თეგი: უკრაინის დაზვერვა
უკრაინაში მასობრივი არეულობების დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავეს
პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში მასობრივ არეულობებს გეგმავდნენ. ამ ბრალდებით ჯგუფი დააკავეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო არეულობის პროვოცირება უკრაინაში პოტენციურ შეჭრამდე, რათა „საპროტესტო და მიტინგებით აჩვენოს, რომ ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობას“.
შალვა პაპუაშვილი: მეგობარს, რომელსაც რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე ამის მტკიცებულება უნდა წარადგინო
არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, როდესაც იმ მეგობრის წინააღმდეგ, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, გააჟღერებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის განცხადება შეაფასა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასერიოზულმა ბრალდებებმა ასეთ განცხადებებს ფასი დაუკარგა. „სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების. არც რაიმე შედეგი აქვს. მათ შორის ოპოზიციაც, ნაწილობრივ არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ბრალდებების წამოსროლა ხდება საქართველოს მიმართ ისე, რომ მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ხელისუფლებაში გადატრიალება მზადდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მძიმედ არის ავად და უმაღლეს ეშელონებში, მის გადასაყენებლად ემზადებიან. მან პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილებაზეც მიუთითა. „ეს საბოლოოდ გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ისინი ამ გზით მიდიან", - განაცხადა უკრაინელმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა Sky News-თან ინტერვიუში. კითხვას მიმდინარეობს თუ არა გადატრიალება, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ, ისინი ამ გზით მიდიან და მისი შეჩერება შეუძლებელია“. სხვადასხვა წყარო ბრიტანულ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიბო და პარკინსონის დაავადება აქვს. თავად ბუდანოვს არ დაუსახელებია წყაროები, რომლებმაც პუტინის ჯანმრთელობის შესახებ აცნობეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პრემიერი: უკრაინის დაზვერვის ორი უარგუმენტო განცხადება გავრცელდა სანქციების გვერდის ავლაზე, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი რეაქცია?
„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ - უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია. „ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს, საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის წარმომადგენელი, დღემდე არავითარი მტკიცებულება არ მიგვიღია. ეს რას ნიშნავს, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე? ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტში პრემიერის დაბარების ინიციატორი „ლელო“ იყო. მოსმენა სამ საათს გაგრძელდა. მარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: „შეაყარე კედელს ცერცვი“ - გიორგი ვაშაძე
უკრაინის დაზვერვა: რუსეთს რაკეტების 45% დარჩა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთში მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი უკვე ზღვარზეა და თითქმის არ არის რეზერვები ზოგიერთი ტიპის რაკეტებისთვის. მისი განმარტებით, რთული ვითარებაა „კალიბრთან“, „ისკანდერთან“ და „კინჟალებთან“ დაკავშირებით, „ჩვენი გათვლებით, მათ დარჩათ იმ რაკეტების 45%, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვთ „ისკანდერებთან“ დაკავშირებით. დაახლოებით იმის 20%-ი, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა "კალიბრებთან" დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია. ისინი ახლა აქტიურად იყენებენ „ურაგანსა“ და „სმერჩს“ - ეს არის ის, რაც იძლევა დაბომბვის საშუალებას მცირე, 70-80 კმ, მანძილზე და მაქსიმუმ 100 კილომეტრამდე. რაც შეეხება „კინჟალებს“, ვრუსეთს ამ ტიპის სარაკეტო კომპლექსის მხოლოდ 30-40 ერთეული აქვს დარჩენილი“, აცხადეფბს ვადიმ სკიბიცკი.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი ზამთრის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, სტრატეგიულ თავდაცვაზე გადადის
რუსეთის არმიის ელიტარული ნაწილები განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, მტერი არ მიმართავს იგივე ძალისხმევას, რასაც 2022 წლის თებერვალში. „რუსებს არ აქვთ განზრახვა გაიმეორონ ის მცდელობები, რაც ჩვენ ვნახეთ გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტერი უკვე დამარცხდა ან უკრაინას საფრთხეს არ უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მათი ტექნიკის უმეტესობა მოძველებულია, მათ მაინც აქვთ საკმარისი აღჭურვილობა“, - განაცხადა ანდრი იუსოვმა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დაკავება რჩება რუსი სამხედროების „მანიაკალურ მიზნად“. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ემზადება თავისი მიწების ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. იუსოვის თქმით, ზამთრის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსული ძალები გადადიან საერთო სტრატეგიულ თავდაცვით პოზიციაზე. უკრაინული მედიის თანახმად: რუსეთის გეგმა, „სამ დღეში აეღო კიევი“, მარცხით დასრულდა, როდესაც უკრაინულმა ძალებმა წარმატებით განდევნეს რუსული ძალები 2022 წლის აპრილის დასაწყისში. უკრაინის სამხედროებმა განაგრძეს წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ქალაქი ხერსონი მოგვიანებით გაათავისუფლეს 2022 წლის ნოემბერში რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ. უკრაინის გენერალური შტაბის 20 აპრილის განახლების თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსმა სამხედროებმა 184,420 ჯარისკაცი დაკარგეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
უკრაინის დაზვერვა რუსეთის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის მკვლელობის შესახებ იუწყება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის, „კრასნოდარის“ ყოფილი მეთაურის მკვლელობის შესახებ იუწყება. უკრაინის დაზვერვა მას მოიხსენიებს სერგეი რჟიცკად, რუსული სააგენტოების ცნობით, კი მოკლულის სახელი სტანისლავია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“ ერთ-ერთია პროექტ „ვარშავიანკის“ 6 გემიდან. აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“. უკრაინული მედიის ცნობით, წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“ შავი ზღვიდან უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობდა. უკრაინის დაზვერვა მისი პასუხისმგებლობის შესახებ არაფერს წერს, თუმცა აცხადებს, რომ რჟიცკის 10 ივლისს, დაახლოებით დილის 6 საათისთვის, ქალაქ კრასნოდარის პარკში გარბენისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან 7-ჯერ ესროლეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ძლიერი წვიმის გამო პარკში ხალხი არ იმყოფებოდა, ამიტომ, მკვლელობას მოწმეები არ ჰყავს. რუსული სააგენტოები ადასტურებენ, რომ 10 ივლისს მოკლული მე-2 რანგის კაპიტანი სტანისლავ რჟიცკი წყალქვეშა ნავის მეთაური იყო, ბოლო დროს კი, კრასნოდარის სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ კიბერშეტევის შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერი გათიშა - უკრაინული მედია
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) წამოიწყო კიბერშეტევა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ საკომუნიკაციო სერვერს შეეხო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „კიბერთავდასხმის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს სერვერი, რომელიც სპეციალური კომუნიკაციებისთვის გამოიყენებოდა, გაითიშა,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, შეწყვეტილია ინფორმაციის გაცვლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც მოსკოვში მდებარე სერვერს იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა გრძელდება. კიბერთავდასხმები რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარის მიერ გამოყენებული სულ უფრო გავრცელებული იარაღი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დარტყმის დროს, რუსი ჰაკერების სამიზნე იყო უკრაინის სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი, Kyivstar, რამაც გასული წლის დეკემბერში, კომუნიკაციის შეფერხება ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია.