩილება, სულელური და მოჩვენებითი აღმოჩნდა. მისმა სამხედროებმა დიდი ზიანი განიცადეს. სულ მცირე 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, განადგურდა რუსეთის ტანკების ომამდელი მარაგის ორი მესამედი, ხოლო პუტინის ათწლეულების განმავლობაში განთქმული სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა ჩავარდა. ეს ყველაფერი უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის პირდაპირი შედეგია, რომელსაც აძლიერებს დასავლეთის მხარდაჭერა,“ - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი წერს სტატიაში „CIA-ს ტრანსფორმაცია კონკურენციის ეპოქაში“, რომელიც 30 იანვარს ჟურნალ Foreign Affairs-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბერნსის შეფასებით, წარმატების გასაღები უკრაინისთვის, დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები, ეს არის შედარებით მოკრძალებული ინვესტიცია, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ანაზღაურებით შეერთებული შტატებისთვის და მნიშვნელოვანი ანაზღაურება ამერიკული ინდუსტრიისთვის. CIA-ს დირექტორის შეფასებით, იარაღის ნაკადის შენარჩუნება, უკრაინას უფრო ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება. „ის იძლევა შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ზარალის უზრუნველსაყოფად. ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან თავის შორს დაჭერა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა, შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა,“ წერს ბერნსი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
NYT: უილიამ ბერნსი უკრაინას საიდუმლო ვიზიტით ეწვია
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი უკრაინას 15 თებერვალს ფარულად ეწვია, რათა დაემშვიდებინა ქვეყნის ლიდერები აშშ-ის ფინანსური დახმარების ახალ ოდენობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების ფონზე. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს ბერნსის მეათე ვიზიტია უკრაინაში ორი წლის განმავლობაში. The New York Times-ი წერს, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და უკრაინის სპეცსამსახურებს შორის მჭიდრო კონტაქტები 2014 წლიდან არსებობს. გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა უკრაინელმა დაზვერვის ოფიცერმა ამერიკელ კოლეგებს ჰკითხა, მიატოვებდა თუ არა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მათ, თუ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. „ეს ადრე მოხდა ავღანეთში, ახლა კი, მოხდება უკრაინაში,“ - ციტრებს გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს. ამ კომენტარის საპასუხოდ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ვაჩვენეთ მკაფიო ვალდებულება უკრაინის მიმართ მრავალი წლის განმავლობაში და ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იმისა, რომ აშშ-ის ვალდებულება გაგრძელდება.“ CIA-ს ხელმძღვანელი კიევში გასულ კვირაში იმყოფებოდა. The New York Times-ი წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უკრაინაში, რუსეთთან საზღვართან 12 საიდუმლო ბაზას ინარჩუნებს. The New York Times-ის მასალა ეფუძნება 200-ზე მეტ ინტერვიუს ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
CIA რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად უკრაინაში 12 ბაზას ინახავს – NYT
ამერიკული გამოცემა The New York Times აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და უკრაინის ათწლიან თანამშრომლობაზე წერს. სტატიაში საუბარია მიწისქვეშა ბუნკერზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში აშენდა, მას შემდეგ, რაც მის ადგილზე არსებული სამეთაურო ცენტრი დაინგრა. გამოცემის წყაროს ცნობით, აღნიშნული ბაზა თითქმის მთლიანად არის CIA-ის მიერ დაფინანსებული და ნაწილობრივ აღჭურვილი. პუნქტი უკრაინაში CIA-ს სადაზვერვო ბაზების ქსელის ნაწილია, რომელიც რუსეთის საზღვრის მიმდებარედ 12 საიდუმლო ლოკაციას მოიცავს. CIA-ის სამომავლო მხარდაჭერაში უკრაინული მხარის დასარწმუნებლად სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი 22 თებერვალს საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, რაც ომის დაწყებიდან უკრაინაში მისი რიგით მე-10 ვიზიტია. CIA-მ და უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) რუსული კომუნიკაციების ჩაჭრის მიზნით კიდევ ორი გასაიდუმლოებული ბაზები ააშენა, რაც 12 დანარჩენ ბაზასთან ერთად უკრაინის დაზვერვის მთავარ ქვაკუთხედს ქმნის. New York Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე უკრაინულმა მხარემ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ნდობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც უკრაინა ამერიკას 2014 წელს ჩამოვარდნილი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავთან MH17 დაკავშირებით რუსების ჩართულობაზე ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარა.
CIA-ს დირექტორი: დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ავდიივკას ვნახავთ
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ის ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. მისივე შეფასებით, დამატებითი დახმარებით, უკრაინა შეძლება ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისში, რაც მას უფრო ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს. „ვფიქრობ, რომ 2024 წელს დამატებითი დახმარების გარეშე, ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ ავდიივკას უკრაინაში და ეს, ჩემი აზრით, შეერთებული შტატებისთვის უდიდესი ისტორიული შეცდომა იქნება," - განაცხადა უილიამ ბერნსმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ავდიივკიდან უკრაინული ჯარების გაყვანა დაიწყეს. კულება: შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები - ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა
CIA-ს დირექტორი: თუ ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარებას ახლავე არ დაამტკიცებენ, ქვეყანამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსის განცხადებით, თუ ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარებას ახლავე არ დაამტკიცებენ, ქვეყანამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს. Politico-ს ცნობით, ბერნსმა კანონმდებლებს მოუწოდა, მიიღონ დამატებითი კანონმდებლობა, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. „იმ სტიმულით, რომელიც მოჰყვება სამხედრო დახმარებას, როგორც პრაქტიკულად, ისე ფსიქოლოგიურად, უკრაინელები სრულიად შეძლებენ 2024 წლის განმავლობაში გაუძლონ და ჩამოშალონ პუტინის ამპარტავანი შეხედულება, რომ დრო მის მხარესაა,“ - აღნიშნა ბერნსმა, მაგრამ დასძინა, რომ თუ კონგრესი უკრაინისთვის დახმარებას არ დაამტკიცებს, არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლომდე დამარცხდნენ. „არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლომდე დამარცხდნენ, ან თუნდაც პუტინი აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მას შეეძლო არსებითად უკარნახოს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პირობები,“ - აღნიშნა ბერნსმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ახლა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ ომი. „ეს ასევე ეხება სი ძინპინს ჩინეთში, მის ამბიციებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს ნამდვილად არის საკითხი იმის შესახებ, ესმით თუ არა ჩვენს მოწინააღმდეგეებს ჩვენი სანდოობა და სიმტკიცე და ესმით თუ არა ეს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს,“ - აღნიშნა ბერნსმა.